კომპანიებმა Aston Martin-მა და Airbus Corporate Helicopters-მა თავიანთი პირველი ერთობლივი პროექტი წარადგინეს. საუბარია ვერტმფრენ ACH130-ის სპეციალურ ვერსიაზე, რომელსაც Aston Martin Edition-ი უწოდეს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
ვერტმფრენის დიზაინი მარეხ რეიკმანს ეკუთვნის და ის 4 ფერში იქნება ხელმისაწვდომი. მათი მიწოდება 2020 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება. ვერტმფრენის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
Imedinews.ge