ასლან აბაშიძე 80 წლის ასაკში ოჯახის მზარეულზე დაქორწინდა, რომელთანაც 4 წლის ვაჟი ჰყავს

ასლან აბაშიძე 80 წლის ასაკში ოჯახის მზარეულზე დაქორწინდა, რომელთანაც 4 წლის ვაჟი ჰყავს

access_time2019-09-18 21:45:19

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ 80 წლის ასაკში ოფიციალურად მეორედ იქორწინა. აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია, რომელთანაც 4 წლის ვაჟი ჰყავს.

 

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი- გიორგი და დიანა ჰყავს. აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს საქართველოში 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. 2013 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური დამნაშავედ სცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობაში.







გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები
access_time2019-10-18 18:00:13
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა.  „კომერსანტი“ გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ამ პროექტის მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს. ძირითადი მიგნებები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5% იქნება, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია. დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.95 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე...


მსგავსი სიახლეები

up