ასობით ამერიკული კომპანია დონალდ ტრამპს მოუწოდებს არ გავიდეს პარიზის შეთანხმებიდან კლიმატური ცვლილების შესახებ

ასობით ამერიკული კომპანია დონალდ ტრამპს მოუწოდებს არ გავიდეს პარიზის შეთანხმებიდან კლიმატური ცვლილების შესახებ

access_time2016-11-17 14:00:00

ასობით ამერიკული კომპანია, მათ შორის Mars, Nike, Levi Strauss და Starbucks მოუწოდებენ ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ გავიდეს პარიზის შეთანხმებიდან კლიმატური ცვლილების შესახებ.

 

 

როგორც ითქვა, შეერთებული შტატების უუნარობას იქონიოს ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკა, შეიძლება მოჰყვეს მეტად არასასურველი შედეგები ამერიკის კეთილდღეობისთვის. ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიაში, რომლის ავტორის ჰიროკო ტაბუჩის თანახმად:

 

 


365-მა კომპანიამ და ინვესტორმა თხოვნით მიმართეს დონალდ ტრამპს, ასევე პრეზიდენტ ობამას და კონგრესის წევრებს ძალაში დარჩეს შეერთებული შტატების პოლიტიკური კურსი, რომელიც ითვალისწინებს ქმედით ზომებს ატმოსფეროს დაბინძურებას რომ ამცირებს. მიმართვის ინიციატორები ხაზგასმით აღნიშნავენ კლიმატური ცვლილების საკითხთა მაღალ მნიშვნელობას.

 

 


„ამერიკის კეთილდღეობა რისკის ქვეშ დადგება თუკი ქვეყნა ვერ იქონიებს დაბალი საწარმო თუ სხვა სახის გამონაბოლქვების ეკონომიკას" - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ წერილში, რომელიც გამოცხადდა მაროკოში გამართულ შეხვედრაზე, რომლის მონაწილე გლობალური ლიდერები იხილავენ პარიზის შეთანხმების განხორციელების გზებსა და ნაბიჯებს. როგორც წერილშია აღნიშნული: "სწორად გადადგმული ნაბიჯები უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების სიმრავლეს და ამერიკის კონკურენტუნარიანობას".
„ზემოხსენებულმა კომპანიებმა ასევე განაცხადეს რომ მათ გააჩნიათ საკუთარი ნორმატივები გამონაბოლქვებისგან ჰაერის დასაცავად და რომ ისინი იმოქმედებენ დამოუკიდებლად დონალდ ტრამპის პოლიტიკისგან. საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობაში, დონალდ ტრამპმა არაერთგზის მოიხსენია კლიმატური ცვლილება, როგორც გავრცელებული სიყალბე. ტრამპი ამომრჩევლებს ჰპირდებოდა რომ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, იგი აუცილებლად გავიდოდა პარიზის შეთანხმებიდან, გააუქმებდა გარემოს დაცვის სააგენტოს და გააბათილებდა ობამას კლიმატურ პოლიტიკას".

 

 


"ეს არ იქონიებს რაიმე გავლენას ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე"- ამბობს კომპანია "მარსის" ტოპ-მენეჯერი ქევინ რაბინოვიჩი, რომლის თანახმად, მისი ფირმა აპირებს კუთვნილი საწარმოებიდან 100 პროცენტით შეამციროს ატმოსფეროში სასათბურე გაზის გამოყოფა 2040 წლისთვის. კომპანია ამას აუცილებლად განახორციელებს, რამეთუ მკაფიოდ ხედავს ბიზნესისთვის სერიოზულ რისკებს.

 


 


უნდა ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მსხვილი და მცირე ბიზნესები ენერგიულად გეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს რამეთუ შექმნილ ვითარებაში ბევრი რამაა გაურკვეველი რეგულირებათა მხრივ. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობაში ბევრჯერ ითქვა, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზრდება თუკი ბიზნესი თავს დააღწევს მისთვის სხვადასხვა დამამძიმებელსა და არასაჭირო რეგულირებებს, განსაკუთრებით ეკოლოგიის დაცვასთან რომაა კავშირში" - ნათქვამია სტატიაში.

 

 


მასალის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში, დონალდ ტრამპი აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა გარემოს დაცვის აქტივისტებში.

 

 

 

„მიაჩნიათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გაატარებს ანტიეკოლოგიურ პოლიტიკას რომელსაც გვერდს აუბამს ხალხი ნავთობის და გაზის ინდუსტრიის ინტერესებს რომ გამოხატავს.

 

 


ზოგიერთი კორპორაციები, ისეთები როგორიცაა ავტომწარმოებლები, ცდილობენ რა ისარგებლონ შექმნილი ვითარებით, მოუწოდებენ ფედერალურ ხელისუფლებას გადახედოს გამონაბოლქვების არსებულ ნორმატივებს და სტანდარტებს. ამ უკანასკნელის მოშვებამ როცა იგი ეხება ავტომობილებს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს გარემოზე და შესამჩნევად გაზარდოს მისი დაბინძურება. როგორც ცნობილია, სწორედ ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი ყველაზე მეტად აბინძურებს ჰაერს, უფრო მეტად ვიდრე ეკონომიკის ნებისმიერი სხვა სექტორი.

 

 


უნდა აღინიშნოს, რომ განახლებადი ენერგიის სექტორის წარმომადგენლები ამასობაში ცდილობენ საერთო ენა გამონახონ დონალდ ტრამპთან. მისგან ითხოვენ დაპირებას, რომ ახალი ადმინისტრაცია არ შეამცირებს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში, ასევე არ შეამცირებს არსებულ საგადასახადო შეღავათებს განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის.

 

 


როდესაც დონალდ ტრამპი ლაპარაკობს ინფრსტრუქტურაზე, მას მხედველობაში აქვს სამუშაო ადგილები - ამბობს ერთერთი ტოპ-მენეჯერი კომპანიისა, რომელიც განახლებადი ენერგიის ობიეტებისთვის სატრანსმისიო ხაზებს ამზადებს" - ნათქვამია "ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიაში.

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up