აშშ შოპაჰოლიკების ქვეყნად იქცა - კვლევა

აშშ შოპაჰოლიკების ქვეყნად იქცა - კვლევა

access_time2021-11-28 23:00:33

ზოგადი ცოდნის ნაწილია, რომ აშშ-ს ეკონომიკა ხარჯვის მიმართ ამერიკელების გაუმაძღარ მადაზეა დამოკიდებული. აშშ-ს საყოფაცხოვრებო მოხმარება მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 67%-ს შეადგენს. თუმცა, მოულოდნელად ისე მოხდა, რომ ამერიკელები ვეღარ ხარჯავენ ისე, როგორც ადრე. მაღაზიების თაროები ცარიელდება. სასურველი მანქანის, მაცივრის ან ავეჯის პოვნას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს. თუ ასე გაგრძელდა, ამერიკელებს ცხოვრება ევროპელების მსგავსად მოუწევთ.

ბოლოს და ბოლოს, ამერიკელები ყოველთვის ასე არ იქცეოდნენ. აშშ-ში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება 1990 წლიდან 2015 წლამდე დაახლოებით 65%-ით გაიზარდა. ეს ევროპის დაახლოებით 35%-იან ზრდასთან შედარებით. გერმანიაში კი საოჯახო მოხმარება მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 50%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების ხარჯვის ჩვევები პანდემიის დროს შენელდა, ყველა დეფიციტის მიუხედავად, აშშ-ს მოსახლეობა ხარჯვის ძველებურ ტემპს უბრუნდება.

პანდემიამ გლობალური ბაზრის დაუცველობა გამოავლინა. პორტებში შეფერხებები, პირველად მრავალი ამერიკელის ცხოვრებაში, პროდუქტის დეფიციტს იწვევს. საბოლოოდ პორტის პრობლემები, სავარაუდოდ, მოგვარდება. თუმცა, მაინც არსებობს მიზეზები იმის დასაჯერებლად, რომ ჭარბი მოხმარების ერა დასრულდა. ჯერ კიდევ პანდემიამდე, აშშ-ს მთავრობამ ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად მეტი სუბსიდიები და ტარიფები დააწესა. ეს შეიძლება ნიშნავს, რომ მეტი საქონელი დამზადდება ამერიკაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნაკლები ვაჭრობა ნაკლებ მრავალფეროვნებასა და მაღალ ფასებს ნიშნავს.

მოკლედ, უფრო მაღალი ფასების, ეკოლოგიურად შეგნებული მოსახლეობისა და ნაკლები ვაჭრობის ფონზე, ამერიკელებს შესაძლოა, ევროპელების მსგავსად მცირე მოხმარებაზე გადასვლა მოუწიოთ. 


რას ნიშნავს ეს აშშ-ს ეკონომიკისთვის? მოხმარების ევროპული დონე ბუნებრივად თანაარსებობს ეკონომიკური ზრდის დაბალ დონესთან. როგორც ჩანს, აშშ-ს ჭარბი მოხმარება არის ის, რაც ეკონომიკას აძლიერებს. თუმცა, აუცილებელი არაა ეს ასე იყოს. ამერიკა შოპაჰოლიკების, ანუ საყიდლებზე დამოკიდებული ადამიანების ქვეყნად იქცა. გრძელვადიანი, მდგრადი ზრდა ვერ იქნება ჭარბი, არასაჭირო მოხმარების შედეგი. ზრდა მოდის ტექნოლოგიებიდან და ინოვაციებიდან, როცა ახალ პროდუქტები და საქმის კეთების უკეთესი გზები იქმნება. მოხმარებაზე დაფუძნებული ეკონომიკა მდგრადი არაა.


წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up