„აუცილებელია საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების თვისობრივად სხვა განზომილებაში  გადაყვანა“-BAG-ის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე

„აუცილებელია საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმების თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაყვანა“-BAG-ის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე

access_time2020-06-30 13:45:23

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საწვავის ხარისხი რჩება მნიშვნელოვან პრობლემად მთელი ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქისათვის. წლების მანძილზე საწვავის ხარისხის მონიტორინგის არასრულფასოვანი სისტემა ვერ უმკლავდებოდა ბაზრის არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების „მოჭარბებულ“ ძალისხმევას - საქართველო ექციათ უხარისხო საწვავის რეალიზაციის შესაძლო ადგილად.


ვფიქრობთ, საკითხი აქტუალურია ნებისმიერი ადამიანისათვის - უხარისხო საწვავის თითოეული წვეთი პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეკოსისტემისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტივობამ ყველას დაანახა პრობლემის მასშტაბი და სიღრმე: 2020 წელს ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებთან. ანუ, ვიღებთ რეალობას, როდესაც თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობა ზიანდება რიგი კომპანიების კანონდარღვევების გზით მოღვაწეობის ხარჯზე, რაც, მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისათვის.


უკიდურესად აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნაწარმოები ნავთობპროდუქტები დაექვემდებაროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივ მონიტორინგს. ფაქტია, რომ საწვავის ხარისხის კონტროლის არსებული სისტემა საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს და თვისობრივად სხვა განზომილებაში გადაყვანას, ხოლო საკანონმდებლო ბაზა საწვავის ბაზრის ნებისმიერი ოპერატორის მიერ ამ სახის კანონდარღვევებისათვის უმკაცრესი რეგულაციების დაწესებას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კვლავაც გააგრძელებს სიტუაციის ანალიზს, მონიტორინგს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდება საწვავის ხარისხის კუთხით დღეისათვის არსებული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგებას.



აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უხარისხო საწვავის მიმოქცევის აღმოფხვრის კუთხით გადადგმულ კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯებს. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზაზე ყველას გვმართებს თანაბარი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას არცერთი ჩვენთაგანი არ უნდა გავექცეთ.


(R)





გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...


მსგავსი სიახლეები

up