ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან ადგილწარმოშობის ღვინოებთან დაკავშირებული  თემატური შეხვედრა გაიმართა

ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან ადგილწარმოშობის ღვინოებთან დაკავშირებული თემატური შეხვედრა გაიმართა

access_time2020-08-07 14:25:19

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი მეღვინეებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.


ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილწარმოშობის ღვინოები და ხარისხი“.


შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა ვაზის სერტიფიცირებული ნერგების ხელმისაწვდომობაზე და იმ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლითაც სახელმწიფო მეღვინეებს ეხმარება. მეღვინეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარძეც ესაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ადგილწარმოშობის უნიკალური ჯიშების შემდგომ გაფართოებსა და გავრცელების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონიში ტურიზმის განვითარებას.



შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებმა ვენახის გაშენება-მოვლიდან საბოლოო პროდუქტამდე გასავლელი პროცესი მიმოიხილეს. ადგილობრივმა მეღვინეებმა, რომლებიც „ატენურის“ ღვინის სახეობას აწარმოებენ, სამინისტროს წარმომადგელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია „ატენურის“ მიკროზონის თავისებურებების, ჯიშების ტექნოლოგიური პოტენციალის, მარნის ჰიგიენისა და მოწყობილობების, დაავადებების, ეტიკეტირების, შენახვის პირობების, სერტიფიცირების და ექსპორტის შესახებ.


ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოყვანილი ყურძნის ქართლის ჯიშების წარდგენა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.


ატენის ხეობაში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.






ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
access_time2020-09-22 09:55:58
ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთვის, ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას. აქცია გაგრძელდება 1 ნოემბრამდე. „ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება სკოლების,...

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა
access_time2020-09-22 10:00:48
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების -...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...


მსგავსი სიახლეები

up