აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 462.3 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაიბარა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 462.3 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაიბარა

access_time2020-01-18 19:42:32

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, რომლებიც დამატებით სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2017-2018 წლების პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, 2017 – 2018 წლებში მუნიციპალიტეტმა სოფელ თამარიანისა და ვარდისუბნის საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაცია, ასევე სოფელ ზემო ბოლქვში ჭაბურღილისა და საუბნო ქსელის მოწყობის სამუშაოები, გიორგეთის კულტურის სახლის შენობისა და სოფელ ჭაბუკიანში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია განახორციელა.

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, პროექტებზე სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო კომპანიების დასკვნების საფუძველზე განხორციელდა, თუმცა შესწავლით გაირკვა, რომ ექსპერტიზის მიერ ხარისხის დასადგენად საჭირო ლაბორატორიული კვლევები არ განხორციელებულა. ამავე ინფორმაციით, პროექტები ასევე შეამოწმა მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა, რომელმაც მხოლოდ სამუშაოების მოცულობები შეისწავლა, თუმცა სამუშაოების ხარისხი არ შეუფასებიათ.

მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა სამუშაოები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა მათი ღირებულება.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საუბარია 462.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.


„საბავშვო ბაღების, ჭაბურღილის, კულტურის სახლის და სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაზიანების მიზეზია შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი. მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა სამუშაოების საგარანტიო ვადას, რომლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა სამ შემთხვევაში დროულად არ მიმართა მიმწოდებელს დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით და მათი გამოსწორება მოითხოვა მხოლოდ აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდეგ. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა 462.3 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარეს, რომელთა ხარისხი სათანადოდ დადასტურებული არ იყო. შედეგად, სამუშაოები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები/პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, მათ მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ანგარიშის კიდევ ერთი ნაწილი საგზაო სამუშაოებს ეხება და ნათქვამია, რომ 2018 წელს საგზაო სამუშაოების განხორციელების მიზნით გაფორმებული სამი ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

დასკვნის მიხედვით, მიმწოდებელი სამივე პროექტის ფარგლებში არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს, რის გამოც ეკისრებოდა შესაბამისი საჯარიმო სანქცია, თუმცა მიმწოდებელი საჯარიმო თანხას არ იხდიდა.

აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების დროს სრულად ურიცხავდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას.


1tv

თეგები:
ლაგოდეხი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up