ატლანტიკო - ბრიუსელში იციან, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოსთან შედარებით მხოლოდ დანიას აქვს ინვესტიციებისთვის უკეთესი გარემო?

ატლანტიკო - ბრიუსელში იციან, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოსთან შედარებით მხოლოდ დანიას აქვს ინვესტიციებისთვის უკეთესი გარემო?

access_time2020-07-01 13:11:16

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო ალბანეთს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარების პირობით, საქართველოს კი არა მხოლოდ ალბანეთთან შედარებით აქვს ბევრად უკეთესი შედეგები, არამედ კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, ევროკავშირის მასშტაბით “კლასში საუკეთესოა”,- გამოცემა ,,atlantico” სტატიას სახელწოდებით ,, ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ“ აქვეყნებს.


ავტორი, ქრისტოფ-ალექსანდერ პეილარდი კითხვას სვამს, იციან თუ არა ბრიუსელში, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოსთან შედარებით მხოლოდ დანიას აქვს ინვესტიციებისთვის უკეთესი გარემო.


სტატიაში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, რომელსაც საფრანგეთმა, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუჭირა მხარი.


,,ევროკავშირი (EU) ახალ კრიზისს ებრძვის, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მოულოდნელობითა და ძალადობრივი ხასიათით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა არასწორად გააკრიტიკა ჯანდაცვის მიმართულებით დაგვიანებული რეაგირებისთვის და უგულებელყო მისი რეალური ძალა ამ სფეროში, ახლა, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის დროს, სწორედ ევროკავშირი წარმოადგენს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც ძირითადი პასუხისმგებლობები ეკისრება ეკონომიკურ სფეროში. მრავალი დამკვირვებელი კი თვლის, რომ გრძელვადიან პერიოდში მისი გადარჩენის საკითხი შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. საბოლოო ჯამში, რომ განვმარტოთ, ევროკავშირს მისი წევრი სახელმწიფოები ქმნიან. ამ თვალსაზრისით, მას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ფრანგულ-გერმანულ უთანხმოებაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში (გერმანიის ცალმხრივი გაყვანა ბირთვული ენერგიიდან, საბერძნეთის საქმეში დახმარების გაწევის ოპონირება სუვერენული კრიზისის დროს, მიგრაციის კრიზისი, Brexit-თან დაკავშირებით უთანხმოება), რაც მისი დასუსტების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ან რა შეიძლება ითქვას ევროპული სულის ეროზიაზე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურთა მხრიდან, რომლებმაც, წინა თაობისგან განსხვავებით, იცოდნენ მე-20 საუკუნის ტრაგედიების შესახებ და ისიც, თუ როგორ ეფიქრათ მომავალზე? ნიშნავს ეს იმას, რომ ევროკავშირს ვერ გააკრიტიკებენ? ნამდვილად არა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც, სამართლიანი მოპყრობის თვალსაზრისით, იგი ორმაგ სტანდარტებს ექვემდებარება. ნება მიბოძეთ, ამის ორი მაგალითი მოვიყვანო. პირველი მაგალითი არის ევროზონის ბიუჯეტის საკითხი. ბევრს უკვირს ნიდერლანდების წინააღმდეგობა საბიუჯეტო ფედერალიზაციასთან დაკავშირებით.



ეს შეუთავსებლობა კონკრეტული მომენტიდან გამომდინარეობს: 2003 წელს, გერმანიისა და საფრანგეთის მიერ სტაბილურობისა და ზრდის პაქტის დაცვაზე უარის თქმა. კომისია, იმ დროიდან მოყოლებული ვერ ახერხებს, აიძულოს საფრანგეთს საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება. „მცირე“ სახელმწიფოების მხრიდან დიდი ზეწოლის პირობებში და ევროპული წესებისა და სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიმართული კომისიის ტოლერანტობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ფონზე, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ „საფრანგეთი განსხვავებულია“. ამით, კომისიამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ევროპულ წყობას, რომლის ფედერალური არსი გულისხმობს ,,დიდი" სახელმწიფოების ძალაუფლების შემცირებას ,,პატარა" -ს მიმართ. უსამართლობისთვის საფუძვლის ჩაყრით ევროკავშირმა საკუთარ თავს სერიოზული ზიანი მიაყენა. მეორე მაგალითი არის გაფართოების საკითხი. ამ შემთხვევაშიც, ორმაგი სტანდარტი ძვირად დაუჯდა ევროკავშირს. გავიხსენოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც საბერძნეთი გაწევრიანდა ევროკავშირში 1981 წელს; ვალერი ჟისკარ-დ'ესტენმა შესანიშნავი ოსტატობით უგულებელყო ყველა ევროპული წესი და პირობა და განაცხადა, რომ ”ჩვენ არ ვთამაშობდით პლატონს მეორე დივიზიონში”. აქვე შეგვიძლია, აღვნიშნოთ ევროს ვალუტაზე გადასლა რამდენიმე ქვეყანაში - იტალია, საბერძნეთი - სადაც აშკარად არ აკმაყოფილებდნენ ევროზე გადასვლის კრიტერიუმებს და სამწუხარო შედეგები მოყვა.


გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს ორმაგი სტანდარტი არ გამქარალა. ამრიგად, წევრმა სახელმწიფოებმა, საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მწვანე შუქი მისცეს ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებასთან დაკავშირებებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა მრავალი პირობით. ალბანეთის შემთხვევაში, ეს მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას და კორუფციის წინააღმდეგ უკეთეს ბრძოლას. დასაშვებია აქვე იმის აღნიშვნა, რომ კიდევ ერთი სახელმწიფო, საქართველო, ევროპეიზმისკენ მიიწევს, როგორც მმართველი ელიტის, ისე მოსახლეობის დონეზე? საქართველოს არა მხოლოდ ბევრად უკეთესი შედეგები აქვს ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედარებით, არამედ, მეტწილად, ევროკავშირის ,,კლასში საუკეთესო," ერთი მხრივ, კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით, ხოლო, მეორეს მხრივ, ეკონომიკის კუთხით. იციან ბრიუსელსა თუ კანცელარიებში, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, ევროკავშირში მხოლოდ დანიაშია საწარმოსა და ინვესტიციებისთვის უკეთესი გარემო, საქართველოსთან შედარებით? რაც შეეხება დემოკრატიას, საარჩევნო რეფორმას, რომელიც ახლა განიხილება, მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დასკვნა ერთია: ევროპული პროექტი არის ძალიან მყიფე, რომ წესებიდან და პრინციპებიდან ნებისმიერი სახის გრძელვადიან გადახრას გაუძლოს. გამონაკლისი კი უნდობლობის გაღვივებაა, რაც აშკარად ხელს უშლის მის წინსვლას”,- ნათქვამია სტატიაში.






თეგები:
ატლანტიკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up