პაატა ცაგარეიშვილი: რკინიგზის სრული პრივატიზაციის შემთხვევაში, რუსეთის მიერ სატრანსპორტო მარყუჟი ამოქმედდება

პაატა ცაგარეიშვილი: რკინიგზის სრული პრივატიზაციის შემთხვევაში, რუსეთის მიერ სატრანსპორტო მარყუჟი ამოქმედდება

access_time2018-11-30 09:00:00


ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, რკინიგზის გაყიდვა ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა მთავრობა სახელმწიფო კომპანიის რეორგანიზაციის საკითხს განიხილავს. მინისტრი განმარტავს, რომ რკინიგზაში შესაძლოა კერძო ოპერატორები შევიდნენ. ამ მოსაზრებას  სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი, პაატა ცაგარეიშვილი რადიო კომერსანტის გადაცემაში — დღის თემა ეხმიანება. მისი თქმით, ქობულიას განცხადება დაკონკრეტებას საჭიროებს და ამბობს, რომ უნდა მოხდეს რკინიგზის ნაწილობრივი პრივატიზაცია. სრული პრივატიზაციის შემთხვევაში, ცაგარეიშვილი რუსეთის მიერ სატრანსპორტო მარყუჟის ამოქმედებაზე საუბრობს.



„საქართველოს რკინიგზის პრივატიზაციის საკითხი აქტუალურია რამდენიმე მიზეზის გამო. რკინიგზა სერიოზულ რეორგანიზაციას და რეფორმირებას მოითხოვს. მისი ტექნიკური აღჭურვილობის დონე ჩამორჩენილია, მომსახურების დონე დაბალი, ცვეთა გაზრდილი. რკინიგზაში 13 ათასი ადამიანია დასაქმებული ბოლო 7 წლის განმავლობაში, გადაზიდვების მოცულობა 20 მილიონ ტონაზეა დაცემული, შრომის ნაყოფიერების დონე დაბალია, როცა იგივენაირად 13 ათას მომსახურე პერსონალზე, ბალტიის პირეთის ქვეყნებში 50 მილიონ ტონას ზიდავენ.



არსებობს პრივატიზების ევროპული და ამერიკული მოდელი. ამერიკული მოდელი ითვალისწინებს მთლიანად რკინიგზის პრივატიზებას, ამერიკული მოდელის გამოყენება საქართველოსთვის მიუღებელია. ჩვენთვის სავსებით მოსახერხებელია ის, რომ ინფრასტრუქტურა და ლიანდაგი სახელმწიფოს ხელში დავტოვოთ და ევროდირექტივების საფუძველზე შევქმნათ ჰოლდინგური კომპანია, სადაც გაერთიანებული იქნება ფინანსურად განხოლოებული სატვირთო სამგზავრო და დამხმარე ნაგებობების ორგანიზაცია და ეს გავუშვათ პრივატიზაციაში. ვფიქრობ, ეკონომიკის მინისტრის გამოსვლაში არ იყო დაკონკრეტებული, ის თუ რომელი ნაწილის პრივატიზაციას გეგმავს სახელმწიფო“- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.




ამასთან  სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებელის განცხადებით, აუცილებელია მარეგულირებელი ორგანოს შექმნა, რომელიც სარკინიგზო სფეროში კონკურენციას გააძლიერებს.



თუ ჩვენ დავიწყებთ მთლიანად სარკინიგზო აქტივების გაყიდვას, ადვილი წარმოსადგენია, რომ მას ჩრდილოელი მეზობელი დაესაკუთრება, რადგან ის უკვე ფლობს სომხეთისა და აფხაზეთის რკინიგზას და არის სატრანსპორტო მარყუჟის შემოვლების საშიშროება. რაც ბუნებრივია, საქართველოს პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას გამოიწვევს,“ - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.



კომერსანტი




მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up