„ასტრაზენეკას“ საქართველოს წარმომადგენლობა - ჩვენი ვაქცინის გვერდითი რეაქციები 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნაკლები სიხშირით გამოვლინდა

„ასტრაზენეკას“ საქართველოს წარმომადგენლობა - ჩვენი ვაქცინის გვერდითი რეაქციები 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნაკლები სიხშირით გამოვლინდა

access_time2021-04-02 17:20:00

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების სარგებელი ვირუსისგან ადამიანების დასაცავად მნიშვნელოვნად აჭარბებს რისკს ყველა მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში, – ამის შესახებ „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca-ს) საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოს პირველი არხისთვის ექსკლუზიურად გამოგზავნილ წერილში აცხადებს.


საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა კომპანიის არგუმენტებით ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კომპანიის პრეპარატით აცრის შემდეგ განვითარებული გართულებების შედეგად, 28 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. კომპანიის წარმომადგენლობაში უშუალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ მეგი ბაქრაძის საკითხის მოკვლევა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებაა და მოკვლევის შედეგების შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს.


რაც შეეხება ვაქცინის უსაფრთხოების თემას, წერილში ნათქვამია:


„დღეისთვის „ასტრაზენეკას“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ავტორიზაცია მიიღო დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან. მათ დაასკვნეს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების სარგებელი ვირუსისგან ადამიანების დასაცავად მნიშვნელოვნად აჭარბებს რისკს ყველა მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში. პაციენტის უსაფრთხოება „ასტრაზენეკას“ მთავარ პრიორიტეტად რჩება და კომპანიას აქვს ეფექტური და მოქნილი პროცესები გვერდითი მოვლენების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების მიზნით, რომელსაც მუდმივ რეჟიმში უზიარებენ მარეგულირებელ ორგანოებს მთელ მსოფლიოში.



ახლა ათობით მილიონმა ადამიანმა მიიღო ჩვენი ვაქცინა მთელ მსოფლიოში. „ასტრაზენეკას“​ მიერ ორგანიზებულ კლინიკურ კვლევებში მონაწილეების რაოდენობა გახლდათ 60 000. ამჯერად აქცენტირებულ თრომბოზულ მოვლენებზე: აღსანიშნავია, რომ კვლევის დროს მათი გამოვლენა ვაქცინირებულ ჯგუფში უფრო დაბალი იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. რაც შეეხება ისეთ გვერდით რეაქციებს, როგორიცაა: თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ნანემსარის შეშუპება, სიწითლე, ტკივილი – ეს მიეკუთვნება ვაქცინაციისათვის დამახასიათებელ მოვლენებს, საშუალო სიმძიმისაა და შექცევადია რამდენიმე დღეში. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეაქციები ნაკლები სიხშირით გამოვლინდა ასაკობრივ ჯგუფში (≥65 წელს ზემოთ). ორი დიდი კლინიკური კვლევისა და რეალურ მტკიცებულებათა (RWE) მონაცემები აჩვენებს მის უსაფრთხოებას და ეფექტურობას, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაქცინის როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის დროს.


„ასტრაზენეკა“ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებთან „კოვიდ-19“-ის ვაქცინის სათანადო გამოყენების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია წერილში.


საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობა 2009 წელს დაფუძნდა. „ასტრაზენეკა“ სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის მიმართულებით რამდენიმე სოციალური პროექტის ავტორიცაა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მაღალეფექტური, ინოვაციური მეთოდებით მკურნალობას ისახავს მიზნად. რაც შეეხება ვაქცინებს, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გარდა, კომპანიას აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამოიყენება დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში.



1tv.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up