ასოციაცია: სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვა დააზიანებს მედიასაშუალებებსაც

ასოციაცია: სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვა დააზიანებს მედიასაშუალებებსაც

access_time2021-11-26 10:00:00

ონლაინ კაზინოების დახურვასთან დაკავშირებული ინიციატივა რამდენიმე მედიასაშუალების დახურვას გამოიწვევს, - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან“ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა.



მისი განმარტებით, სათამაშო ბიზნესთან ძალიან ბევრი კომპანია და ბიზნესია დაკავშირებული. ძალიან მჭიდრო კავშირში მედიასაშუალებები, სარეკლამო კომპანიები, სპორტული გადაცემები, ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები.



„ჩვენ შეიძლება რაღაც არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უნდა გავაუქმოთ. მზად ვართ მივიღოთ გამართლებული რეგულაცია, მზად ვართ დიალოგისთვის, ჩავერთოთ ნებისმიერ კონსულტაციაში.



სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვა დააზიანებს მედიასაშუალებებსაც, რადგან მათი ნაწილი დღეს რეკლამით ფინანსდება, ეს ყველაფერი დააზიანებს იმ სპორტული გადაცემების გაშუქებას და წაყვანას, რომელიც დღეს მრავლადაა წარმოდგენილი. რამდენიმე ტელევიზიაზე შემიძლია გითხართ, რომ შეიძლება დახურვაც მოუწიოს, საუბარია სპორტულ ტელევიზიებზე, მათ შორის „სეტანტა სპორტი“ და სხვა,“ - აცხადებს მამულაიშვილი.



მისივე განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესის ოპერატორებმა ბოლო ორი წელია მიიღეს გადაწყევტილება და სოციალური პაუხისმგებლობის ფარგლებში გარე რეკლამაზე უარი თქვეს.




„შესაბამისად, დღეს იმის განცხადება, რომ სკოლის შესასვლელებთან ბანერებია განთავსებული და ყოველი ფეხის ნაბიჯზეა ამის მოწოდება, სიმართლეს არ შეესაბამება,“ - აცხადებს მამულაიშვილი.



სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილის განმარტებით, საფრთხის წინაშე დადგება ქვეყანაში სათამაშო ინდუსტრიის სექტორში არსებული უცხოური ინვესტიციები და ახლის განხორციელება.



„ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილია ლისტინგზე, სენსიტიურია. ნებისმიერი აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებები და რეგულაციებზე საუბარი, მათზე პირდაპირ მოქმედებს. ეს სხვა ინვესტორს დაუკარგავს სურვილს, რომ ქვეყანაში ინვესტიცია ჩადოს. ბოლო სამი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ინვესტიციაა შემოსული. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებიდან გაკეთებული რეინვესტიცია 2018 წელს იყო 71 მლნ ლარი, 2019 წელს - 30 მლნ ლარამდე, 2020 წელს - 32 მლნ ლარზე მეტი,“ - აცხადებს მამულაიშვილი.



შეგახსენებთ, რომ მთავრობა სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო რეჟიმის შეცვლას გეგმავს. საქმე ეხება განსაკუთრებით ონლიან კაზინოებს. პრემიერმა უკვე დაანონსა, რომ ამ ტიპის კაზინოებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, ბარიერი გაიზრდება 25 წლამდე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მომავალში ონლაინ კაზინოები ქვეყანაში საერთოდ აიკრძალება, მოგვიანებით მან განმარტა, რომ მისი ინიციატივა კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით არასწორად განმარტეს. „ბრალი დამდეს, თითქოს ჩემს პოლიტიკასა და ხედვებთან შეუსაბამობაში. მე განვმარტე, რომ Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა,“ - განაცხადა პრემიერმა.



მისივე თქმით, მოსახლეობის მიერ წაგებული თანხა 1.5 მლრდ ლარია, აქედან დიდი ნაწილი 99% გაჭირვებული მოსახლეობაა.



ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას ფინანსთა სამინისტრო 1 კვირაში წარმოადგენს. მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას შეეხება. საგადასახადო ტვირთი კი, საკმაოდ მაღალი იქნება.



business-partner.ge





„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up