აუცილებელი მილი - როგორი შეიძლება იყოს „გაზპრომის“ და უკრაინის კომპრომისი

აუცილებელი მილი - როგორი შეიძლება იყოს „გაზპრომის“ და უკრაინის კომპრომისი

access_time2019-10-07 20:00:04


3 თვეა დარჩენილი გაზის ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე დაძაბული და რეზონანსული მოლაპარაკების დასრულებამდე - საუბარია ევროპაში გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით 2009 წელს ხელმოწერილი რუსულ-უკრაინული შეთანხმების გაგრძელებაზე.


2009 წელს უმძიმესი მოლაპარაკებების შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა - ვლადიმერ პუტინმა და იულია ტიმოშენკომ - ხელი მოაწერეს დოკუმენტს, თუმცა 2019 წელს, 19 სექტებერს გამართული კონსულტაციების შემდეგ, მხარეები არ გამორიცხვავენ, რომ ტრანზიტი შეთანხმების გარეშე გაგრძელდება.


შემოვლითი მარშრუტები


ბოლო 1 წლის მანძილზე ევროპის საგაზო მარშრუტი კარდინალურად შეიცვალა - 2009 წელს უკრაინული გაზსადენი იყო სატრანზიტო მონოპოლია - 2009 წელს რუსეთმა ევროპას 140 მლრდ. კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, საიდანაც 70%-მა სწორედ უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაში გაიარა.


2019 წელს უკრაინული მარშრუტის წილი შემცირდა 43%-მდე, ხოლო რუსული გაზის ექსპორტი რუსეთში გაიზარდა 201,8 მლრდ. კუბურ მეტრამდე.


შეიცვალა სიტუაცია ევროპაშიც - მკვეთრად შემცირდა კონტინენტის ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ გაზზე. 10 წლის წინ ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები საუბრობდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თითქმის 100%-ან დამოკიდებულებაზე „გაზპრომის“-ზე - დღეს კი ევროკავშირის ქვეყნების ენერგოსისტემების მდგრადობა ბევრად უფრო მაღალია და რუსული გაზის მიწოდების შეფერხება სერიოზულ პრობლემებს მხოლოდ ბულგარეთში შექმნის.


ბოლო წლების მანძილზე ევროპაში განვითარდა გაზსადენების დიდი და ფართი ქსელი, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს და აძლევს მათ საჭიროების შემთხვევაში სხვა მიმწოდებლებისგან გაზის მიღების საშუალებას.


ასე, რომ ევროპის გაზმომარაგებაში რუსეთის წილის - 35% -ია. დღეს ევროკავშირს აქვს საწვავის მიღების გაცილებით მეტი ალტერნატიული წყარო - ყოველ შემთხვევაში ევროპა ადვილად გადაიტანს რუსეთიდან გაზმომარაგების მოკლევადიან შეფერხებას, რომელიც შესაძლებელია მოსკოვსა და კიევს შორის გამწვავებული ურთიერთობებიდან გამომდინარეობდეს.


ამ სიტუაციაში შემცირდა ასევე უკრაინული ტრანზიტის მნიშვნელობაც - ის ხდება რუსული გაზის მიღების არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთ წყარო და შემოვლითი გაზსადენების ამოქმედების შემდეგ მას გააჩნია ძირითადად დამაბალანსებელი როლი.


ამიტომაც, დაძაბული მოლაპარაკებების დასრულების წინ, ევროპელი ტრეიდერები ინარჩუნებენ სიმშვიდეს, ბაზარზე არ შეინიშნება პანიკის ნიშნები.


ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებმა ასევე ცხადყო, რომ მხარეებიც უკვე დაღალა ამ დაუმთავრებელმა ჩხუბმა და ისინი მზად არიან კომპრომისისთვის.



ზამთარი ახლოსაა


როგორი შეიძლება იყოს შეთანხმება?


სტრატეგიულად ორივე მხარეს აქვს საკუთარი არგუმენტები. რუსეთს - თითქმის აშენებული „თურქული ნაკადი“ და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, უკრაინას - სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დააკისრა „გაზპრომს“ 2,56 მლრდ. დოლარის ოდენობის ჯარიმა სატრანზიტო შეთანხმების პირობების დარღვევის გამო.


ტაქტიკურად მხარეების პოზიციები თითქმის ერთნაირი - „გაზპრომს“ ჯერ არ მიუღია ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის დანიის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა, ხოლო გერმანიაში გაზსადენ OPAL -ის სიმძლავრეების ნახევარი, რომლის გამოყენებაც იგეგმებოდა, რუსეთისთვის აღმოჩნდა ბლოკირებული.


გამოდის, რომ მოსკოვს არ შეუძლია დღესვე აამოქმედოს ალტერნატიული მარშრუტები და მას სჭირდება უკრაინული ტრანზიტი, შესაბამისად, კიევი შეეცდება ამ საჭიროების კონვერტირებას თუნდაც საშუალოვადიან კონტრაქტში.


OPAL-ის ბლოკირება შეუქმნის განსაკუთრებულ პრობლემებს გაზპრომს ზამთარში, როდესაც ევროპაში გაზის მოხმარება მკვეთრად იზრდება.


„გაზპრომის“ უპირატესობებს შორის არის „თურქული ნაკადის“ დასრულებული პირველი ნაწილი და ევროპის გაზსაცავებში რუსული ბუნებრივი აირის უპრეცენდენტოდ დიდი მარაგი - 11 მლრდ. კუბური მეტრი.


40 მლრდ.-ის ტრანსპორტირება შესაძლებელია „თურქული ნაკადით“’ - ეს გაზი წავა თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, მაკედონიაში და რუმინეთში - სწორედ ეს ქვეყნებია ყველაზე მეტად დამოკიდებული უკრაინულ ტრანზიტზე.


თუმცა, სანამ არ აშენდება „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ზამთარში რუსეთს აკლდება ევროპაში დღეღამეში 100 მლნ. კუბური მეტრის ტრანსპორტირების სიმძლავრეები. ეს დიდი ციფრია, და საბოლოო ჯამში, უკრაინულ მარშრუტზე უარის თქმა არ გამოვა.


ახალი წესები


19 სექტემბრის შეხვედრაზე მხარეები ალაპარაკდნენ შესაძლო კომპრომისზე - უკრაინას შეუძლია თავის სიმძლავრეების გამოყენება მოკლევადიანი დაჯავშნისთვის და სხვა კლიენტების არარსებობის პირობებში, ერთადერთი მიმწოდებელი ამ პირობებში იქნება „გაზპრომი“.


ამისთვის, დარჩენილ რამდენიმე თვეში უკრაინა უნდა გადავიდეს მუშაობის ახალ წესებზე, კერძოდ, შექმნას ბაზრის დამოუკიდებელი ოპერატორი, რაც საკმაოდ რთული ტექნიკური და იურიდიული ამოცანაა, რომელიც უნდა შესრულდეს 1 დეკემბრამდე. ეს ადვილი არაა, თუმცა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში - სავსებით შესაძლებელია.


შემდეგ მოსალოდნელია უფრო სტაბილური და მდგრადი შეთანხმება ტრანზიტის პირობებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება 60 მლრდ. კუბური მეტრი 10 წლით - სავარაუდოდ, მომავალი კონტრაქტი იმოქმედებს 5 წელი, ხოლო გაზის რაოდენობა არ იქნება ფიქსირებული - ის იქნება დამოკიდებული სეზონზე და მოთხოვნაზე.


უკრაინული მარშრუტის უპირატესობა ისაა, რომ მილსადენს არ სჭირდება ხარჯების ამოღება - ის უკვე დიდი ხანია მუშაობს მოგებაზე,და მოითხოვს ხარჯებს მხოლოდ მუშა მდგომარეობის შენარჩუნებაზე - შესაბამისად, მას მოაქვს სუფთა მოგება ნებისმიერ პირობებში და ტრანზიტის ნებისმიერი ღირებულებით.


მისგან განსხვავებით რუსეთის ახალ გაზსადენებს სჭირდებათ გარანტირებული შევსება ინვესტიციების ამოღების მიზნით და მომგებიანობის ფიქსირებული ნორმა, რომელიც ყველა შემთხვევაში იქნება ნაკლები ვიდრე უკრაინული მილსადენის.


როგორც ჩანს, კომპრომისის აუცილებლობა ესმით მოსკოვშიც და კიევშიც. რუსეთი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამორიცხავდა უკრაინული მარშრუტის გამოყენებას, დღეს გაცილებით უფრო ფრთხილია - ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო დღეს იყენებს გაცილებით უფრო რბილ და ზოგად ფორმულირებებს გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით და არ გამორიცხავს „სხვადასხვა ვარიანტებს“.


შესაბამისად, თუ არ მოხვდა რაიმე საშინელება - რაც ასევე არაა გამორიცხული - სავარაუდოდ, საგაზო აპოკალიფსი ევროპაში მოსალოდნელი არაა.


უკრაინა შეძლებს დამატებითი მოგების მიღებას ტრანზიტისგან, „გაზპრომი“ კი მოიგებს დროს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობისთვის.


ევროპა კი მიიღებს სტაბილურობას გაზის მომარაგებაში და შესაძლოა გადახედავს ნეგატიურ დამოკიდებულებას ალტერნატიული მარშრუტების მიმართ.


rbc


თეგები:
გაზპრომი



ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს

ფეიხოა შესაძლოა საქართველოს მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდეს
access_time2020-08-07 12:20:36
საქართველოში ჩვენი რეგიონისთვის იშვიათი ხილის - ფეიხოას პლანტაციების რაოდენობა სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით პოპულარული ის სამეგრელოშია, სადაც თითქმის ყველა გლეხს საკარმიდამო ნაკვეთზე ფეიხოას რამდენიმე ბუჩქი მაინც აქვს. ეს ხილი ადგილობრივებს ძალიან მოსწონთ, მოთხოვნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც სწრაფად იზრდება. ფეიხოა საქართველოში პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, კერძოდ, აფხაზეთში და აჭარაში. 1940 ფეიხოას ნერგი 160 ჰექტარზე იყო დარგული,...

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა

გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა
access_time2020-08-07 09:55:14
გუშინ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა. შეკრება მიეძღვნა ექიმ ვარხტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გამოუცხადოს სრული სოლოდარობა და მხარდაჭერა დაკავებულ ექიმს. გამომსვლელებმა აღნიშნეს: 1. მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ. 2. წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასითს; 3. თავად ის ფორმა როგორც მოხდა...

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
access_time2020-08-07 10:00:35
2020 წლის 31 ივლისს „ავერსი-რაციონალმა“ კიდევ ერთ დიდწარმატებას მიაღწია – მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი. ამ მიღწევის შესახებ ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე გვესაუბრა: – GMP – Good Manufacturing Practice – გახლავთ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც გულისხმობს ფარმაცევტული საწარმოს ისეთ მოწყობას და ფუნქციონირებას, რომელიც სტაბილურად მაღალი ხარისხის, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების...

ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული

ეს სოციალური პაკეტი წინასაარჩევნოდ გათვლილი ჰქონდათ - რატომ იყო 2.5 მლრდ. ლარი სახელმწიფო ხაზინაში გადანახული
access_time2020-08-07 11:10:23
ქვეყანაში მიზნობრივი სოციალური დახმარებების „დრო გავიდა“ და ახლა მთავრობამ ფართო სოციალური ჯგუფების დახმარება უნდა დაიწყოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას...

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2020-08-07 10:00:52
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა, ამ სესხებზე მიღებული პროცენტები კი ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა. საქართველოს ბანკი „საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 560,199,101 ლარს შეადგენს. საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე დიდი...


მსგავსი სიახლეები

up