ათ წელიწადში ნაღდი ფული არ იარსებებს - ტრადიციულ საბანკო სისტემას რყევები ელოდება

ათ წელიწადში ნაღდი ფული არ იარსებებს - ტრადიციულ საბანკო სისტემას რყევები ელოდება

access_time2016-03-08 16:00:17

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ფინანსები იმაზე ძლიერად შეიცვლება, ვიდრე წინა 30 წლის განმავლობაში – განაცხადა უმსხვილესი საგადასახადო სისტემის PayPal–ის გენერალურმა დირექტორმა დენ შულმანმა სესიაზე „ფინანსების ტრანსფორმაცია,“ რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.


მას ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი.

 

„ვისაც შვილები ჰყავს, ამჩნევენ, რომ ისინი ბანკში არ დადიან – ბევრი მათგანი, შესაძლოა, არასდროს ყოფილა ბანკის განყოფილებაში, თუმცა ამასთანავე ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს სხვა არხებისა და აპლიკაციების გამოყენებით, რომლებიც ოპერაციონისტების მონაწილეობას არ საჭიროებს. ეს, რა თქმა უნდა, შეარყევს ბევრი ტრადიციული ბანკის ბიზნესს,“ –  განაცხადა ლაგარდმა.

 

კომპანიები იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, რათა შეამცირონ ხარჯები და რისკების მართვა სრულყონ. The Economist–ის ინფორმაციით, ინვესტირებამ ამ დარგში, რომელმაც ფინტექის სახელწოდება მიიღო,  2014 წელს 12 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით გაოთხმაგებული მაჩვენებელია.

 

ათ წელიწადში ნაღდი ფული არსებობას შეწყვეტს – ისინი საშინლად არაეფექტური და ძვირია და თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ჩრდილოვან ეკონომიკაში – ამის შესახებ Deutsche Bank–ის ხელმძღვანელმა ჯონ კრეინმა განაცხადა, და მას ყველა დაეთანხმა.


შულმანის თქმით, მსოფლიოში ფულადი ოპერაციების 85% ჯერ  კიდევ ნაღდი ფულის საშუალებით ხორციელდება, თუმცა მისივე განცხადებით, ფული სულ უფრო მეტად „ციფრულდება“, ჩეკები კი ქრება. მისივე აზრით, ამას პირველ რიგში, მობილური ტექნოლოგიები უწყობს ხელს. 

 


„მალე პლანეტის თითოეულ მოქალაქეს ექნება სმარტფონი, რომელიც შეიცავს მთელი საბანკო განყოფილების ფუნქციებს,“– დარწმუნებულია შულმანი. 


ვირტუალური ვალუტის სწრაფი ტემპებით განვითარება ლაგარდმაც აღნიშნა, თუმცა განაცხადა, რომ მათზე საფინანსო ოპერაციების საკმაოდ მცირე წილი მოდის. დღეს მსოფლიოში 7 მილიარდი დოლარის ღირებულების ვირტუალური ვალუტაა გამოშვებული, ისინი მოხმარებაში ძალიან მოსახერხებელია – მათი გამოყენება ამცირებს დანაახრჯებს, ხელს უწყობს ფინანსური მომსახურებების უფრო ფართედ გამოყენებას, მათ შორის იქ, სადაც ბანკები არ არიან.. 


ეპოქა big data


ინფორმაციის მოცულობა, რომელსაც ფინანსური კომპანიები იყენებენ, უზარმაზარი ტემპებით იზრდება – განაცხადა შულმანმა. 


„ალგორითმი ესაა ციფრული კომპანიების იარაღი, მათი საბრძოლო მასალა კი მონაცემებია. რაც უკეთესია ამ მონაცემების ხარისხი, მით უფრო ხარისხიან მომსახურებას ახორციელებენ ისინი,“ – განაცხადა მან.


Zurich Insurance–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ტომ დე სვანი დარწმუნებულია, რომ  ერთერთი ფინანსური სფერო, რომელსაც big data ყველაზე მეტად შეცვლის, დაზღვევაა. 


Big data კარდინალურად ცვლის რისკის ცნებისადმი დამოკიდებულებას. სვანის თქმით, ფინანსური სამყარო ჯერ კიდევ ცდილობს კლიენტების ნდობის აღდგენას, რომელიც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა დაამსხვრია. ამ ვითარებაში, მისივე შეფასებით, რთული იქნება ადამიანების დარწმუნება, მიაწოდონ კორპორაციებს ახალი მონაცემები, რათა ახალი პროდუქტები შექმნან.


შულმანის შეფასებით, მომდევნო დიდი სტრესი ფინანსური ბაზრებისთვის იქნება არა რომელიმე ბაზრის ჩამოშლა, არამედ ჰაკერული შეტევა ფინანსურ სისტემაზე, რასაც ის ჯოჯოხეთს ადარებს და ამბობს, რომ ამ საფრთხეს არცერთი სტრეს–ტესტი არ ითვალისწინებს.


შულმანი ამბობს, რომ ჩვენ მივდივართ ახალი სამყაროსკენ, რომელიც გულისხმობს ახალ აზროვნებას, და მაშასადამე, ფინანსური სფეროს რეგულირების ცვლილებას.

 

აუწყობს თუ არა მსოფლიო ფინანსურ ტენდენციებს საქართველოს საბანკო და ტექნოლოგიური სექტორები და  რას ფიქრობენ „ნაღდი ფულის გარეშე ცვოვრების“ პერსპექტივაზე ქართველი ბიზნესმენები, ბანკირები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები? თემის გაგრძელებას დაელოდეთ commersant.ge-ზე.




ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up