ატომური ენერგეტიკა ევროპამ ისევ შეიყვარა

ატომური ენერგეტიკა ევროპამ ისევ შეიყვარა

access_time2021-10-13 20:00:13

ენერგეტიკულმა კრიზისმა, რომელმაც გაზის და ნახშირის ფასები კატასტროფულად გაზარდა, ევროპაში ატომური ენერგეტიკის აღორძინების თაობაზე დებატები განაახლა.

 


ამ დროისთვის ევროკავშირში ელექტროენერგიის საბითუმო ფასი 1 მვტ.საათზე 100 დოლარს გადააჭარბა, გაზის კი 1000 კუბურ მეტრზე 1000 დოლარს.

 


შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ევროპის ქვეყნების მთავრობები მოსახლეობისთვის გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირებაზე დაფიქრდნენ და ეს მაშინ, როდესაც, პოსტსაბჭოთა სივრცისგან განსხვავებით, ევროკავშირში რიგითი მომხმარებლებისთვის ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე ბიზნესისთვის.

 


მეტიც - ვარიანტებს შორისაა ასევე რეგულირებადი ტარიფების შემოღების შესაძლებლობაც.

 


სწორედ ამ დროს ევროპელ პოლიტიკოსების ატომი გაახსენდათ. ატომური ენერგეტიკა, რომელიც საწვავის ფასზე დამოკიდებული არაა - შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია - მიიჩნევს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი.

 


მისი პოზიცია გასაგებია - სწორედ საფრანგეთი, რომლის ენერგოგენერაციის 70% სწორედ ატომზე მოდის, ამ დარგის მთავარი ლობისტია ევროპაში. თუმცა, ამის გარეშეც, შესაძლოა სწორედ ატომური ენერგეტიკა გახდეს დღევანდელ კრიზისში ერთადერთი რეალური გამარჯვებული.

 



ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილიონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის პასუხი ენერგოკრიზისზე კლიმატური ტრანსფორმაციის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. ამ კუთხით, სწორედ ატომური ელექტროსადგურები, СО2-ს ნულოვანი გამოყოფით, ყველაზე მეტად შეესაბამებიან ევროპის სტრატეგიას, რომლის მიზანიცაა „ნახშირბადური“ ნეიტრალიტეტის მიღწევა 2050 წლისთვის.

 


საფრანგეთის პოზიციას უკვე დღეს მხარს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა უჭერს. ატომურ ენერგეტიკას გაზზე დამოკიდებულების შემცირება მართლაც შეუძლია, მაგრამ ატომური ენერგია იაფი ვერ იქნება.

 


ბოლო 10 წლის მანძილზე ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის ღირებულება მესამედით გაიზარდა - მაღალი ტექნოლოგიების და საწვავის ფასებისგან დამოუკიდებლობის მიუხედავად, ატომური ენერგია ყველაზე ძვირია ენერგიის სხვა სახეობებს შორის - მისი ღირებულება მერყეობს 129-დან 198 დოლარამდე 1 მვტ.საათზე.

 


ახალი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას ბევრი დრო და ფული სჭირდება. იაპონიაში „ფუკუსიმაზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ, ატომური ენერგეტიკა ევროპაში კრიზისმა მოიცვა - პროგრამების დაფინანსება შემცირდა, მშენებარე პროექტები კი დაგეგმილ ვადებს რამდენიმე წლით ჩამორჩება, მათი ღირებულება მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა.

 


მაგალითად, საფრანგეთში ატომურ სადგური „ფლამანვილი-3“-ს ექსპლუატაციაში შეყვანამ 10 წლით გადაიწია, 2022 წლამდე. მშენებლობაზე დანახარჯები კი 270%-ით, 11 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა.

 


თუმცა, ატომური ენერგეტიკის მხარდაჭერა დღევანდელ პირობებში ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები თავიანთი პოლიტიკოსებისგან სწრაფ ქმედებებს მოითხოვენ.

 


იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი კრიზისის ფონზე ატომური ენერგეტიკა „მწვანე“ სტატუსს მიიღებს, ეს ახალ პროექტებს როგორც მინიმუმ იაფ დაფინანსებასთან წვდომას გაუხსნის.

 


მოძრაობა ამ კუთხით უკვე დაიწყო - საფრანგეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, ხორვატიის და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოაქვეყნეს ერთობლივი სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ატომური ენერგეტიკის აღდგენა.

 


„გაზზე და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა ნათლად აჩვენებს, რამდენად აუცილებელია სხვა ქვეყნებზე ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულობის შემცირება. ცალსახაა, რომ დაძაბულობა ენერგომატარებლების მიწოდებაში მომავალში სულ უფრო ხშირი მოვლენა იქნება, ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ატომურ ენერგეტიკას შეუძლია დაგვიცვას ფასების მერყეობისგან. თანაც, ატომური ენერგეტიკა დიდ როლს შეასრულებს კლიმატის დაცვაში“, - მიაჩნიათ მიმართვის ავტორებს.

 


kommersant.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up