„ასტანის ეკონომიკური ფორუმი - 2019“-ზე საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სახელით მიიღო მონაწილეობა.
ნურსულთანში მიმდინარე ფორუმზე კვირიკაშვილმა მოდერაცია გაუწია თემატურ პანელს, რომელიც ცენტრალურ აზიაში სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის კავშირებს და კომუნიკაციას ეხებოდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის გარდა, პანელის თემატურ დისკუსიაში ვაზილ ჰუდაკი - (EIB), ბრუნო ბალვანერა - (EBRD), დიმიტრი პანკი (BSTD), ასევე ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
“ასტანის ეკონომიკური ფორუმის“ წლევანდელი მთავარი თემა გახლდათ: „შთამაგონებელი ზრდა: ადამიანები, ქალაქები, ეკონომიკები“.
ფორუმზე ცნობილი ექსპერტები და დარგის ლიდერები, სხვადასხვა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
ისინი ორი დღის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის გამოწვევებს, ტენდენციებსა და შესაძლებლობებს განიხილავდნენ.
ფორუმში საქართველოს ოფიციალურმა დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა, რომელსაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.