”ათეულობით ბიზნესი ზეწოლასა და წნეხს განიცდის, ეს დამოკიდებულება უნდა დასრულდეს”

”ათეულობით ბიზნესი ზეწოლასა და წნეხს განიცდის, ეს დამოკიდებულება უნდა დასრულდეს”

access_time2017-07-24 12:00:31

 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ფადი ასლი ქვეყნის მთავრობას ულტიმატუმს უყენებს. მან ტელეკომპანია „პირველთან“ მოთხოვნების მიზეზებზე ისაუბრა.

 

მისი განმარტებით, შემოსავლების სამსაუხრმა 2 წლის წინ საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრ კომპანია „გიგანტს“ საბანკო ანგარიშები დაუყადაღა, ხოლო მას შემდეგ, რაც პალატამ ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს, წერილი მისწერა, რომელშიც მომხდარზე პასუხს ითხოვდნენ, „გიგანტის“ აქტივები გაიყინა.

 

ფადი ასლი მიიჩნევს, რომ საქმის სასამართლოში წაღებას აზრი არ აქვს, რადგან ქართული მართლმსაჯულება დღეს კონტოლირებადია. როგორ მან TV პირველთან განაცხადა,  იმ შემთხვევაში, თუ „გიგანტის“ პრობლემა ოქტომბრამდე არ მოგვარდება, რადიკალურ ზომებს მიიღებს.

 

– „გიგანტი“ ჩვენი წევრი კომპანიაა. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანიის საბანკო ანგარიშები გაყინულია. მიზეზი კომპანიისთვის უცნობია. ჩვენ ყველა გზით ვცდილობთ, ამ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოხსნას მივაღწიოთ. პრემიერისგან მივიღეთ ეს პირობა 2016 წლის იანვარში. არაფერი მომხდარა. იმ პერიოდში ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია იყო. ისიც დაგვპირდა პრობლემის მოგვარებას, თუმცა მასაც არაფერი გაუკეთებია. შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი იანვარში გამართულ ინვესტორთა საბჭოზე დაგვპირდა, რომ შეისწავლიდა ამ საკითხს, თუმცა ამის შემდეგ მისგან არაფერი გვსმენია. შემდეგ მივმართეთ ბატონ ქუმსიშვილის წერილით და მოვითხოვეთ კონკრეტული პასუხის დაბრუნება, თუ რატომ არის „გიგანტის“ საბანკო ანგარიშები დაყადაღებული. ასევე ავუხსენით, რომ 2 წლით საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება ძალაუფლების გადამეტების უტყუარი ნიშანია.

 

პასუხი მივიღეთ 15 დღის შემდეგ. ამჯერად კომპანია „გიგანტის“ აქტივები დააყადაღეს. ამით ცხადი გახდა, რომ არავის სურს კომპანიის საქმის შესწავლა და პრობლემის მოგვარება.

 

– სასამართლოში გადაინაცვლა საქმემ, თუ შემოსავლების სამსახურთან მიდის დავა?

– მხოლოდ შემოსავლების სამსახურთან. კომპანია „გიგანტი“ ითხოვს, რომ შემოსავლების სამსახურში მოხდეს მისი საქმიანობის მოსმენა და გაირკვეს, რა მიზეზითაა დაყადაღებული მისი საბანკო ანგარიშები, თუმცა მისთვის პასუხის გასაცემად ვერავინ იცლის. შემოსავლების სამსახურში „გიგანტს“ ამ დრომდე 20-მდე წერილი აქვს გაგზავნილი, თუმცა არც ერთზე პასუხი არ მიუღია. ამდენად, ჩვენთვის ცხადია, რომ ვიღაცას ამ კომპანიის განადგურება სურს. შეიძლება, კონკურენტები ცდილობენ ამას, შეიძლება, ვინმეს პერსონალური პრობლემა აქვს ამ კომპანიასთან და მის მფლობელებთან. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ძალაუფლების გადამეტება დაუშვებელია.

 

– რატომ არ მიდის კომპანია „გიგანტი“ სასამართლოში შემოსავლების სამსახურის მიერ ძალაუფლების გადამეტების წინააღმდეგ?

 

– სასამართლო შემოსავლების სამსახურზე უკეთესი არაფრითაა. ის დღეს კონტროლირებადია, თუმცა არ ვიცი, ვის მიერ. „გიგანტს“ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს შემოსავლების სამსახურს უჩივლოს, მაგალითად, შვეიცარიის სასამართლოში, ამას სიამოვნებით იზამდა და საქმეს მოიგებდა კიდეც. მაგრამ ჩვენ ვურჩევთ მას, რომ არ უჩივლოს შემოსავლების სამსახურს საქართველოში, რადგან მთავრობას არ უჭირს სასამართლოს გაკონტროლება. როგორ გგონიათ, „გიგანტის“ სასარგებლოდ სასამართლო განაჩენს მთავრობის წინააღმდეგ გამოიტანს? ის საერთოდ არ იწვევს ნდობას.

 

– სად ხედავთ გამოსავალს, რა პერსპექტივა აქვს კომპანიას და რა გავლენას ფლობს შემოსავლების სამსახური ბიზნესზე?


 

– „გიგანტის“ თანამშრომელთა რაოდენობა, პრაქტიკულად, განახევრდა. მთავრობას სურს, მოკლას ეს კომპანია. ჩვენ კი ვიცავთ ჩვენს წევრ კომპანიებს და ვიბრძვით მათთვის. ისევე ვიბრძოლებთ „გიგანტისთვის“, როგორც ვიბრძოლეთ დიდი საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომელთაც პრობლემები შეექმნათ. ასეთები კი იყო BAT, Philip Morris და Tera Bank. არ გავჩედრებით და ამ საქმეს საერთაშოისო ასპარეზზე გავიტანთ. ვპირდები მთავრობას, ისე შევარცხვენ „გიგანტის“ საქმის გამო, როგორიც არასდროს ყოფილან.

 

– დიმიტრი ქუმსიშვილისგან მიიღეთ რაიმე პასუხი?

 

– ჯერ მხოლოდ 1 კვირაა, რაც ბოლო წერილი გავგზავნეთ. 3 კვირის წინ გაგზავნილზე კი პასუხი არ მიგვიღია. მაგრამ ვნახეთ, რომ „გიგანტის“ აქტივები გაიყინა ეს ჩავთვალეთ ოფიციალურ პასუხად. თუ ბატონი ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ასე უნდა კონსტრუქციული დიალოგის წარმოება, მაშინ ჩვენც მის წესებს გავითვალისწინებთ.

 

– რას გულისხმობთ საქართველოს მთავრობის შერცხვენაში?

 

– მივაღწევ იმას,რომ ყველა პარტნიორი ქვეყანა მთავრობას ამ პრობლემაზე ესაუბრებოდეს. ყველა არსებულ, თუ პოტეციურ ინვესტორამდე მივიტან ამ პრობლემას.

 

– ვიცით თქვენი დამოკიდებულება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. თქვენ მას ბიზნესისთვის სანდო ადამიანად მიიჩნევთ. რატომ არ რეაგირებს ის ამ პრობლემებზე?

 

– გიორგი კვირიკაშვილი ფანტასტიური ადამიანია. ნამდვილად ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წაწიოს, თუმცა, სამწუხაროდ, მას არ აქვს პოლიტიკური ძალაუფლება. არ აქვს პროცესებზე კონტროლი, რომელსაც მთავრობის გარეთ, ან შიგნით მყოფი ადამიანები მართავენ. პრემიერი მათ ვერ აკონტროლებს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილთან არიან ანგარიშვალდებულები. შესაბამისად, თავს პრემიერზე მაღლა გრძნობენ. მისგან ინსტრუქციების მიღებას არ აპირებენ და თავიანთ განგსტერულ საქმიანობას აგრძელებენ.

 

არ შეიძლება ცალი ხელით ქვეყანაში ინვესტორებს ეპატიჟებოდე და მეორეთი ანგრევდე ბიზნესებს. ამას არ ავიტანთ. ამგვარად, თუ ეს საკითხები ოტომბრამდე არ მოგვარდება, ჩვენ საერთაშორისო სავაჭრო პალატის 6 მილიონ წევრ ინვესტორთან ოფიციალურ ნოტას გავგზავნით და გავაფრთხილებთ იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოში ბიზნესის წარმოებას ახლავს თან.

 

– ულტიმატუმს უყენებთ მთავრობას?

 

– თუ ოქტომბრის პირველი კვირისთვის ეს პრობლემები მოგვარებული არ იქნება, მსოფლიოში ყველა ინვესტორი გაიგებს საქართველოში ბიზნეს კლიმატის პრობლემების შესახებ. ეს საკმარისზე მეტი დროა მთავრობისთვის, რომ სადავეები საკუთარ ხელში აიღოს, ან გადადგეს, თუ მართვა არ შეუძლია.

 

– რას გულისხმობთ, როდესაც პრობლემების მოგვარებას გულისხმობთ? ეს მხოლოდ „გიგანტს“ ეხება?

 

– ეს მხოლოდ „გიგანტს“ არ ეხება. ათეულობით კომპანია, რომლებიც ზეწოლასა და წნეხს განიცდიან. ეს დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ უნდა დასრულდეს. ხალხი, რომელიც დღეს ამ პროცესებს მართავს, უნდა დაისაჯოს და საერთოდ ჩამოშორდეს ყველაფერს.

 

ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასამართლოს დღეს სერიოზული პრობლემები აქვს. „საერთაშორისო სავაჭრო პალატამ“ ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ ერთად პირველმა დაიწყო ღიად ამაზე საუბარი. როდესაც 2017 წლის მარტში ეს თემა გავხსენით, სასამართლოები გამოვიდნენ და თქვეს, რომ მათ რეპუტაციას ვლახავდით. დღეს ყველა თანმხდება, რომ სასამართლო არასანდო ინსტიტუტია.

 

bpi.ge




გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება

სილქნეტის ქსელში ჩართულ ახალ აბონენტს ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები უპრეცედენტო ფასად გაუაქტიურდება
access_time2020-02-17 13:30:48
დღეიდან სილქნეტის ოტიკურ ქსელში ჩართულ აბონენტს, სპეციალურ ფასად ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალური პაკეტები გაუაქტიურდება: ტელევიზია:  239 არხი - პაკეტი  პრემიუმ + ინტერნეტი:  100 მბ/წმ სიჩქარე  - პაკეტი  Formula 1 აქციის ფარგლებში, თბილისში პაკეტის ღირებულება შეადგენს თვეში 55 ლარს 6 თვით, ხოლო რეგიონში -თვეში 34 ლარს 1 წლის ვადით.  ...

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს

BAG-ში „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს
access_time2020-02-17 12:55:19
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. შეხვედრას გაუძღვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია. შეხვედრის ფარგლებში...

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა

უბისა-შორაპანის მშენებელ ჩინურ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
access_time2020-02-17 13:29:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია...

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მართვას კომპანია Cepsa განახორციელებს-პროექტის შედეგად,საქართველოში საწვავი შესაძლოა 15-20%-ით გაიაფდეს
access_time2020-02-17 16:00:53
შპს „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte & Touche ყულევის მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ. საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ამ სფეროს მსოფლიოს არაერთი ლიდერი კომპანია მიიღებს. „ფაზის ოილის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გია...


მსგავსი სიახლეები

up