„აუცილებელია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულები, მათ შორის რუსეთზე“

„აუცილებელია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულები, მათ შორის რუსეთზე“

access_time2019-07-02 10:00:04


„აუცილებელია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით ძალიან გაზრდილ ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულები, მათ შორის რუსეთზე,“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა  დავით მირცხულავამ განუცხადა.


საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად იზრდება. 2018 წელს 2016 წელთან შედარებით ზრდამ 215% შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 318%-ით გაიზარდა.



დავით მირცხულავას ინფორმაციით, ჩვენთან ელექტროენერგიის  მოხმარება ძალიან სწრაფად იზრდება, აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ელექტროენერგია ისევ დეფიციტური ხდება. როგორც მირცხულავა განმარტავს, ბოლო წლების მთავარი მიღწევა იყო ის, რომ დომინანტი იმპორტიორი  აზერბაიჯანი გახდა, ეს კი გაცილებით უფრო მაღალი ხარისხია ენერგოუსაფრთხოებისთვის.


მირცხულავას განცხადებით, არის გარკვეული თვეები, როდესაც ვერ ხერხდება აზერბაიჯანიდან შემოტანა. მათ შორისაა პერიოდი, როდესაც ენგურჰესი ინტენსიურად ივსება. ამ პერიოდში უნდა მოხდეს ან წყლის დაღვრა, ან  ენერგიის გატანა ან აზერბაიჯანიდან  შემომავალი ხაზების რემონტში იწყება.


„ამ შემთხვევაში იმპორტის საშუალება გვაქვს რუსეთიდან ან  თურქთიდან. ამ დროს ფასთა კონიუნქტურა განსაზღვრავს ყველაფერს,“  აღნიშნავს მირცხულავა.


მისი განმარტებით,ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა განპირობებულია ტურიზმის ზრდითაც. საშუალო გათვლებით, ერთი ტურისტი წლიურად 805კვტ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, მარტო ტურიზმი წლიურ ჭრილში მოხმარებას მილიარდანახევარი კვტ/საათით ზრდის. გარდა ამისა, მოსახლეობაშიც იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა - მაგალითად, კონდიცირება ზაფხულის სეზონზე.


როგორც მირცხულავა განმარტავს, ასეთ პირობებში მოსახლეობამაც რაციონლურად უნდა იფიქროს. არ შეიძლება ქვეყანაში გენერაციის ობიექტების მშენებლობა არ მიდიოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მკვეთრად გაზრდილ იმპორტზე დამოკიდებულები, მათ შორის რუსეთზე.



„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად იყოს ენერგოუსაფრთხო. შესაბამისად,  ელექტროენერგიის იმპორტი მაქსიმალურად მინიმიზირებული უნდა იყოს,“-აცხადებს მირცხულავა.


მისივე განმარტებით, აზერბაიჯანი ჩვენი გრძელვადიანი და ძალიან საიმედო პარტნიორია. ის უამრავ ობიექტს აშენებს. გამომდინარე აქედან, მას 2023 წლისთვის მას 1000-1200 მეგავატი ეკექტრენერგიის სიჭარბე ექნება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ დომინანტი ჩვენს იმპორტში  ისევ აზერბაიჯანი იქნება.


„რეალურად, მათთვისაც უნდა იყოს მიმზიდველი, რომ ჩვენი ჰიდროს ინტეგრირება მოხდეს აზერბაიჯანულ სისტემაში, რათა ორივე ენერგოსისტემამ ფასის მინიმიზაცია მოახდინოს. გარდა ამისა, აუცილებელია ჩვენი გენერაციის განვითარება, ჰიდროსადგურების მშენებლობა, წყალსაცავიანი ჰიდროსადგურების მშენებლობა, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ პერსპექტივა და იმპორტის ზრდის პროგნოზები არის ძალიან დიდი. ამის აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა ჩვენი საკუთარი რესურსით ჩანაცვლება. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჩვენნაირად ჰქონდეს ჰიდრორესურსები და მის ათვისებას საკუთარი საზოგადოება  ზღუდავდეს. ეს სწორი არ არის. უამრავი მეთოდია, რომ სოციალური და  გარემოსდაცვითი რისკების მინიმიზაცია მოხდეს. შესაბამისად, მოხდეს ახალი ტექნოლოგიებით ჰიდროსადგურების მშენებლობა,“ აღნიშნავს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი.


როგორც ცნობილია, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება. 2018 წელს 2016 წელთან შედარებით ზრდამ 215% შეადგინა. თუ 2016 წელს ქვეყანამ 478.9 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 1508.8 მლნ.კვტ.სთ შეადგინა.


რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, მართალია, 2016 წელთან შედარებით, 2018 წელს ჩრდილოეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა შემცირდა, თუმცა 2019 წლის 4 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 318%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის 4 თვეში საქართველომ რუსეთიდან 17.8 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, 2019 წლის 4 თვეში კი უკვე 74.4 მლნ.კვტ.სთ. მთლიანად იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელმა კი წელს 4 თვეში 613.9მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც მთლიანი მოხმარების 14% შეადგინა. (წყარო - ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი- ესკო)

 

იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა

 

2016 წელი - 478.9 მლნ.კვტ.სთ


2017 წელი - 1497.3 მლნ.კვტ.სთ


2018 წელი - 1508.8 მლნ.კვტ.სთ


2018 წლის 4 თვე - 542,0 მლნ.კვტ.სთ


2019 წლის 4 თვე - 613.9 მლნ.კვტ.სთ


რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა

2016 წელი - 369.2 მლნ.კვტ.სთ


2017 წელი - 452.2 მლნ.კვტ.სთ


2018 წელი - 206.5 მლნ.კვტ.სთ


2018 წლის 4 თვე - 17.8 მლნ.კვტ.სთ


2019 წლის 4 თვე - 74.4 მლნ.კვტ.სთ

 

 სოფო ქსოვრელი





#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

იპოთეკაზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაზრდილია - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
access_time2020-07-16 18:00:33
„იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა მკვეთრად,დაახლოებით 10-ჯერ გაზრდილია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.   მისი ინფორმაციით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ზრდაა როგორც სუბსიდირებულ სესხებზე, ისე იმ კრედიტებზე, რომლებიც სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდებიან.შედარება ხდება პანდემიამდე პერიოდთან.   ძნელაძეს უჭირს იმაზე საუბარი ეს ეფექტი გრძელვადიანი იქნება თუ არა, თუმცა,...

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“
access_time2020-07-16 14:00:33
„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს
access_time2020-07-16 12:20:23
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს. 2019...


მსგავსი სიახლეები

up