ასოცირების შეთანხმების ანგარიში - ევროკავშირი საქართველოს რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს

ასოცირების შეთანხმების ანგარიში - ევროკავშირი საქართველოს რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს

access_time2020-02-07 19:00:05

ევროკავშირი საქართველოს რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და განაგრძობს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიშში, რომელის ქართული თარგმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზეა განთავსებული.


როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი სტრუქტურის ერთგული მიმდევარი და მონაწილეა.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნავად, პრეზიდენტ იუნკერის მიერ ამ ინიციატივის მომავლის შესახებ სტრუქტურირებული კონსულტაციების კონტექსტში, საქართველომ მომავალი პოლიტიკის ჩარჩოსთან დაკავშირებული მოლოდინების ამსახველი მოსაზრებები წარმოადგინა. შესაბამისი საკონსულტაციო ღონისძიება 2019 წლის 16 და 17 სექტემბერს თბილისში გაიმართა. 2019 წელი დიდი პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩეოდა, ჩატარდა შუალედური არჩევნები პარლამენტში ერთი მანდატის მოსაპოვებლად და ხუთ ქალაქში მერის თანამდებობის დასაკავებლად, ზაფხულიდან მოყოლებული მიმდინარეობდა მასშტაბური საზოგადოებრივი საპროტესტო გამოსვლები და გაიმართა საკმაოდ ინტენსიური საპარლამენტო საშემოდგომო სესია დემოკრატიულ კონსოლიდაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კანონმდებლობის მისაღებად. მედიაგარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა ივლისში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილების შემდეგ. შეიქმნა ახალი მედია არხები და პროკურატურამ დაიწყო საქმეების გამოძიება, რომელშიც ზოგიერთი მედიასაშუალების მფლობელები, მენეჯერები ფიგურირებდნენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.


ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მონიტორინგში და ასევე საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების საკითხში კვლავ ძალიან აქტიურად იყო ჩართული.



„გარკვეულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დაძაბულობა გრძელდებოდა; მიმდინარეობს გამოძიება 2019 წლის ივნისის პროტესტების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. შენგენის და შენგენის ასოცირებულ ქვეყნებში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს და მისი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს მოქალაქეების მიერ თითქმის 900 000 ვიზიტი განხორციელდა. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში ევროკავშირის, შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მაღალი დარჩა; იგი 2018 და 2017 წლებში თავშესაფრის მოთხოვნათა მთლიან რაოდენობას აღემატებოდა და საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მომთხოვნი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი წამყვანია. საქართველო თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნათა გაზრდილ რაოდენობასთან დაკავშირებული გამოწვევის პრაქტიკულად გადაჭრას განაგრძობს“, – ნათქვამია ანგარიშში.


როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მაკროეკონომიკური პერსპექტივა სტაბილური რჩებოდა დაღმავალი რისკების შემცველობით.


ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდის ტემპი შარშანდელთან შედარებით 4.5%-ს აღემატებოდა, მაგრამ იგი კვლავ მოწყვლადი რჩება გარეგანი მოვლენებით განპირობებული ზეგამვლენი ეფექტების მიმართ, როგორიც არის გლობალურ ვაჭრობაში მზარდი დაძაბულობა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების (მაგალითად, თურქეთის) ეკონომიკური მაჩვენებლები და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობა.


„ბიზნესგარემოს საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს. ამასთან, გამოწვევები რჩება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებასთან, სამართლებრივ დასაბუთებასთან და მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით, რომელიც მსხვილ ბიზნესს (მათ შორის „თიბისი ბანკს“) მოიცავს. 2019 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.3 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4%-ით შემცირდა. ევროკავშირის ექსპორტი საქართველოში სტაბილური დარჩა 1,7 მილიარდი ევროს დონეზე (0.7% -ით 3 ნაკლები 2018 წლის პირველ ათ თვესთან შედარებით), ხოლო ევროკავშირის იმპორტი საქართველოდან 15% -ით, 475 მილიონ ევრომდე შემცირდა. 2019 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოსთვის 3.4 მილიარდი ევროს ღირებულების 18 პრიორიტეტულ პროექტს განსაზღვრავს. დაიწყო 2018 წლის საქართველოსთვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში თანხების (134 მილიონი ევრო) გამოყოფა. ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მიმართულია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე, მათ შორის ერაზმუს+ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის გაზრდასა და ასევე სტრატეგიულ კომუნიკაციასთან დაკავშირებულ ქმედებებზე. ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების ახალი პროგრამა საქართველოს სისტემას ევროკავშირის ეკონომიკური მართვის მოდელთან დაახლოებს, მაშინ როდესაც უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულების და დანაშაულთან ბრძოლის ერთიანი პროგრამა კარგ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2019 წლის საქართველოსთვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში პროგრამებისთვის თანხების გამოყოფის თაობაზე (127 მილიონი ევრო)“, – აღნიშნულია ანგარიშში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up