ირაკლი ხმალაძე  განმარტავს, რატომ არ გამოასწორა 6 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ  წინა ხელისუფლების დროს გაუქმებული რეგულაციები

ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რატომ არ გამოასწორა 6 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ წინა ხელისუფლების დროს გაუქმებული რეგულაციები

access_time2019-01-18 18:00:30

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე  განმარტავს, რატომ არ გამოასწორა 6 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობამ  წინა ხელისუფლების დროს გაუქმებული რეგულაციები, რომელიც ექსპლუატაციას ეხებოდა.  მისი განცხადებით, 2009 წელს მოხდა კანონში ცვლილება, რომლის შედეგადაც მოხდა ამ სეგმენტის დარეგულირება. კერძოდ, დღეს ექსპლუატაცია მიუღებელ შენობაში შეიძლება შესახლება.


„ამის შემდეგ მივიღეთ ასეთი რეალობა, რომ დღეს რამდენიმე ათეული ათასი ოჯახი ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში ცხოვრობს. ეხლა ამ რეგულაციის შეტრიალება გამოიწვევს იმას, რომ ამდენი ოჯახი რეგულაციასთან წინააღმდეგობაში მოვა. ასე მარტივად შეტრიალება, რომ თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააუქმა, თქვენ რატომ არ აღადგინეთ, არ შეიძლება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ გაუქმებას მოჰყვა თავისი შედეგები. ათეულობით ათასი ოჯახი ცხოვრობს ექსპლუატაციაში მიუღებელ ბინებში. წარმოიდგინეთ ეს რომ კანონში ჩავწეროთ და უცებ ეს ხალხი უკანონო მაცხოვრებელი გავხადოთ, ეს როგორ უნდა გააკეთო? “-აღნიშნავს ხმალაძე.


საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2019 წლის 16 იანვარს თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. თბილისის მერი კახა კალაძე 18 იანვარს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლოატაციაში მიღების საკითხს და კორუფციულ სქემას დაუკავშირეს.


თბილისის მერმა  განმარტა, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლოატაციაში მიღებასთან. რაც შეეხება კანონს, რომელიც განსაზღვრავს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას, კალაძემ ბრიფინგზე „ არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონზე და იმ ნორმებზე ისაუბრა, რომელიც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე მასში ცხოვრების უფლებას გულისხმობს.


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2006 წელს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ კანონში იყო მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც, აკრძალული იყო იმ შენობა-ნაგებობაში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო ექსპლუატაციაში.



„იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდიან და ცდილობენ პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს შეიტანეს ცვლილება და ეს მეხუთე მუხლი საერთოდ ამოიღეს. ანუ დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის რუსთავი ორის მფლობელი პარტია და დღეს ჩვენ გვდებს ბრალს, თითქოს ეს არის რაღაც კორუფციული სქემა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში.


ამ ხსნის განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ეს არის რეალური პრობლემა, გვყავს ათი ათასობით ოჯახი, გვაქვს ათასობით შენობა, რომელიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში და იქ ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. ეს ხდება იმ ცვლილების შედეგად, რომელიც ზუსტად ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელა. მათ ბევრი რეგულაცია აქვთ ამოღებული და შედეგი გვაქვს სახეზე - რა მდგომარეობაშია დედაქალაქი, დამსახურებაა ნაციონალური მოძრაობის, რომ გააუქმეს რეგულაციები, ამოიღეს კანონიდან მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები, რომელიც განსაზღვრული იყო ”-აღნიშნავს კალაძე.


დედაქალაქის დღევანდელ მერს თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ უპასუხა.

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანის, გიგი უგულავას  განმარტებით, 2009 წელს საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობდნენ. დედაქალაქში ათი ათასობით ასეთი ადამიანია, განსაკუთრებით კი დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ მათ შორის სახელწიფო საკუთრებაშიც და ვერ ირეგისტრირებენ ფართს, ამიტომ ვერ შეჰყავდათ კომუნალური სერვისები.


თუ მაინცდამაინც ეს კანონი არ ვარგოდა, 7 წელიწადია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, 3 წელიწადი ბატონი ნარმანია მერი იყო და დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაშია ასტრონომიულ ხელფასზე დანიშნული. მასაც შეეძლო, თუ მაინცდამაინც ცვლილებაა საჭირო. მაგრამ აქ ცვლილება არ არის საჭირო, აქ პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი საბაზისო და ერთადერთი ინსტინქტი არის გაიშვიროს ხელი წინამორბედისკენ; გაიშვიროს ხელი ნებისმიერი ადამიანისკენ, ოღონდ კი თვითონ არ იყოს პასუხისმგებელი რამეზე. და როდესაც ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე, ის ხელისუფლება ვერასდროს მოგვიტანს ჩვენ სიკეთეს, ვერასდროს მოუტანს კახი კალაძე სიკეთეს თბილისელებს, იმიტომ, რომ ერთი დღეც კი ვერ გაძლო პოლიტიკური კინკლაობის და პოლიტიკური გადაბრალების გარეშე, - ამბობს უგულავა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 







თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up