სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირდება

სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირდება

access_time2019-08-14 13:35:46

სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირდება. სიახლეს განათლების კომპლექსური რეფორმა ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება.


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბლოკჩეინ-კომპანია Input Output HK Ltd-ს (IOHK) ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც პროექტის დეტალები განიხილა.


„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირების პროექტი. ეს პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით ახორციელებს, გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას. სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებლისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე განხორციელდება, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში და „ციფრულ სამყაროსთან” დაახლოებისთვის უმნიშვნელოვანესია.







კობა გვენეტაძე - დოლარიზაცია პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე, შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი

კობა გვენეტაძე - დოლარიზაცია პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე, შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი
access_time2020-06-04 14:33:00
დოლარიზაცია, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და, ამავდროულად, უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკაზე,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია დოლარიზაციასთან გამკლავება. „აღსანიშნავია, რომ...

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია
access_time2020-06-04 14:00:30
„ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის, რადგან შემოდინებებში რა დანაკარგიც არის საკმარისად კომპენსირდება საგარეო დაფინანსებით, რომელიც საქართველომ მოიძია“, - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მედიასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. რაც შეეხება დოლარს, ნადარაიას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ის ძალიან გამყარებულია, შესაბამისად, არ ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია დოლარის შემდგომი მატერიალური...

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება
access_time2020-06-04 12:45:38
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.0175-ით დაიწყო, 12:40 საათისთვის 1 დოლარი 3.9850-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა.

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...


მსგავსი სიახლეები

up