საქართველო-აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივები - სპეციალისტებს ურთიერთსაპირისპირო პროგნოზები აქვთ

საქართველო-აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივები - სპეციალისტებს ურთიერთსაპირისპირო პროგნოზები აქვთ

access_time2018-11-05 09:00:00

რამდენად რეალურია უახლოეს მომავალში აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება და რამდენად მოგებიანი დოკუმენტი იქნება ეს საქართველოს ეკონომიკისთვის - ამ კითხვებით „კომერსანტი“ დარგის სპეციალისტებს გაესაუბრა. თუმცა ვიდრე მათ შეფასებებზე გადავალთ, გეტყვით რომ აშშ-ს დღევანდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპიმ მედიასთან არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია ზოგადად თავისუფალ ვაჭრობასთან მიმართებაში. 



  • პირველი— იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება  თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფორმირებას, რაც გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან და იაპონიასთნ;


  • მეორე— ტრამპი უკვე სერიოზულად განიხილავს ტრანსატლანტიკური პროექტზეც უარის თქმას, რაც გულისხმობდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფორმირებას ევროკაშირთან.


მსოფლიოში მიმდინარე მსგავსი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ წერილით მიმართა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაითჰაიზერს მხარეებს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაფორმების მიზნით.


 

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთოებების გაღრმავება ერთი შეხედვით მიმზიდველად ჟღერს, როგორც ჩანს, საზოგადოებაში აზრი მაინც ორადაა გაყოფილი. დარგის სპეიცლსიტების ნაწილი ყურადღებას მოსალოდნელ გარე ეფექტებზე ამახვილებს და განამარტავს, რომ ამგვარი თანამშრომლობით საქართველო უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე მოიგებს.


 

„უმრავლესობას შეიძლება ძალიან გაუხარდეს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება, მაგრამ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია გასათვალისწინებელი. ჩვენთან ექპროტის მოცულობა ნებისმიერ სხვა ქვეყენასთან შედარებით ძალიან მცირეა და იმპორტიც ბევრად აღემატება ექსპორტს. არადა, ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორეს ექსპორტის  განვითარებაა პრიორტეტული, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებმა შეძლონ დაწინაურება. მოგეხსენებათ, ეკონომიკის რეალური სექტორი, რომელსაც შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული.  ჩინეთის მაგალითი რომ ავიღოთ, თუ პირობითად აქედან გადის 1 მლრდ. აშშ დოლარის პროდუქტი, სანაცვლოდ 10 მლრდ. აშშ. დოლარის იმპორტი შემოდის. თანაც ჩინეთს აქვს რესურსი პროდუქტი დაბალი თვითღირებულებით აწრამოოს და ზოგიერთ შემთხვევაში დემპინური ფასითაც არის წარომოდგენილი. ამის ფონზე ჩვენი პროდუქცია კარგავს კონკურენტუნარიანობას და მცირე-საშუალო ბიზნესი სათანადოდ ვერ ვითარდება. იგივე სქემა ამუშავდება ამერიკის შემთხვევაშიც და საბოლოოდ უფრო მეტს წავაგებთ, ვიდრე მოვიგებთ“,- განამარტავს ეკონომისტი, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.



 

ხომიზურაშვილის პოზიციას არ იზიარებს თსუ-ს პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მისი განმარტებით ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთოები ორივე მხარისთვის მომგებიანია. საქართველოს შემთხვევაში საექსპოროტო პოტენციალი აქვს ფეროშენადნობებს, მცირე რაოდენობით სასუქებს, მინერალურ წყლებსა და ღვინოებს. დამატებით, შესაძლებელია მესამე ქვეყნის დაინტერესებულმა ინვესტორებმა საქართველოში აწარმოონ რაიმე პროდუქტი, რასაც დამღას დაასვამენ, რომ - წარმოებულია საქართველოში. უკვე შემდგომ ამ დაღმით დასმული პროდუქტი აშშ-ში გაიტანონ.


 

„ჩვენთვისაც მომგებიანი ინიციატივაა და ამერიკისთვისაც. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, საქართველოს აქვს კარგი გეოსტრატეგიული მდებარეობა. ამოქმედებულია თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა დსთ -ს სივრცეში, ჩინეთთან, თურქეთთან; ასევე თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ევროკავშირთან. ამდენად კარგი პირობებია იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შესაბამისი ბაზრებით. შეეძლებათ იგივე სქემა გაატარონ ქართულ ეკონომიკაში, ანუ პროდუქტი დაამზადონ აქ და დაასვან დამღა - დამზადებულია საქართველოში. მერე გაიტანონ ვთქვათ, დსთ-ს სივრცეში“,- აღნიშნავს გიორგი ღაღანიძე.


 

„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფორმება უახლოეს მომავალში მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ დონალდ ტრამპი არ გეგმავს იგივე სახის ურთიერთობების დამყარებას ჩინეთთან და განიხილავს ევროკავშირთანაც შეაჩეროს ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, დავით ღონღაძის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე ამ მხრივ მეტი შანსები აქვს.


 

„პირველ რიშგი, გეტყვით, რომ რეალურად მიმაჩნია ამ პროექტის განხორციელება თუ მაგალითად შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეთანხმების სარგებლიანობას შეისწვალის ორივე მხარისთვის. მსგავსი პირველი ნაბიჯი როგორც კი გადაიდგმება, მაშინ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით ორ წელში რეალობად იქცეს დოკუმენტის გაფორმება. რაც შეეხება ტრამპის დღევანდელ ქმედებებს, ჩინეთი და ევროკავშირი სულ სხვა პოლიტიკაა, საქართველო კი ძალიან პატარა ქვეყანაა, რომელიც დიდი მოთამაშე არ არის. ამიტომაც მეტი შანსები გვაქვს, რატომაც არა?!“, -აღნიშნავს ღონღაძე.



შეგახსენებთ, როგორც აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ თავის წერილში აღნიშნა საქართველო აშშ-ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სფეროში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო ასრულებს ძირითად როლს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ერებს შორის სავაჭრო ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს  პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას.



სალომე ლემონჯავა





ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

 ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს
access_time2019-11-21 18:00:58
„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და...

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები

27 მლნ ლარის ზარალი ერთ წელიწადში - როგორია „კარფურის“ შემოსავლები
access_time2019-11-21 17:00:42
ტექნიკის მაღაზიების შემდეგ მომხმარებელს შიდა განვადებას ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც სთავაზობს.თუმცა, ერთი განსხვავებით - ჰიპერმარკეტის განვადების პერიოდი მხოლოდ 3 თვეს მოიცავს. თანაც, მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ თანხის დაფარვის შემდეგ გადაეცემა. Carrefour-ის სერვისით „ლეი-ბაი“ სარგებლობა ყველას შეუძლია, ვისაც სურს 200 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეძენა. პირველადი შენატანი 20%-დან იწყება. თუმცა შეზღუდულია სარგებლობის პერიოდი და ის მხოლოდ 90 დღით განისაზღვრება,...

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება

ლუქსემბურგი - პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტრანსპორტი უფასო გახდება
access_time2019-11-21 20:30:48
ლუქსემბურგი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი და ლუქსემბურგის კოალიციური მთავრობა აცხადებენ, რომ ისინი მატარებლებზე ტრამვაისა და ავტობუსებზე ტარიფებს შემდეგი წლის ზაფხულიდან გააუქმებენ. სამსახურისკენ რამდენიმე საათიანი მგზავრობებისა  და ჰაერის დაბინძურების გათვალიწინებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ახალი ნაბიჯი საცობების სიმრავლით მსოფლიოში ცნობილ ლუქსემბურგს მეტად...

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარადგინა
access_time2019-11-21 15:15:38
დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი...

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა

სებ-ს მთავრობაც დაუპირისპირდა
access_time2019-11-21 16:00:56
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თავზე საავდროდაა მოღრუბლული. კანონმდებლობით სებ-ისთვის განსაზღვრულ მთავარ ამოცანას, - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ანუ ინფლაციის მაჩვენებლის მართვას ისე, რომ ეს უკანასკნელი თარგეთირებულ, ანუ ნაპროგნოზებ, ანუ მიზნად დასახულ დონეს არ გასცდეს, ეროვნული ბანკი ვეღარ ახერხებს და რაც უარესია, განცდა იმისა, რომ სიტუაციას მართავს და მას უახლოეს ხანში გამოასწორებს, არ...


მსგავსი სიახლეები

up