გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ქრისტიან ლინდრენმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ აშშ-ში ინფლაციასთან ბრძოლის საწინააღმდეგო ზომების პაკეტის გამო ამ ქვეყანასთან სავაჭრო ომი შეიძლება გაჩაღდეს, რის ინტერესი, მინისტრის თქმით, გერმანიას არ შეიძლება ჰქონდეს და ამიტომ ეკონომიკურ დიპლომატიას უნდა მიმართოს.
საფრანგეთისგან განსხვავებით, გერმანია მჭიდროდ არის დაკავშირებული ამერიკის ბაზართან, განუცხადა ლინდნერმა „ველტ ამ ზონტაგს“ და გააკრიტიკა აშშ, რომელთანაც მისი თქმით, გერმანიას საერთო ფასეულობები აქვს, მაგრამ, რომელიც, ფართო პროტექციონისტულ ეკონომიკურ პოლიტიკას მიმართავს.
კრიტიკის ფონია კლიმატის დაცვის სფეროში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია. იმ საწარმოებს, რომლებიც აშშ-ში წარმოებულ პროდუქტს მოიხმარენ ან ქვეყნის შიგნით აქვთ წარმოება, ვაშინგტონი მიზნობრივ საფინანსო დახმარებას უწევს და მათ გადასახადებზე შეღავათებს სთავაზობს. ამ პოლიტიკას ევროპაში აკრიტიკებენ.
საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ამ კვირაში გამართული შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხოლოდ მცირე ცვლილებების შესაძლებლობაზე ილაპარაკა. თეთრმა სახლმა ამავე დროს გამოაცხადა, რომ საკანონმდებლო ნორმები უცვლელი რჩება, იტყობინება გერმანიის რადიო - „დოიჩლადნფუნკი“.