„ატელიე პირველი“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა

„ატელიე პირველი“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა

access_time2021-03-26 16:42:00

ბიზნესის მომავალი რომ უახლეს ტექნოლოგიებზე გადის, ამაში „ატელიე პირველის“ დამფუძნებლები პანდემიისგან შექმნილმა გამოწვევებმა კიდევ უფრო დაარწმუნა. გამართულმა, დახვეწილმა ონლაინ მაღაზიამ მანამდე წარმატებული ბრენდის გაყიდვები და მომხმარებელი კიდევ უფრო გაზარდა, „ატელიეს“ მიერ ხარისხიანი, მრავალფეროვანი ქსოვილებისგან შექმნილი სხვადასხვა სტილის ქალის სამოსი კი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.



„ონლაინ მაღაზია შევქმენით პანდემიის პერიოდში, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, b2c-ის პლატფორმაზე, რომელმაც დაგვიფინანსა ფოტოსესია, გაგვიკეთა cashback-ის აქცია, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი პროდუქციის VISA ბარათით ყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს ფასის 25%-ს თიბისი უკან უბრუნებდა cashback-ის სახით. ამ აქციით მოვიზიდეთ უამრავი ადამიანი. ამის შემდეგ მოიმატა გაყიდვებმაც და მოვახერხეთ პანდემიის გამო შეჩერებული რალიზაციის პროცესის აღდგენაც,“ - ამბობს „ატელიე პირველის“ დირექტორი, ანა შაიშმელაშვილი.



2017 წელს, 5 დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი, რომელმაც მუშაობა 2 საკერავი დანადგარით დაიწყო, დღეს საკუთარ საწარმოში დასაქმებულ 35 ადამიანს და 40 მანქანა-დანადგარს ითვლის.



კლასიკური, სპორტული თუ ქეჟუალ სტილის ტანსაცმელი, რომლის დიზაინსაც „ატელიე პირველის“ დამფუძნებლები, მანოლა ჩოფლიანი და ანა შაიშმელაშვილი თავად ქმნიან, ტრენდულობისა და ხარისხის გარდა, მოსახლეობის ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი, გამართულ ონლაინ ვაჭრობასთან ერთად, ბიზნესის წარმატებას ყოველთვიურად ზრდის.




მომავალში „ატელიე პირველი“, კიდევ უფრო გაფართოებას და პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას გეგმავს. ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად კი, დამფუძნებლები აუცილებლად იზრუნებენ ონლაინ ვაჭრობის სისტემის კიდევ უფრო დახვეწაზე, რადგანაც, მათი აზრით, „ონლაინ ვაჭრობა, სხვა ყველაფერთან ერთად, ავტომატიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა, რაც პროცესებს საგრძნობლად აჩქარებს. ყველაფრის გაკეთება ბევრად უფრო სწრაფად ხდება, დრო კი ძალიან მნიშვნელოვანია.“



„თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეთავაზება მოიცავს პლატფორმის შექმნას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემა, მიიღონ განვადების და მიტანის სერვისი,“ - აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.



პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას მოიცავს.



NS




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up