აუდიტის სამსახურის 33 ანგარიშს საგამოძიებო უწყებები სწავლობენ

აუდიტის სამსახურის 33 ანგარიშს საგამოძიებო უწყებები სწავლობენ

access_time2019-09-12 15:30:08


გასულ წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 90 აუდიტი ჩაატარა, საიდანაც 33 აუდიტის ანგარიში სამართალდამცავ სტრუქტურებს გადაეგზავნა.— ამის შესახენ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ირაკლი მექავბიშვილმა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიაწოდა. 


მთავარი აუდიტორი პარლამენტს აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.


საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა, ბოლო წლებში რამდენად მზარდია აუდიტის შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა და რამდენად სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება.



მთავარი აუდიტორის თქმით, სტატისტიკა მზარდია, რადგან 2017 წელს აუდიტმა საგამოძიებო ორგანოს 11 ანგარიში გაუგზავნა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 33 იყო.


რაც შეეხება შედეგებს, ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა საქმეზე არის საქმე აღძრული, სხვადასხვა მიმართულებით. რამდენიმე საკითხში გამოძიებები დასრულებულია და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, - აცხადებს ირაკლი მექვაბიშვილი.


აუდიტის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 25 ფინანსური და 53 შესაბამისობის აუდიტი, რაც მთლიანი განხორციელებული აუდიტორული საქმიანობის 87%-ს შეადგენს.


ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ძირითადად წარმოადგენს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს და არ მოიცავს აღრიცხვა¬ანგარიშგების მიმართულებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.





„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა ბიზნესისთვის

„კერხერის“ მობილური სერვისი - დაზოგილი დრო და რესურსი ყველა  ბიზნესისთვის
access_time2019-11-21 20:35:01
კერხერის „მობილური სერვისი“,  ეს არის სერვისს დამატებული სარგებელი, რაც გულისხმობს, არასაგარანტიო აპარატების ადგილზე დიაგნოსტირებას და შეკეთებას. ეს სერვისი განაპირობებს მომხმარებლის  დროისა და რესურსების დაზოგვას. კეხერმა საქართველოში პირველი მობილური სერვისი ოქტომბრის თვეში შესთავაზა მომხმარებელს და მას შემდეგ ამ სერვისზე  ინტერესი ყოველდღიურად...

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ

აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ
access_time2019-11-22 12:40:07
აზარტული მოთამაშეების ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოს მიმართონ და მათთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვონ. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. საკანონმდებლო პაკეტი, რამდენიმე კანონში  ცვლილებების  შეტანას გულისხმობს. კანონპროექტებში მათ შორის, საუბარია, აზარტულ...

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?

გაქცეული ინვესტორები და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – რა აფერხებს სამშენებლო ბიზნესს?
access_time2019-11-22 11:26:16
თბილისის სამშენებლო სექტორის აუცილებელი რეფორმის არასასურველი შედეგები, გვერდითი ეფექტები, უკვე სახეზეა და მათზე რეაგირება კომპლექსური მიდგომით, შეიძლება ითქვას, გადაუდებელი ამოცანაა. რეგულაციებში არის ისეთი ახალი ნორმები, რომელთა მყისიერი ამოქმედება არ იყო აუცილებელი. მაგალითად, ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია შეამოწმეს და დააჯარიმეს იმის გამო, რომ მეალმეს არ ჰქონდა სერტიფიკატი. არა, მეალმე ჰყავდა კომპანიას, მაგრამ იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ახალი რეგულაციების მოთხოვნის...

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე
access_time2019-11-22 14:00:24
„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ, ეს ძალიან კარგად იცის საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა. ჯანდაცვის სამინისტოს პოზიცია არასრულყოფილი ანალიზის შედეგია“, -  ასე აფასებს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე „ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი.   საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირები დაყოფილია კატეგორიაებად.პირველი და...

ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...


მსგავსი სიახლეები

up