„ათობით წელი დასჭირდება ჩვენს ბიზნესს, რომ 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდეთ“ - ავტო-იმპორტიორთა ასოციაცია

„ათობით წელი დასჭირდება ჩვენს ბიზნესს, რომ 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდეთ“ - ავტო-იმპორტიორთა ასოციაცია

access_time2021-02-08 15:40:00

,,ვითხოვთ მინიმალურ შეღავათებს იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი ოჯახები და ბიუჯეტში შევიტანოთ ფული“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ლაშა დარბაისელი, ამბობს, რომ ძალიან ბევრმა კომპანიამ ოპერირება შეაჩერა. მისი თქმით, არის რეგულაციები, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს.

,,კოვიდ19-მა საავტომობილო ბიზნესზე უდიდესი, ნეგატიური გავლენა მოახდინა. მკვეთრად არის შემცირებული იმპორტირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა, რის პარალელურადაც, ძალიან ბევრი ავტოიმპორტიორი კომპანია აჩერებს ოპერირებას. რეალურად, ბაზარი დღეს დაკეტილი და კლიენტისთვის ხელმიუწვდომელია. ამას ყველაზე უკეთ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს. შემცირება გვაქვს ყველა მიმართულებით.

6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სახელმწიფომ გაგვიკეთა შეღავათი იმ კუთხით, რომ გაგვიხსნა საზღვარი და დაგვრთო ნება, რომ კლიენტები საზღვრიდან შემოგვეყვანა, მაგრამ მთავარი ბაზრის გახსნაა, რომელიც ჯერ ისევ დახურულია. ნებისმიერმა ავტო იმპორტიორმა რომ შემოიყვანოს საზღვრიდან კლიენტი, წარმოიდგინეთ ის უნდა მიიყვანოს სახლში სხვა ადამიანთან, რომელიც ყიდის მანქანას, რადგან ავტო ბაზრობა კვლავ დახურულია. როცა ეკონომიკის სამინისტროსთან მიდიოდა მოლაპარაკებები, ჩვენ საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაცია ვითხოვდით ამ შეღავათს, რაც ვერ მივიღეთ. არადა, რუსთავის ავტობაზრობა უზარმაზარი, ღია სივრცეა და ინფიცირების რისკი მინიმალურია. ათობით წელი დასჭირდება ჩვენს ბიზნესს, რომ 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდეთ. არ ვგულისხმობ მხოლოდ ავტომობილების იმპორტს. აქ ვსაუბრობ, ავტონაწილების (ე.წ. დაშლილების) ბიზნესი, ასევე სახელოსნოებზე. ათი ათასობით ოჯახზე.

ამასობაში, დიდმა კომპანიებმა, რომელსაც პანდემიამდე ჰქონდათ ონლაინ პლატფორმები, ძალიან დიდი მოგება ნახეს. ეს ზრდა, წმინდად იყო ჩვენი, მცირე და საშუალო კომპანიების ხარჯზე, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ აღარ გვაქვს რეალიზაცია და ჩვენი კლიენტურაც აითვისეს“, - აცხადებს დარბაისელი.

მისივე თქმით, მყისიერი დახმარების გარეშე, ეს ბიზნესი მოკვდება და რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს ამ ნიშას.


„ეკონომიკის სამინისტროს და პარლამენტს უკვე მეორედ მივმართეთ წერილით, პირველზე პასუხი რომან კაკულიასგან მივიღეთ, რომ ჩვენ საქართველოს ავტო იმპორტიორებს უნდა გაგვეთვალა კორონასგან გამოწვეული ეკონომიკური რისკები. არადა, დიდი ქვეყნების ეკონომიკებმა და მსოფლიოში ყველაზე დიდმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ამ რისკების გადაზღვევა. ახლა, ვითხოვთ 1 000 ლარიანი ჯარიმების განულებას, პირველი მაისი შედეგ შემოყვანილი ავტომობილებისთვისაც განბაჟების ვადამ გადაიწიოს 2021 წლის ბოლომდე. ჩვენ ვიყავით ძალიან დიდი კონტრიბუტორი ბიუჯეტში და თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ეს ბიზნესი მოკვდება და რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს ამ ნიშას, რომლის ბრუნვაც ასეულობით მილიონი დოლარია. ჩვენ ვავსებდით სახელმწიფო ხაზინას. წლების განმავლობაში ჩვენ არ გვითხოვია შეღავათები, ახლა ვითხოვთ მინიმალურ შეღავათებს იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი ოჯახები და ბიუჯეტში შევიტანოთ ფული“, - განაცხადა დარბაისელმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა საავტომობილო ბიზნესი. შემცირდა როგორც შიდა რეალიზაცია, ასევე რეექსპორტიც. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბაზარმა 2020 წელს 404,1 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი 44.8%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ რეექსპორტიდან შემოსავალი 732,8 მლნ დოლარი იყო.


BPN.GE







LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up