ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპარლამენტში შეხვედრა გამართეს

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპარლამენტში შეხვედრა გამართეს

access_time2021-06-25 11:10:00

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკარინა) საგარეო საქმეთა მინისტრებმა - დავით ზალკალიანმა, აურელიო ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„მინისტრები შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერს, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებს მარინა კალიურანდს, ზიგფრიდ მურეშანს, ვიტოლდ ვაშიკოვსკის, ევროპარლამენტის მომხსენებლებს - დრაგოშ ტუდორაჩეს, მიხაელ გალერს, ასევე ევროპარლამენტარებს - ანდრიუს კუბილიუსს და პეტრას აუსტრევიჩუსს.


ევროპარლამენტარები მიესალმნენ ასოცირების ტრიოს დაფუძნების იდეას და ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს ბრიუსელში. მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირების ტრიოს დაფუძნების მიზნებზე და ტრიოს შემდგომ საქმიანობაზე, რაც დაკავშირებულია სამი ასოცირებული ქვეყნის მჭიდრო კოორდინაციასთან ევროინტეგრაციის მიზნების რეალიზების გზაზე, ისევე როგორც აღნიშნული ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებასთან ევროკავშირთან, როგორც სექტორული დაახლოების, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო დონეზე ასოცირებული ტრიოს საქმიანობის გაძლიერებას.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ასოცირებული ქვეყნების ხედვებს. აღინიშნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის და კომპლექსური რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა.


ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, აღინიშნა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. საქართველოს საგრეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე, მოქალაქეების უკანონო დაკავების ფატებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ადგილზე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up