ასოციაცია კაზინოების რეგულაციებზე: დაბრუნდება ე.წ. ხელზე მაზაობა

ასოციაცია კაზინოების რეგულაციებზე: დაბრუნდება ე.წ. ხელზე მაზაობა

access_time2021-12-06 17:30:00

„სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ადმინისტრაციის უფროსის გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, ლეგალური ოპერატორების შეზღუდვა მოქალაქეების არალეგალური მიმართულებით გააქტიურებას გამოიწვევს, რაზეც პასუხისმგებლობის აღება არავის სურს.

„თუ საქართველოში ლეგალურ ოპერატორებს შევზღუდავთ, მოთამაშე მაინც იპოვის გზას, რომ გადაერთოს სხვა, მათ შორის არალეგალურ საიტებზე, დაბრუნდება ე.წ. ხელზე მაზაობის პრინციპები, რაც ადრე იყო და ქვეყანამ დიდი გზა გამოიარა ამის აღმოსაფხვრელად. ანალიზი შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე არ გაკეთებულა და პასუხისმგებლობის აღება არავის სურს.

მოსახლეობის ნაწილი ჩართულია არალეგალურ თამაშებში. ეს 120 მილიონ ლარს შეადგენს წელიწადში და ჩვენი გათვლებით, სულ მცირე ათჯერ გაიზრდება, მაგრამ აქაც კომპლექსური მიდგომაა საჭირო. 18-დან 25 წლამდე ადამიანი, რომელიც არალეგალურ საიტებს და მათ ბონუსებს მიეჩვევა, საქართველოს ბაზარზე არ დაბრუნდება. დღეს ბევრი საშუალებაა განახორციელო როგორც ინტერნეტწვდომა, ისე თანხის გადარიცხვა. არ ვსაუბრობ თუნდაც პლასტიკურ ბარათებზე. ვგულისხმობ ელექტრონულ საფულეებს, კრიპტოვალუტას. უკვე ძალიან ბევრმა არალეგალურმა კრიპტოკაზინომ დაიწყო საქართველოს სივრცეში პროდუქტების რეკლამირება“,- აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მისივე განცხადებით, საქართველოში სათამაშო ბიზნესი რეგულირდება და სექტორის საგადასახადო ტვირთი ისედაც მაღალია.


„საგადასახადო ტვირთის ზრდა, რომელიც დღესდღეობით ისედაც მაღალია - საშუალო ბიზნესის საგადასახადო წნეხი 9.9%-ია, სათამაშო ბიზნესის წნეხი კი 40%-ს შეადგენს, გამოიწვევს ბევრ სოციალურ პროექტზე უარის თქმას, სხვადასხვა დამოკიდებულ სფეროებთან ხარჯების შემცირებასა და ოპტიმიზაციას. ამიტომ ყველაფერი კომპლექსურად არის განსახილველი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სულ მცირე სამი წელი საქართველოსკენ არავინ აღარ გამოიხედავს. დაახლოებით უკვე 10-მა კომპანიამ შეიკავა თავი საქართველოს ბაზარზე შემოსვლისგან, ასეთი კატეგორიული ტონი ნებისმიერი ბიზნესისთვის საკმაოდ დამაზიანებელია“,- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სათამაშო სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65%-70%-ით გაიზრდება, 25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ამავდროულად აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

წყარო: businessformula.ge





2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up