გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსოფლიოში, ათწლეულების შემდეგ, ბირთვული დაპირისპირების რისკი დაბრუნდა.
„ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა არის თვითმკვლელობა“, - განაცხადა გუტერეშმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ის რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას გამოეხმაურა.
გენერალური მდივნის თქმით, გაერო მხარს უჭერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აღნიშნულ ატომურ ელექტროსადგურზე სტაბილიზაციის პირობების შექმნისკენ.
https://www.interpressnews.ge/