აშშ-ის ქალაქ ატლანტის პოლიციის უფროსი, ერიკა შილდსი სამართალდამცველების მიერ ახალგაზრდა აფროამერიკელისმკვლელობის გამო გადადგა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შილდსი თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა, მანამდე კი პოლიციაში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი ჰქონდა. მისი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზე მაიორმა კეიშა ლანცე ბოტომსა გააჟღერა.
მისი თქმით, შილდსს უნდა, რომ ატლანტა აშშ-ში მნიშვნელოვანი რეფორმების მაგალითად იქცეს და გადადგომა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. შილდსი ასევე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში სამართალდამცველების მიმართ ნდობა აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
27 წლის რეიშარდ ბრუკსი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. დაკავებისას მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სასიკვდილოდ დაჭრეს. ინციდენტს ატლანტაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ინციდენტში მონაწილე ორივე სამართალდამცველი გაათავისუფლეს, თუმცა მკვლელობას ქვეყანაში მორიგი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მანამდე კი აშშ-სა და მსოფლიოს ბევრ ქალაქში პოლიციელების მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასაპროტესტებდნენ.
Imedinews