ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა იგეგმება

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა იგეგმება

access_time2020-01-15 23:00:34

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა იგეგმება.

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მუშაობა უკვე დაასრულა.

 

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ფოჩხიძემ განაცხადა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები ხუთი ათასიდან 45 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.

 

დოკუმენტით გათვალისწინებულია, როგორც გეგმური, ისე არაგეგმური შემოწმებები.

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, ატმოსფერულ ჰაერში ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის ხუთჯერ გადამეტების შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია განისაზღვრება ხუთი ათასი ლარის ოდენობით, ხუთიდან 10-ჯერ გადამეტების შემთხვევაში – 15 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 10 ჯერზე და მეტი რაოდენობით ზღვრულად დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 45 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები შესაბამისი რაოდენობის გათვალისწინებით განისაზღვრება“, – აცხადებს გრიგოლ ფოჩხიძე.

 


„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ გარდა, ცვლილებები „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონშიც იგეგმება.

 

კერძოდ, ცვლილებები კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით აბინძურებს, თვითმონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ავალდებულებს.

 

კანონპროექტის მიხედვით, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს დაქვემდებარებულ საქმიანობებს ტექნიკური გადაიარაღებისთვის ვადა 2021 წლის პირველ იანვრამდე მიეცემათ.

 

„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება მხოლოდ გარემოს დაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულ იმ საქმიანობებს და სუბიექტებს, რომლებიც ახდენენ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებას. კერძოდ, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებული კომპანიები და სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, თვითმონიტორინგი აწარმოონ, უწყვეტ რეჟიმში განახორციელონ მონიტორინგი ზღვრულად დასაშვები ნორმების გადამეტებასთან მიმართებაში. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები განისაზღვრება პირველ ჯერზე 10 ათასი ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში, 20 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მესამეჯერ დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია 40 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება.

 

თვითმონიტორინგზე საკანონმდებლო პაკეტში ჩაწერილი ნორმის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2021 წლის პირველი იანვარი გამომდინარე იქიდან, რომ ყველა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულ საქმიანობებს მიეცეთ გონივრული ვადა, რათა მოხდეს მათი გადაიარაღება და შესაბამისი მოწყობილობის შეძენა, რომელიც თვითმონიტორინგს უზრუნველყოფს“, -განმარტავს გრიგოლ ფოჩხიძე.

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ჯერ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანო ორ კანონში შესატან ცვლილებებს სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

 

 

1tv





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up