აშშ უკრაინას აფრთხილებს, რომ რუსეთმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს  – Politico

აშშ უკრაინას აფრთხილებს, რომ რუსეთმა შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს – Politico

access_time2022-11-24 18:00:55

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ნატოსთან ბირთვულ კონფრონტაციამდე, შესაძლოა ქიმიური იარაღი პირველად უკრაინაში გამოიყენოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის ჯარის დანაკარგები გაგრძელდება, ამის შესახებ Politico წერს.

 

Politico-ს ცნობით, ამ საკითხზე განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციის ექვსმა წევრმა გააკეთა. აღსანიშნავია ისიც, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია დაზვერვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი თავდასხმა უკრაინაში გარდაუვალია. გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბევრ ოფიციალურ პირს მიაჩნია, რომ საბრძოლო მოქმედებები ზამთრის თვეებში შეწყდება.

 

„ბრძოლის ველზე რუსული არმიის დანაკარგების გაგრძელების ან მისი სრული დაშლის შემთხვევაში, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა შეიძლება ქიმიური იარაღი გამოიყენოს. მათ შორის ის ქიმიკატები, რომლებიც რუსეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოიყენა,“  წერს Politico.

 

„ასეთი თავდასხმა შეიძლება დაკავშირებული იყოს ქიმიკატებთან, რომელთა დამალვაც ადვილია. ეს კი დასავლეთის ქვეყნებს მოსკოვის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას გაურთულებს,“ განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი ხანია იცოდა იმის შესახებ, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის შექმნაში ინვესტიციას ახორციელებდა. ამერიკელი კონგრესმენის თანაშემწის თქმით, ამ შემოდგომაზე სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის მარაგებისა და უკრაინაში არსებული საფრთხეების შესახებ.

 


Politico იუწყება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ავითარებს გეგმებს იმის შესახებ, რომ გაიზარდოს ინვესტიციები მსგავსი ქიმიკატების ადრეული გამოვლენისა და დამცავი ნიღბების წარმოებისთვის.

 

კრემლისა და პირადად პუტინის ოფიციალურ განცხადებების მიხედვით, 2017 წლის სექტემბრიდან რუსეთის ფედერაციას ქიმიური იარაღი არ ჰქონდა და 40 000 ტონა საბჭოთა მარაგი განადგურდა, ნათქვამია Unian-ის სტატიაში, რომელიც Politico-ს განცხადებას ეძღვნება.

 

უკრაინული გამოცემა იმის შესახებაც წერს - რა უნდა გავაკეთოთ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში:

 

მჭიდროდ დახურეთ ფანჯრები და კარები, სავენტილაციო ღიობები, ბუხრები;

ფანჯრების ბზარები დალუქეთ ქაღალდით ან ლენტით;

ჩართეთ ტელევიზორი ან რადიო დამატებითი ინსტრუქციებისთვის;

გააფრთხილეთ ახლობლები საფრთხისა და შესაძლო ევაკუაციის შესახებ;

გამორთეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და გაზი.


 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up