აუდიტირებული ანგარიშგების მქონე კომპანიებს ბანკები ნაკლებად რისკიან კომპანიებად განიხილავენ

აუდიტირებული ანგარიშგების მქონე კომპანიებს ბანკები ნაკლებად რისკიან კომპანიებად განიხილავენ

access_time2018-10-12 11:50:54


რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივი პროექტის მთავარი სასაუბრო თემა იყო ცვლილებები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ კანონში, რომლის მიხედვით კომპანიებს სავალდებულო აუდიტის განხორციელება დაევალათ.


ამ საკითხებზე იმსჯელა გადაცემის „ჩემი აუდიტორის“ წამყვანებმა - „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელმა პაატა შურღაიამ და სალომე სოსელიამ სტუმართან „გრანთ თორნთონის“ მმართველ პარტნიორთან ვახტანგ ცაბაძესთან ერთად.


პაატა შურღაია : საკითხი განვიხილოთ სამ ჭრილში : გამოწვევა, რომელიც არსებობდა სახელმწიფოს კუთხით, ე.წ. ზედამხედველობის სამსახურის კუთხით; გამოწვევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბიზნესთან დაკავშირებით, რატომ არის ბიზნესისთვის კარგი ამ ყველაფრის რეგულირება და მესამე თავისთავად, გამოწვევა იყო, ისეთი ორგანიზაციებისთვის , რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ჩვენი კოლეგებიც მრავლად არიან, რა გამოწვევა არის აუდიტორიული კომპანიების კუთხით ? დავიწყოთ, ბიზნესის კუთხით.


ვახტანგ ცაბაძე : მადლობა კომერსანტს, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ თემებზე ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანი თემებია და კარგია, რომ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს მსმენელებს. დავიწყებ იმით, რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, კანონის მიღების პირველი ეტაპი დასრულდა და რეფორმა ჯერ კიდევ პროცესშია. 2018 წლის 1-ლი ოქტომბერი არის ის თარიღი, როდესაც გარკვეული კატეგორიის საწარმოებისთვის პირველად გახდა სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების მომზადება და აუდიტის ჩატარება, წარდგენა სპეციალურად, ახლადშექმნილი ბუღალტრული აღირცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხევდელობის სამსახურისთვის. რაც შეეხება, კომპანიებისთვის ამ ახალი კანონის სარგებელს არის ის, რომ პირველ რიგში, ფინანსური გამჭირვალობაა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა კომპანიებისთვის და თავისთავად, ფინანსური ანგარიშგებების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდიტირებული ანგარიშგებების არსებობა, რა თქმა უნდა, ზრდის ინვესტორთა ნდობას კომპანიებისადმი, რაც ხელს უწყობს საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას. ამასთან, კიდევ უფრო სწრაფი სარგებელი, რასაც დაინახავენ კომპანიის მფლობელები და ხელმძღვანელობა არის ის, რომ შიდა პროცესები უფრო დაიხვეწება, როცა გაჩნდება მოთხოვნა, რომ ფინანსური ანგარიშგებები მომზადდეს საერთაშორისო სტანდარტებით, როცა არის მოთხოვნა, რომ ჩატარდეს აუდიტი და წარედგინოს ანგარიშგება სპეციალურ სამსახურს, ეს ნიშნავს, რომ ბევრ კომპანიაში შიდა პროცესები თავისთავად დაიწყებს დახვეწასა და დალაგებასა და კომპანიები იზრუნებენ იმაზე, რომ ამ მიმართულებით, საკუთარი შესაძლებლობები და პერსონალი გაზარდონ და უფრო სწორი, გამჭირვალე და სწრაფი ფინანსური ანგარიშგებები მოამზადონ. რაც საშუალებას მისცემს მენეჯმენტს და მფლობელებს, რომ მიიღონ უფრო სანდო, საიმედო და სტრუქტურირებული ინფორმაცია საკუთარი კომპანიების ფინანსურ შედეგებზე, საქმიანობასა და მდგომარეობაზე. ეს მგონია უფრო სწრაფი შედეგი, ვიდრე ფინანსურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

პაატა შურღაია : ბიზნესის კუთხით თუ ყოფილა გამოხმაურება და იგივე შეფასება რაც თქვენ გაქვთ, რამდენად სარწმუნო იყო მათთვის ?


ვახტანგ ცაბაძე : ბიზნესის ნაწილს ძალიან კარგად ესმის ეს სარგებელი, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა გამოხმაურებებიც, მაგალითად, ამ კანონით, ანგარიშგებების არა მხოლოდ მომზადება და წარდგენა მოითხოვება, არამედ ეს ანგარიშგებები გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვისაც. ამ გამჭირვალობას ჯერჯერობით ფრთხილად ხვდებიან კომპანიის მენეჯერები და მფლობელები. შეიძლება არ სურდეთ რაღაც ინფორმაციის გამჟღავნება და რაღაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათი კონკურენტებისთვის. რაც ჩემი აზრით, გასაგებია. მაგალითად, შეიძლება არსებობდეს კომპანია, რომლის დამფუძნებელი არის ერთი, ან ორი, სამი ფიზიკური პირი. კომპანიას შესაძლოა სულაც არ სჭირდებოდეს საჯარო ფინანსებზე გასვლა და ყოფნიდეს საკუთარი, ან მაქსიმუმ ბანკის სესხი სჭირდებოდეს. ასეთი კომპანიისთვის, იმის მტკიცებას, რომ ეს რეფორმა გაძლევს საშუალებას გახვიდე საჯარო ფინანსებზე, და ფული მოიძიო ბირჟაზე, შეიძლება არ იყოს სასარგებლო, იმიტომ რომ მას შეიძლება არ სჭირდებოდეს და მეტ რისკს ხედავდეს კონფიდენციალური ინფორმაციების გამჟღავნებაში. ეს რისკი არსებობს და შესაძლოა, ღირდეს დაფიქრებად კანონში ცვლილებების შეტანა, ან სხვა რეგულაციების მიღება. დღესდღეობით, სულ სამი კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც, კომპანიები კატეგორიებად არიან დაყოფილები და მოეთხოვებათ, ფინანსური ანგარიშგების ზოგს მხოლოდ წარდგენა, ან აუდიტის ჩატარება. კარგი იქნება, დამატებითი კრიტერიუმების შემოტანა, რომლებიც გაანთავისუფლებდნენ, რაღაცა ტიპის კომპანიებსა და საწარმოებს ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების ვალდებულებისგან. შეიძლება დავუტოვოთ ვალდებულება, რომ მოამზადოს ანგარიშგება და ჩაატაროს აუდიტი, მაგრამ არ არის დიდი საჯარო ინტერესი, რომ ისინი გამოქვეყნდეს.


სალომე სოსელია : გამოწვევებზე, რომ ისაუბროთ. აუდიტორული კომპანიები და სექტორი, როგორ შეხვდა ამ ყველაფერს?


ვახტანგ ცაბაძე : მოთხოვნა აუდიტზე ნამდვილად გაიზარდა, გაიზარდა კონკურენცია შესაბამისადა, კომპანიებს შორის. საკმაოდ, მცირეა მაინც არსებული ბაზრისთვის, იმ აუდიტირიული კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც აუდიტის ჩატარება, შესაბამისი ხარისხითა და სტანდარტების დაცვით შეუძლიათ მეტნაკლებად მსხვილი და მსხვილი კომპანიებისთვის. ეს ფაქტორი ნამდვილად არსებობს, გაიზარდა მოთხოვნა, რამაც შესაძლოა თქვენი რესპოდენტებიც, ან კომპანიებიც, რომლებთანაც გაქვთ ურთიერთობა იტყოდნენ, რომ ფასები და შესაბამისად, ხელმისაწვდომობაც გაიზარდა. ვერ ვიტყოდი, რომ ფასები გაიზარდა, დღესდღეობით, იმის გამო, რომ შეიცვალა მოთხოვნის სტრუქტურა აუდიტორებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ნორმალური ფასები შესთავაზონ კლიენტებს და არ წავიდნენ ზედმეტი ფასის დათმობაზე კლიენტის მოძიების გამო. ეს საერთო ჯამში აუდიტორისთვისაც კარგია და კლიენტისთვისაც. დაბალი ფასი მაინც გვინდა თუ არ გვინდა, აღიქმება იმაზე, რომ ხარისხზე გავლენას ახდენს. საბოლოო ჯამში, საიმედოობა ზარალდება.


პაატა შურღაია: ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ყველაფრის დაგეგმვა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ მოხდეს იმის განჭვრიტა თუ რა მოხდება და ის პროცესები, რომლებიც გვაქვს, როცა ბიზნეს რაღაც სჭირდება და გააჩნია დედლაინი, მოხდეს დროის განსაზღვრა. თუ აუდიტის სამსახური გვჭირდება, მაშინ ჯობია 6 თვით ან 1 წლით ადრე დავიწყოთ თადარიგის დაჭერა და მოლაპარაკებები შესაბამის პირებთან, რომ ჩვენ სერვისი მივიღოთ იმ დროში და იმ ღირებულებით, რაც ბიზნესისთვის მისაღებია.


დავუბრუნდეთ ჩვენს პროფესიას და პროფესიულ ორგანიზაციებს, აუდიტის განმახორციელებელ პირებს, ამ კუთხით, რომ შევაფასოთ ის გამოწვევები, რომლებიც მივიღეთ კანონის ჩაშვების შემდგომ და კერძოდ, პრაქტიკულად, პირობითად, სალომემ ახსენა, რომ მომართვიანობა გახშირდა, ეს მოითხოვდა იმ დიდ კონტრიბუციას, რომელსაც ჰქვია ადამიანური რესურსების ჩართვა. ამ კუთხით, რა ვითარებაა ბაზარზე და მეორე კითხვა, კანონიც ითვალისწინებს ხარისხის კონტროლს და პოლიტიკების არსებობას აუდიტორულ კომპანიებში. სამსახურს აქვს ამ კუთხით მონიტორინგის განხორციელების ვალდებულება. ჩვენ სად ვართ, რა მოგვეთხოვება და როგორი ვითარებაა ადამიანურ რესურსებში.


ვახტანგ ცაბაძე: მოდით დავიწყებ, ხარისხის კონტროლით, რაც სამსახურმა განახორციელა. 2017 წლის ბოლოს სამსახურმა ჩაატარა აუდიტორული კომპანიების ხარისხის კონტროლი , 17 კომპანიას ჰქონდა უფლება იმ პერიოდში საჯარო დაინტერესების პირების აუდიტი და საჭირო იყო კანონით განსაზღვრულიყო იმ აუდიტორების ხარისხის შემოწმება და უფლების დადასტურება , რომ გაეგრძელებინათ სდპ-ების აუდიტი, წლის ბოლოს სამსახურმა დიდი სამუშაოები ჩაატარა, ხარისხის კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ 13 კომპანია დავრჩით, ვისაც შეგვიძლია სდპ-ის აუდიტის ჩატარება.


სალომე სოსელია :
ეს ჩვენი ზომის, ფორმაციის ბაზრისთვის ბევრია თუ ცოტა ? ბიზნესი კომერსანტთან აქტიურად საუბრობს, რომ პროფესიული კადრების დეფიციტი არის ბაზარზე


ვახტანგ ცაბაძე: დღესდღეობით, როგორც ჩანს ცოტაა, დეფიციტი ნამდვილად არსებობს. კანონის ამოქმედების შემდეგ, აშკარად შეიმჩნევა ბაზარზე ის, რომ აუდიტორებმა პერსონალზე მოთხოვნა გაზარდეს. შიდა კონკურენცია ჩვენ კომპანიებს შორის გაიზარდა, პერსონალზე კონკურენციაა ერთმანეთთან. ახლაც ტესტებს ვატარებთ და ვფიქრობთ, დაახლოებით, ათი ახალი თანამშრომლის აყვანას. თვის ბოლომდე ამას გავაკეთებთ, მუდმივად აგვყავს თანამშრომლები და ზრდის შესაძლებლობა ნამდვილად შექმნა ამ კანონმა. ჩვენს სფეროში დასაქმებას ნამდვილად შეუწყო ხელი.

პრობლემები არსებობს პროფესიონალიზმში, თუმცა ჩვენ გვაქვს დიდი ხნის აპრობირებული და გამოცდილი სატრენინგო პროგრამები, შიდა სწავლება, გვაქვს web-based შიდა ქსელური ტრენინგების შესაძლებლობები, ვატარებთ ადგილზე ტრენინგებს, ჩვენს კომპანიას აქვს აკადემია, როცა ჩვენს თანამშრომლებს წელიწადში რამდენჯერმე ვუშვებთ ამ აკადემიაში. იყვნენ დუბაიში, დუსელდორფში, ერევანში. ვცდილობთ ავამაღლოთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული დონე. რა თქმა უნდა, კომპანიაში გუნდზე ჯობ ტრენინგი მუდმივად გვაქვს, არის ხალხი ვინც ზრდის ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენი მენეჯერები, მაღალი დონის სტაფი, რომლებიც ეხმარებიან ახალმოსულებს მათი პროფესიული დონის ზრდაში. ჯერჯერობით, არ არის და რთულია იყოს ისეთი პერსონალი,რომ უნივერსიტეტი დაამთავროს და პირდაპირ აუდიტის პროფესორი გახდეს. ამიტომაც არის სხვა ქსელშიც და ზოგადად ქვეყნებში დანერგილი ასეთი ტრენინგები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ.



პაატა შურღაია : კადრების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პოლიტიკა აქვს ამ კუთხით პროფესიულ კომპანიებს, ორგანიზაციებს.


ვახტანგ ცაბაძე: აუდიტორული კომპანიებისთვის ხარისხის კონტროლი მოიცავს ორ სფეროს, ერთია მთლიანი ორგანიზაციული და მეორე, კონკრეტული პროექტების მართვა. ორგანიზაციული გულისხმობს პერსონალის შერჩევას, მათ ტრენინგს, პროფესიულ ზრდას, ეს ყველაფერი დაგეგმილი, გაწერილი და კონკრეტული პროცედურების მიხედვით უნდა ხდებოდეს.

პაატა შურღაია: რა შეიცვალა ჩვენთვის ? გვქონდა 2016 წლამდე პერიოდი და რა ცვლილებები განხორციელდა 2016 წლის შემდეგ, გართულდა, თუ პირიქით, კარგი რაღაც გაგვიკეთეს? პრემიერ მინისტრმა შეგვახსენა, რომ გახსოვთ, როგორი კარგი საქმე გაგიკეთეთ თქვენ, ბაზარი მოწესრიგდა. როგორია თქვენი შეფასება, კარგია დღეს იყო აუდიტორი, თუ კარგია ყოფილიყავი აუდიტორი 2016 წლამდე.


ვახტანგი ცაბაძე: მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს აუდიტორისთვის გაკეთებული კარგი საქმეა, თუმცა კარგი საქმე ნამდვილად არის. ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც კარგი საქმეა. ნამდვილად უკეთესია იყო დღეს აუდიტორი, რადგან დარწმუნებული ხარ, რაღაცნაირად არსებობს ხარისხის კონტროლის სისტემა, რომელიც ახალი დაწყებულია და ძალიან ბევრ კომპანიას არ შეხებია და შარშან დამთავრდა იმ 17 აუდიტორული კომპანიის ხარისხის შემოწმება, რომლებსაც სდპ-ს აუდიტის ჩატარების უფლება ჰქონდათ. თუმცა, სამსახური კვლავ აგრძელებს ამ პროცესს ზოგადად პროფესიონალიზმის დონე და აუდიტის ხარისხი მოიმატებს ბაზარზე. ეს კი სასარგებლო, სასიამოვნო და კარგი არის, როცა ბაზარზე პროფესიულ გარემოში მუშაობ და პროფესიული კონკურენცია არის და სხვა საკითხებით არ იმართება კონკურენცია.


სალომე სოსელია:
ასეთი სტანდარტების არსებობა ინვესტორ აუდიტორ კომპანიებს, რამდენად დააინტერესებს, რომ საერთაშორისო სტანდარტების მეტი მოთამაშე შემოვიდეს ბაზარზე?


ვახტანგ ცაბაძე : ალბათ იქნება ეს დაინტერესებაც, თუმცა დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე საკმაოდ ბევრი ქსელური კომპანიაა. ის 13-ვე ზუსტად შეიძლება შემეშალოს, როგორც მინიმუმ 10 საერთაშორისო მოთამაშე იქნება. საქართველოში დიდი ხანია რაც აუდიტორული ქსელური კომპანიები მუშაობენ.

სალომე სოსელია: კომპანიების რაოდენობაზე, რომ გვითხრათ, პირველი და მეორე კატეგორია რომლებსაც შეეხოთ, დაახლოებით თუ ვიცით რაოდენობა.


ვახტანგი ცაბაძე : ზუსტად არ ვიცი, თუმცა დაახლოებით, სადღაც სამასამდე 1-ლი კატეგორიიის საწარმოა, სადღაც 1500-მდე მეორე კატეგორია, 10 ათასამდე მესამე კატეგორია და დანარჩენიც 80 ათასამდე. ეს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებია, თუმცა არა ზუსტი ციფრები. აუდიტი თუ სჭირდებათ, მხოლოდ 1-2 კატეგორიის საწარმოებს, მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებს არ აქვთ აუდიტის მოთხოვნის ვალდებულება, თუმცა მათ 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ექნებათ ვალდებულება, რომ ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ და წარადგინონ. ფინანსური ანგარიშგების მომზადება სხვადასხვა კატეგორიის კომპანიისთვის, რომლებსაც განსხვავებული სტანდარტები აქვთ, შედარებით ადვილია, თუმცა მოითხოვს პროფესიულ ცოდნას, და კონკრეტული სტანდარტების ცოდნას, რაც როგორ დღეს ჩანს, კომპანიებმა, სამწუხაროდ, არ იციან. ესეც არის ალბათ ის სფერო, სადაც ჯერჯერობით, მაინც პროფესიულ აუდიტორულ კომპანიებს შეგვიძლია დავეხმაროთ საწარმოებს და შევთავაზოთ არა აუდიტი, არამედ ე.წ კომპილაციური მომსახურება, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ ფინანსური მენეჯერის, რეპორტინგის სპეციალისტის როლში, რომელიც იღებს მათ ფინანსურ მონაცემებს, აუდიტის გარეშე, ზედმეტი გადამოწმების გარეშე , ამ მონაცემებიდან აწყობს ფინანსურ ანგარიშგებას ისეთ ფორმატში, ისეთი წესითა და სტანდარტებით, რომელიც ამ კომპანიის ზომას შეესაბამება. ესეც ერთ-ერთი სფეროა, რა მიმართულებითაც ჩვენი ბაზარი განვითარდება.


პაატა შურღაია : ყველას არ აქვს ვალდებულება აუდიტის, ეს ციკლები რომ დავყოთ, არის რამდენიმე. ერთი ციკლია ამის მომზადება, მეორე ფაზა წარდგენა სამსახურში, თუმცა როცა სახელმწიფოს წარვუდგენთ ამ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია არის დახურული, შემდგომ უკვე კატეგორიების მიხედვით შემდეგი ციკლი გვაქვს ამ ინფორმაციის გამოქვეყნება. მე-3 და მე-4-ს ამის ვალდებულება არ აქვს და ვის აქვს უკვე აუდიტის ჩატარების ვალდებულება?


ვახტანგი ცაბაძე: ფინანსური ანგარიშგება ყველა საწარმოსთვის საჯარო იქნება, უბრალოდ მე-4 კატეგორიისთვის არის ასეთი რამ, რომ არ ქვეყნდება, მაგრამ შეგიძლია დაინტერესების შემთხვევაში გამოითხოვო.


პაატა შურღაია: რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რა არის ის ღონისძიებები და კონტრიბუცია, რასაც ვაკეთებთ ბიზნესის კუთხით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის კუთხით, ეს სფერო იყო თვითრეგულირებადი, მაგრამ შეიქმნა ახალი კანონი.


ვახტანგ ცაბაძე : ჩვენ ვართ კორპორაციული წევრები ბუღალტერთა ფედერაციის, მე პირადად ვარ ფედერაციის სტანდარტების კომიტეტის წევრი. ჩვენ სულ ახალახან გვქონდა ურთიერთბა, ვმონაწილეობთ სასწავლო პროგრამების შედგენაში, გასწორებაში, ვეხმარებით რაღაცნაირად პროფესიას იმაში, რომ შესაბამისი სასასწავლო კურსები მომზადდეს და შედგეს. ერთ-ერთი პრობლემა რაც დღესდღებოთ გვაქვს არის ახალი აუდიტორების სერტიფიცირების საკითხი, რაც რაღაც რეგულაციების და პროცესების დასრულებას მოითხოვს და გაკეთდება.


პაატა შურღაია : რადგანაც გაგვაჩნია საერთაშორისო გამოცდილება?

ვახტანგ ცაბაძე : რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის შიგნით მუდმივად გვაქვს ურთიერთობა ქსელის წარმომადგენლებთან, ჩვენ პერიოდულად გავდივართ ქსელის ხარისხის კონტროლს, შარშან ხარისხის შემოწმების წელი გვქონდა, სამჯერ მოხდა ჩვენი შემოწმება. ხარისხის კონტორლი ხდება მუდმივად, ფიზიკურად აქ ჩამოსვლით, ხარისხების რევიუთი დისტანციურად, ინფორმაციისა და ანგარიშების წარდგენით. ჩვენი ხარისხი მუდმივ კონტროლს განიცდის და მუდმივად ფორმაშიც ვართ.


პაატა შურღაია : 1-ლ ოქტომბერს მოხდა წარდგენის ვალდებულება, ამ კუთხით რა ბიზნეს ქეისები გვქონდა, რა შემთხვევები გვქონდა რას ურჩევდით ბიზნესს, რომ მომავალ წელს იგივე არ გაიმეორონ?


ვახტანგ ცაბაძე : პირველი პრობლემა, რაც მოსალოდნელი იყო და ველოდებოდით იყო ის, რომ გვიან გამოცოცხლდა ბაზარი, ანგარიშვალდებული საწარომიები და მათ აუდიტზე ზრუნვა გვიან დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დაუკლიათ და ჰქონდათ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. თუმცა მოხდა ისე, რომ კომპანიების ნაწილმა აუდიტებს გვიან მიმართა.


კომპანიებმა აუდიტის ჩატარებაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს წლის დასრულებამდე. ოქტომბერში უნდა დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ აუდიტორი შეარჩიო, რომ თუნდაც წლის ბოლოს ინვენტარიზაციის პროცესს დაესწროს, ნახოს მარაგები, ძირითადი საშუალებები.


პაატა შურღაია:
აუდიტორის შერჩევა უნდა იყოს პროცესი?


ვახტანგი ცაბაძე: ჯობია, რომ ტენდერის მსგავსი პროცედურა იყოს, რომ ნახო რამდენიმე კომპანია, როგორც ყველაფერში, რომელთაგანაც საუკეთესოს შეარჩევ. მეორე მოსალოდნელი პრობლემა იყო ის, რომ კომპანიებს დღესდღეობით არ ჰყავთ საკმარისი პროფესიონალი სტაფი, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებას მოამზადებდა იმ სტანდარტებით, რომელიც მათ მოეთხოვებათ. და ამ პრობლემის გადაჭრასაც დრო სჭირდება. რახან დაიწყო ეს მოთხოვნა, რეფორმა სწორედ ამასაც უზრუნველყოფს. ნელ-ნელა პროფესიონალიზმის დონეც გაიზრდება.


პაატა შურღაია
: ანგარიშგება უნდა მომზადდეს საწარმოს შიგნით და შემდგომ წარმოადგინონ. სხვა ვალდებულებებსაც გულისხმობს კანონი, როგორიც არის მმართველობის ანგარიშგება, რომელიც საკმაოდ შრომატევადია


ვახტანგი ცაბაძე: გარდა ფინანსურისა, კომპანიებს მოეთხოვებათ მმართველობითი ანგარიშგების წარდგენაც. მმართველობითი ანგარიშგება ცოტა უფრო არაფინანსური ნაწილია, თუმცა ფინანსურ ნაწილში ასახულ მონაცემებსაც განიხილავს და დამატებით ინფორმაციას იძლევა. მაგრამ ამასთანავე, მენეჯმენტმა ამ ანგარიშში უნდა განიხილოს კომპანიის წინაშე არსებული რისკები , ამ რისკების მართვის მიზნები და მეთოდები, პროცედურები. ასეთი ტიპის ანგარიშგება კიდევ უფრო უცხო იყო ჩვენი კომპანიებისთვის. და ესეც, ერთ-ერთი ისეთი პრობლემაა, რომ ზოგიერთი კომპანია რთულად ამზადებს ამ ანგარიშგებას და დიდი რისკია კონფიდენციალურობის, როცა შენი სტრატეგიები საჯაროს უნდა მოჰყვე.


სალომე სოსელია: რომ შევაჯამოთ, რა სარგებელს მივიღებთ, როცა გვექნება ფინანსურად გამჭირვალე ბაზარი და კომპანიებიც მოერგებიან ახალ სტანდარტებს?


ვახტანგ ცაბაძე : მოკლე ხანში ის შედეგი დადგება, რომ კომპანიების შიგნით პროცედურები დაიხვეწება, ფინანსური ანგარიშგების შიდა პროცესი უფრო გამართული იქნება და მფლობელები და მენეჯმენტი მიიღებს უფრო სწორ ინფორმაციას უფრო სწრაფად და უფრო გასაგები ფორმით. მეორე ეს არის, ზოგადი დიადი მიზანი, რაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ფინანსური ბაზრების ჩამოყალიბებასა და ინვესტორებისთვის საიმედო ინფორმაციას შეუწყობს ხელს. ეს აისახება იმაზეც, რომ შემცირდება საბანკო პროცენტები, იმიტომ რომ აუდიტირებული ანგარიშგების მქონე კომპანიებს ბანკები ნაკლებად რისკიან კომპანიებად განიხილავენ, კიდევ ერთი მომენტი, რაც სასარგებლო იქნება არის ის, რომ ზუსტად ის, რისკი რაზეც ვსაუბრობდით, რომ საწარმოებს არ სურთ თავიანთი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა - ეს შეიძლება ბენეფიტი იყოს, იმიტომ რომ შენი კონკურენტებიც იგივეს აკეთებენ და მათზე მიგიწვდება ხელი. გეცოდინება რას მართავენ, რა პროცესები აქვთ, ის რასაც შენ გასცემ, სხვებისგანაც ხედავ, ეს კი შენი ბიზნესის განვითარებაშიც დაგეხმარება.


(R)






ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება
access_time2018-12-14 21:10:31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის...

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

 “ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული
access_time2018-12-14 19:00:20
ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა.  ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru „ფონდა უარი...

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია
access_time2018-12-14 17:08:50
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა....

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში
access_time2018-12-14 16:00:32
„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი. ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში. „არდის“...

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში
access_time2018-12-14 14:30:00
სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის, — ასეთია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეფასება მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე...


მსგავსი სიახლეები

up