აუდიტის სამსახურის დასკვნა: საირიგაციო სერვისის პროდუქტიულობა გაუმჯობესებული არ არის

აუდიტის სამსახურის დასკვნა: საირიგაციო სერვისის პროდუქტიულობა გაუმჯობესებული არ არის

access_time2018-04-30 20:10:00

„რამდენადაც საირიგაციო და სამელიორაციო სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მისი აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ 2012-2017 წლებში 282 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014 წელს ჩაატარა საირიგაციო სისტემების მართვის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის ძირითადი ობიექტი იყო შპს „საქართველოს მელიორაცია“ და გასცა 8 რეკომენდაცია, საიდანაც სამი ეხებოდა საირიგაციო მომსახურების ხარისხის ზრდასა და წყლის პროდუქტიულ განაწილებას, ხოლო ხუთი - დარგის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობასა.  თუმცა აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მომსახურების მიწოდების პროდუქტიულობა გაუმჯობესებული არ არის, ხელშეკრულების პირობები ბუნდოვანია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მომხმარებლებს,“ - ასეთი ანგარიში წარუდგინა სახელმწიფო  აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის  დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კაპანაძემ პარლამენტის აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფს.

 


როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მომსახურებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც არსებითად ვერ გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ შედეგს. მისი თქმით, როგორც თავდაპირველმა და განმეორებითმა აუდიტებმა აჩვენეს, რომ ხშირ შემთხვევაში, არსებობს მნიშვნელოვანი გაუმჯობესების პოტენციალი არსებული ინფრასტრუქტურისა და წყლის რესურსის პირობებში.


რამდენადაც კაპიტალური ხარჯები მაღალი ღირებულებით გამოირჩევა და როგორც წესი, დროის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, მიზანშეწონილია არსებობდეს იმის რწმუნება, რომ აღდგენილი სარწყავი ინფრასტრუქტურა პროდუქტიულად იქნება გამოყენებული და აბონენტები მიიღებენ ხარისხიან მომსახურებას გონივრულ ფასად“, - განაცხადა მომხსენებელმა.



როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ  პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ პარლამენტის წინა მოწვევის დროს, 2014 წელს განიხილეს. მისივე ინფორმაციით, გაცემული რეკომენდაციები დღემდე არ შესრულდა.


 „ამიტომ მოგვიწია ხელმეორედ ამ შეხვედრის გამართვა. მელიორაციის სამსახურის ახლანდელი ხელმძღვანელობა უკვე მზად არის გაითვალისწინოს ეს რეკომენდაციები. ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს, რომ არ განმეორდეს ის, რაც იყო წინა წლებში. დღევანდელ შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები და მათი შესრულების ვადები“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.


კომერსანტი

 




BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up