„ათასობით კომპანია ითხოვდა ქონების გადასახადის გადავადებას და სათამაშო ბიზნესს არა თუ გადაუვადეს, სალიცენზიო მოსაკრებელი აჩუქეს“ – „ეს არის კონკრეტული კორუფციული ინტერესი“

„ათასობით კომპანია ითხოვდა ქონების გადასახადის გადავადებას და სათამაშო ბიზნესს არა თუ გადაუვადეს, სალიცენზიო მოსაკრებელი აჩუქეს“ – „ეს არის კონკრეტული კორუფციული ინტერესი“

access_time2021-07-21 16:13:59

„ათასობით კომპანია ითხოვდა ქონების გადასახადის გადავადებას და სათამაშო ბიზნესს არა თუ გადაუვადეს, სალიცენზიო მოსაკრებელი, აჩუქეს“ – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის მთავრობის 13 ივლისის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი გარკვეული შეღავათით შეძლებს სარგებლობას და 5 მილიონი ლარის ნაცვლად, პირველ წელს 2,5 მლნ ლარს გადაიხდის.

როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, მთვარობის გადაწვეტილება კონკრეტულ კორუფციულ ინტერესს ემსახურება.

„საქართველოში 100 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 6 არის აზარტული თამაშების. მათი ჯამური წლიური ბრუნვა 2020 წელს იყო 32 მლრდ ლარი, ეს არის კოლოსალური რაოდენობის თანხა. მათი წმინდა მოგება შეადგენს რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს. მათი შენატანი და წვლილი ეკონომიკაში არის ძალიან მცირე. ეს სექტორი ასაქმებს 10 ათასამდე ადამიანს, რაც მოგეხსენებათ, რომ იმ გარკვეული ზიანის ფონზე, რომელსაც ამ სექტორიდან ვიღებთ, არის ძალიან მცირე პორცია. ამის მიუხედავად რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითებს არ უნდა მივდიოთ და მთლიანად არ უნდა ავკრძალოთ, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში. თუმცა, ის, რომ ამ ბიზნესის წვლილი ეკონომიკაში და საგადასახადო სისტემაში უნდა იყოს უფრო დიდი, ეს არის ცალსახა. ამას აკეთებს ყველა განვითარებული სახელწიფო.

პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მწვავე პროცესების მიღმა, ათავისუფლებს სალიცენზიო მოსაკრებლისგან თბილისში მდებარე კაზინოებს.


ასეულობით ქართული ბიზნესი და ათასობით კომპანია ითხოვდა ქონების გადასახადის გადავადებას და სათამაშო ბიზნესს არა თუ გადაუვადეს, სალიცენზიო მოსაკრებელი აჩუქეს, გაუნახევრეს. თუ მათ უნდოდათ, რაიმე სტიმულის მიცემა ამ ბიზნესისთვის (რომელიც არ სჭირდება სახელმწიფოსგან არანაირი წახალისება და ამას რიცხვები კარგად აჩვენებს), შეეძლოთ გადაევადებინათ, რატომ აჩუქეს თითოეულ კაზინოს ორი წლის განმავლობაში, როგორც იცით წელსაც და მომავალ წელსაც მოსაკრებელს ანახევრებენ. ეს არის კონკრეტული კორუფციული ინტერესი.

ამ სექტორს, რომელიც წარმოუდგენლად დიდ მოგებას ნახულობს, რაში სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დამატებით სასათბურე პირობების შექმნა, მაშინ, როდესაც არცერთი ქართული ბიზნესისთვის ეს არ გაუკეთებიათ?!“- განაცხადა საბა ბუაძემ.


bpn.ge





რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი
access_time2021-08-02 13:00:52
„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“,...


მსგავსი სიახლეები

up