ბიზნეს სამყაროს ათწლეული

ბიზნეს სამყაროს ათწლეული

access_time2019-12-31 17:30:37

 მილიარდერის პირველი გამარჯვება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, ილონ მასკის და კაილი ჯენერის ტრიუმფები, და სტივ ჯობსის გარდაცვალება - Forbes-მა  ათწლეულის საკვანძო მოვლენები შეაჯამა.


10 წლის განმავლობაში,Forbes-ში   მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა  სია  1011-დან 2100-მდე გაიზარდა. მათ ჯამური ქონება  8.7 ტრლნ. დოლარს შეადგენს.სიის ფიგურანტების შემადგენლობა იცვლება - მხოლოდ 2019 წელს რეიტინგი დატოვა 247 ადამიანმა, ხოლო შეემატა - 195.


Forbes-ის შეფასებით, 2010-2019 წლებში ბიზნესის სამყაროში მთავარი მოვლენები იყო:


სტივ ჯობსის გარდაცვალება


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიის შემქნელი  2011 წლის 6 ოქტომბერს,  კიბოსთან 7 წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.


სილვიო ბერლუსკონის გადადგომა


მედიამაგნატი, რომელიც 1994-2011 წლებში იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, დიდი ხმაურის ფონზე გადადგა. მანამდე, 6 წლით ადრე ის   Forbes-ის მილიარდერთა სიაში შევიდა.მისი პოლიტიკური კარიერა სავსე იყო სხვადასხვა ხასიათის სკანდალებით, ის იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ლიდერი.


ილონ მასკი მილიარდერი გახდა 


2012 წელს ილონ მასკის ქონებამ ტესლას აქციების გაყიდვის შედეგად  2 მლრდ. დოლარს მიაღწია. შედეგად, ის მილიარდერთა სიაში მოხვდა.


2014 წელს ჯეკ მა გახდა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი - ეს მოხვდა ჩინური ინტერნეტ-გიგანტის ალიბაბას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამოსვლის შემდეგ.


ელიზაბეტ ჰოლმსის აღმოფრენა და დაცემა


ელიზაბეტ ჰოლმსმა მოახდინა რევოლუცია სისხლის ანალიზის დარგში, რის შედეგადაც მისი სტაპტაპი Theranos შეფასდა 9 მლრდ. დოლარად, თუმცა, 2106 წელს მისი ღირებულება შემცირდა 4 მლრდ.-მდე, ხოლო დღეს კომპანია უკვე გაკოტრებულია, თავად მეწარმე 2020 წელს წარსდგება სასამართლოს წინაშე თაღლითობის ბრალდებით.


დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება


უძრავი ქონების მაგნატი და ცნობილი სკანდალისტი დონალდ ტრამპის 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შედეგად გახდა აშშ-ს პირველი მილიარდერი-პრეზიდენტი.


კანადელი მილიარდერის და მისი მეუღლის მკვლელობა


2017 დეკემბერს კანადური ფარმაცევტული კომპანია Apotex-ს დამაარსებელი ბარი შერმანი და მისი მეუღლე თავიანთ სახლში  მოკლულები აღმოაჩინეს .იმის მიუხედავად, რომ მოკლულების ოჯახის წევრები იხდიან 10 მლნ. დოლარს ინფორმაციისთვის, რომელიც შეუწყობს ხელს მკვლელების დაკავებას, გამოძიებამ 2 წლის განმავლობაშ  ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია.


ჯერ ბეზოსი  მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი  გახდა


2018 წელს Amazon-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსის ქონება გაიზარდა 78 მლრდ-ით  და 160 მლრდ. დოლარი  შეადგინა. მან გაუსწრო კონკურენტს ბილ გეითსს  და  მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა.


კაილი ჯენერი - ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი


2019 წლის მარტში Forbes-მა  21 წლის კაილი ჯენერი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა. მისი კოსმეტიკური ბიზნესი - (Kylie Cosmetics და Kylie Skin)-ს ღირებულება  1,2 მლრდ. დოლარს შეადგენს.


forbes

თენგიზ აბლოთია

თეგები:
ბიზნესი



„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up