აშშ-ში ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელი - ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას საქართველოსთან

აშშ-ში ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელი - ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობას საქართველოსთან

access_time2019-02-08 22:30:15

არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ, როგორც შუალედური პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა, სრულ კონტროლს მოვიპოვებთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიმუშავებთ საქართველოსთან, – განაცხადა აშშ-ში ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა კარლოს ალფრედო ვეკიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ, რა დროსაც ასევე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით.



„ჩვენ გვინდა, გავხსნათ ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ მათთან ერთად ვართ და მათ საქმეს მხარს ვუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს და ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ერთადერთ ქვეყანას, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიებზე. არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა კარლოს ალფრედო ვეკიომ.



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალფრედო ვეკიომ დადებითად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ვენესუელის დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის.




„ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. გვინდოდა, საქართველოს დელეგაციისთვის მადლობა გადაგვეხადა ჩვენი საქმის, კერძოდ კი, ვენესუელის დროებითი მთავრობის პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ალფრედო ვეკიომ.



შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პოზიცია ვენესუელასთან მიმართებაში. მისი განცხადებით, საქართველო არასდროს აღიარებდა მადუროს რეჟიმს; აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, არ ცნო 2018 წელს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ცალსახად არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მისი თქმით საქართველო აღიარებს ეროვნულ ასამბლეას, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს და ხუან გუაიდოს როგორც დროებით პრეზიდენტს.



როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებს, რომ ქვეყანა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ორ ქვეყანას შორის აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობები, რაც დაფუძნებული იქნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე.



1tv.ge





„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

„რადიოქალაქის“ პროექტზე აქუციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
access_time2019-02-19 21:45:40
„ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ აუქიონს რადიოქალაქის პროექტზე“,— ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook-ლაივში განაცხადა. „კომერსანტის“ კითხვაზე, რომელი კომპანია ჩაიბარებს პროექტს, როგორც კალაძემ განაცხადა ამ ეტაპზე უცნობია და აუციონის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.  „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. ზოგადად გლდანის, თემქის და მუხიანის მოსახლეობისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო...

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს

სატრანსპორტო გენერალურ გეგმაზე მუშაობას მერია ზაფხულიდან დაიწყებს
access_time2019-02-19 21:53:39
„კომერსანტის“ კითხვაზე, რამდენად რეალურია დიდ დიღომში მიწისზედა მეტროსაგდურის მშენებლობა და თუ იგეგმება ამ კუთხით კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც მერის მაოდგილებ მაია ბითაძემ განაცხადა დიდი დიღმის განვითარება ორი მიმართულებით იგეგმება.  „ფაქტია, დიდ დიღომში გადაადგულება პრობლემას წარმოადგენს და მგზავრთნაკადთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ვგეგმავთ ამ ადგილის ორი მიმართულებით განვითარებას. პირველი, ჩვენ ზაფხულის ბოლოს აზიის...

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“

სოფო ხუნწარია: „ღამის ეკონომიკის ფარგლებში ძალიან მალე ფუდ-გარდენი მოეწყობა“
access_time2019-02-19 21:33:00
„კომერსანტის“ კითხვაზე, როდის იგეგმება ღამის ეკონომიკის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განხორციელება, როგორც თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ განაცხადა ძალიან მალე ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მოეწყობა ფუდ-გარდენი, იგივე მოძრავი კვების ობიექტები.  „ღამის ეკონომიკა ეს არის კომუნიკაცია მერიასა და  მცირე ბიზნესს შორის, ასევე მოსახლოებასთან,...

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა

თბილისის ვიცე- მერი „ცენტრ-პოინტის„ დაზარალებულებზე - მიმდინარეობს ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე მუშაობა
access_time2019-02-19 19:15:56
თბილისის მერი კახა კალაძე ამ წუთებში მოადგილეებთან ერთად facbook-live-ში მოსახლეობის კითვებს პასუხობს. პირველი თემა, რასაც კალაძე შეეხო ეს კომპანია „ცენტ-პოინტის“ მიერ დაზარალებულებია.  თემაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე გადაწყტვეილება მიღებული არ არის. მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ყველამ ვიცით, რომ 4000-ზ მეტი ოჯახია დაზარალეული და რა თქმა უნდა, თბილისის მერიას აქვს როლი ამ პრობელემების დარეგულირებაში. გარდა...

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით

Forbes.ru: საქართველო - ბლექ-ჯეკით და ხაჭაპურით
access_time2019-02-19 20:00:47
"საქართველოსადმი რუსების ინტერესის ზრდა შესამჩნევია არასპეციალისტებისთვისაც კი - საკმარისია ჰკითხოთ ნაცნობებს, სად გაატარეს მათ შვებულება და ალბათ, გამოკითხვის 10 მონაწილეს შორის მოიძებნება 1 ან 2-3 ადამიანი, რომელიც ისვენებდა საქართვლოში," — წერს Forbes.ru. გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტ რუსს იზიდავს თბილისის გასტრონომიული სიუხვე, კახეთის ღვინოები, სვანეთის პეიზაჟები და ბათუმის თბილი...


მსგავსი სიახლეები

up