აუდიტის სამსახური პარტიების მიერ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს აღარ შეისწავლის

აუდიტის სამსახური პარტიების მიერ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს აღარ შეისწავლის

access_time2020-08-05 18:10:58

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების მიერ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს აღარ შეისწავლის და ამ საკითხს პროკურატურა გადაიბარებს. აქამდე, თუ ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით დადებული გარიგების ღირებულება 100 ლარს არ აღემატებოდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა. საუბარია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში არსებულ ჩანაწერზე, რომლითაც ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით გარიგების დადება, თუ ასეთი გარიგების ღირებულება არ აღემატებოდა 100 ლარს, იწვევდა პარტიის ან პარტიის წარმომადგენლის დაჯარიმებას გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილის, ეკატერინე ღაზაძის განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდა ამომრჩეველთა მოსყიდვის საკითხის კრიმინალიზაცია.


„ადრე კანონში იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა. 100 ლარის ზევით კი იყო სისხლის სამართლის კანონმდებლობის ნაწილი. განხილვების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხით ხდება ზიანის მიყენება, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომლის ფუნქციასაც აუდიტის სამსახური არ ფლობს. შესაბამისად საკითხი გახდა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივა.თუ მოსყიდვა ნამდვილად მოხდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხა იქნა ამ მოსყიდვაში გადახდილი, რადგან ზიანი უკვე მიყენებულია, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი ხმა უკვე მოისყიდეს. აქედან გამომდინარე, ამ მუხლის ადგილი მთლიანად სისხლის სამართლის კანონმდებლობაშია და მნიშვნელობა არ აქვს თანხობრივ განაწილებას. ნებისმიერი შესაძლო მოსყიდვის ფაქტი საგამოძიებო მოქმედებებს მოითხოვს, რომელიც შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეასრულოს“, - განაცხადა გენერალური აუდიტორის მოადგილემ.



დღეს, 5 აგვისტოს, გამართულ პრეზენტაციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ქოჩიაშვილმა კანონში შეტანილ სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა. მიღებული ცვლილებით პარტიის შემომწირველი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.


ძველი ვერსიით, შემომწირველი კომპანიის პარტნიორი შეიძლებოდა ყოფილიყო უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირი, თუ მისი საბოლოო ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე იქნებოდა. ასევე მიიღეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებიც. მაგალითად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის ახალი ვერსიით, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს ცესკოს.


ძველი რედაქციით კი, დაფინანსებას გასცემდა ცესკო. ამასთან, პარტიას დაფინანსების მიღების შესახებ თანხმობა უნდა განეცხადებინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. ღაზაძის განცხადებით, ეს ცვლილება პარტიებს ბიუროკრატიულ პროცესებს გაუადვილებს, რადგან ცესკოსგან მათ კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად ჯერ აუდიტის სამსახურისთვის უნდა მიემართათ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up