აუდიტის სამსახური - 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1161 სკოლაში არ იყო მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები

აუდიტის სამსახური - 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1161 სკოლაში არ იყო მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები

access_time2020-02-28 19:59:43

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა – რამდენად უზრუნველყოფილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემო და ასევე, რამდენად ეფექტიანია განათლების სამინისტროს მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით გატარებული ღონისძიებები. ანგარიში 2016, 2017 და 2018 წლებს მოიცავს.


როგორც უწყებაში განმარტავენ, აუდიტის შედეგად გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე. კერძოდ, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, შესწავლილ პერიოდში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იყო როგორც მანდატურის, ასევე ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების სიმცირის პრობლემა.


„2018 წლის მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხოლოდ 21 პროცენტია უზრუნველყოფილი მანდატურით. სკოლების 44 პროცენტი აღჭურვილია ვიდეოკამერებით. ამავე დროს, ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება 1 161 (50 პროცენტი) სკოლა, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით არ არის უზრუნველყოფილი ყველა რეგიონი, რაც აფერხებს აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობას. ამასთანავე, ცენტრებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა არ შეესაბამება მათ დატვირთვას, კერძოდ, არ შეესაბამება ცენტრში დაფიქსირებულ მიმართვიანობას. მონაცემთა ბაზა, რომელსაც ფლობს მანდატურის სამსახური, არ მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლისთვის ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა და თარიღები, შემთხვევის დასრულების პერიოდი და მიღწეული შედეგები. შესაბამისად, შეუძლებელია მონაცემების სრულად დამუშავება და ანალიზი შედეგების შესაფასებლად, აგრეთვე განსახორციელებელი ღონისძიებების დასაგეგმად” – წერია აუდიტის ანგარიშში.



ასევე, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სკოლის მოსწავლეებს არ მიეწოდებათ სათანადო ინფორმაცია მათი უფლებებისა და ბულინგის შესახებ.


„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფარავს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს, რომლებიც ისწავლება მესამე კლასიდან სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში, ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა გამოცემის სახელმძღვანელოში განსხვავებული მოცულობით არის განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის უფლებების კონვენცია, მოსწავლის უფლებები და ა.შ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, VII კლასამდე არ მიეწოდებათ მოსწავლეებს ინფორმაცია ბულინგის შესახებ. მასწავლებელთა ტრენინგი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე არის ნებაყოფლობითი და მასწავლებლებს არ აქვთ მისი გავლის ვალდებულება, შესაბამისად, გადამზადებულია მასწავლებელთა მხოლოდ 13 პროცენტი” – აღნიშნულია დოკუმენტში.


აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, რათა ადამიანის უფლებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების საკითხების ეფექტიანი დანერგვა და სკოლების მიხედვით თანაბარი სწავლება განათლების ყველა საფეხურზე. ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაინერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც მოხდება დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამართულად ფუნქციონირების პერიოდული მონიტორინგი, შეფასდება მათი საჭირო რაოდენობა და შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლის შესაძლებლობა.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up