აშშ–ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების სახლები, რომლებიც იყიდება

აშშ–ის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების სახლები, რომლებიც იყიდება

access_time2019-03-02 22:10:25

სახლები, რომლებიც ერთ დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს ეკუთვნოდათ, დღეს ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, რადგან თითოეული მათგანი იყიდება. 

ვირჯინიის შტატის ქალაქ მიდელბურგის მახლობლად მდებარე თანამედროვე რანჩო ჯონ კენედისა და მის ცოლს ეკუთვნოდა. ამ სახლის დიზაინი ყოფილი პირველ ლედის შემოქმედებაა და ოჯახი მას განტვირთვისა და უქმეების გასატარებლად იყენებდა, მაგრამ მხოლოდ სამი შაბათ-კვირა გაატარა იქ პრეზიდენტმა კენედიმ, რადგანაც იგი მალევე, 1963 წელს მოკლეს. რამდენიმე თვეში რანჩოც გაიყიდა. ოთხ–საძინებლიან სახლს სახელწოდება “Wexford” კენედის წინაპრების საცხოვრებელი ადგილის საპატივცემულოდ ეწოდა. ამჟამად, აღნიშნული ქონება 5.95 მილიონ აშშ დოლარად იყიდება, თუმცა თავდაპირველი ფასი შედარებით მაღალი - 2013 წელს 10.99 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2015 წელს - 7.95 მლნ დოლარი. 

ჯეკი კენედი-ონასისის ბავშვობისდროინდელი საზაფხულო ვილა 

კენედის ოჯახთან დაკავშირებული კიდევ ერთი სახლი – “Lasata” იყიდება, რომელიც ჰამპტონში მდებარეობს და რომელიც 1917 წელს, არქიტექტორ არტურ ჯექსონის პროექტით აშენდა. აღნიშნული სახლი განთქმულია იმით, რომ გასული საუკუნის 30–იან წლებში იგი ბუვიერების ოჯახის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ამავე ვილაში აქვს გატარებული ბავშვობის წლები ამერიკის პირველ ლედის ჟაკლინ კენედი ონასისს. ვილა შვიდ ჰექტარ მიწაზეა გაშენებული, აღმოსავლეთ ჰამპტონის სოფელში, ოკეანესთან ახლოს. იგი შედგება 10 საძინებლისგან. ტეროტორიაზე ასევე განლაგებულია: კერძო ავტოფარეხი, ორ–საძინებლიანი სახლი საკუთარი ბასეინით და ერთ–საძინებლიანი სტუმრისათვის განკუთვნილი სახლი. 

ბუვიერების ეს ვილა, ამჟამად, მოდის დიზაინერს რიდ კრაკოვს ეკუთვნის, თუმცა 38,995 მილიონ აშშ დოლარად იყიდება, სახლის მიმდებარე ტერიტორია კი 14.995 მლნ დოლარად არის შეფასებული. 

ჩესტერ არტურის საზაფხულო რეზიდენცია 

ჰამპტონი მხოლოდ ბუვიერების საყვარელ ადგილს როდი წარმოადგენდა. ჩესტერ არტური 1881 წელს გახდა ამერიკის 21-ე პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ჯეიმს გარფილდი მოკლეს. არტურიც სწორედ ჰემპტონში მდებარე თავის ე.წ. “საზაფხულო თეთრ სახლში“ ატარებდა უქმეებს. დიდი ხნის შემდეგ კი, ჰემპტონი ყველაზე მოდურ დასასვენებელ ადგილად იქცა. 

ჩესტერ არტურის სამ–სართულიანი სახლი 1796 წელს აშენდა და ახლახანს გარემონტდა. იგი 6 საძინებლისგან, ბუხრიანი ბიბლიოთეკისგან, სასადილო და მისაღები ოთახებისგან შედგება, რომლებიც ბაღს და ბასეინს გადაჰყურებს. ეს სახლი 14.2 მილიონ აშშ დოლარად იყიდება. 

პრეზიდენტ ობამას ვილა “მართას ვენახებში” 

ეს აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას საზაფხულო რეზიდენცია გახლავთ, რომელსაც წყვილი საკმაოდ ხშირად იყენებდა ოჯახური შეკრებებისთვის. სახლიდან იშლება სამხრეთ სანაპიროს პანორამული ხედი. აღსანიშნავია ისიც, რომ 9 ჰექტარ მიწაზე განლაგებულ ვილაში მისასვლელად ცალკე გზა არის გაყვანილი. ვილა აღჭურვილია თანამედროვე გათბობის სისტემით, აქვე შეხვდებით უშველებელ აუზს, კალათბურთის მოედანს, ტერასებს, უზარმაზარ ვერანდას და ორსაძინებლიან კერძო კოტეჯს, რომელიც სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. 2015 წელს ვილა 22.5 მილიონ აშშ დოლარად იყო შეფასებული. ამჯამად კი, 19.125 მილიონ დოლარად იყიდება. 

სახლი, სადაც დონალდ ტრამპა ბავშვობა გაატარა 

დონალდ ტრამპის ბავშვობისდროინდელი სახლი ქალაქ ნიუ იორკის დაბა ქუინსში მდებარეობს. იგი ტრამპის მამამ, ამახანაგობა “Jamaica Estates”-ის დახმარებით, 1940 წელს ააშენა. სწორედ ამ სახლის მისამართია მითითებული ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის დაბადების მოწმობაში. მოგვიანებით ტრამპების ოჯახი, შედარებით მოზრდილ ბინაში გადავიდა, მაშინ დონალდი 4 წლის იყო. დაბა ქუინსში მდებარე ბინა ამჟამად აუქციონზეა გატანილი და თავის მომავალ მფლობელს ელოდება. 

ივანკა ტრამპის პენტჰაუსი 

ივანკა ტრამპზე არაერთი ჭორი გავრცელებულა იმის შესახებ, რომ მას პირველი ლედის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული მამის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში. ივანკას მეუღლე ჯარედ კუშნერი კი პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია. წყვილი ამჟამად, მანჰეტენზე მდებარე, მათ საკუთრებაში არსებულ პენტჰაუსს 4.1 მილიონ აშშ დოლარად ყიდის. 2004 წელს ამ სახლის ღირებულება 1.52 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მოგვიანებით კი, იგი იმ შპს-ს სახელზე ირიცხებოდა, რომელსაც ივანკა ტრამპი 2015 წლიდან ფლობს. 




bm.ge


თეგები:
აშშ



მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up