აშშ-ში უსაფრთხო მგზავრობის აღდგენისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება

აშშ-ში უსაფრთხო მგზავრობის აღდგენისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება

access_time2021-06-09 14:30:00

ბაიდენის ადმინისტრაცია კანადასთან, მექსიკასთან, ევროკავშირთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად სამუშაო ჯგუფებს შექმნის, რომ 15-თვიანი პანდემიური შეზღუდვების შემდეგ ორმხრივი მგზავრობა უსაფრთხოდ აღადგინოს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.


სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს ძირითადი ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასვლის აკრძალვაზე ადმინისტრაცია გადაწყვეტილების ნაჩქარევად გაუქმებას არ აპირებს, რადგან სამუშაო ჯგუფებს საქმიანობისთვის დრო დასჭირდებათ. თეთრმა სახლმა ავიაკომპანიები და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფების შექმნაზე საქმის კურსში უკვე ჩააყენა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფების ნებისმიერი გადაწყვეტილება „მთლიანად იქნება დაფუძნებული მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების ობიექტურ ანალიზსა და რეკომენდაციებზე.“


სამუშაო ჯგუფებს უხელმძღვანელებენ თეთრი სახლის კოვიდზე რეაგირების ჯგუფი და ეროვნული უშიშროების საბჭო. მასში ჩაერთვებიან დაავადების კონტროლის ცენტრი და აშშ-ს სხვა სააგენტოები.


გუშინ ამერიკის დაავადების კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ 110 ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, მექსიკაში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკასა და ირანში სამოგზაურო რეკომენდაციებს არბილებს, მაგრამ ყველანაირი კოვიდშეზღუდვა ძალაში რჩება. ცენტრის დირექტორი, როშელ ვალენსკი აცხადებს, რომ აშშ-ში შემოსვლის შეზღუდვები, რომლებიც 2020 წლიდან მოქმედებს, უწყებათაშორისი მოლაპარაკების საგანია და ამ მხრივ წინსვლა მხოლოდ რეალურ მონაცემებზეა დამოკიდებული.


ბაიდენის ადმინისტრაცია ზოგიერთმა კანონმდებელმა გააკრიტიკა, რომ სახმელეთო შეზღუდვების გამო კანადის საზღვართან მცხოვრები აშშ-ს სათვისტომოები ეკონომიკურ სირთულეებს აწყდებიან. შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ ავიაკომანიებიც, რადგან დიდი ბრიტანეთის, ევროპის შენგენის ზონის 26 ქვეყნის, ირლანდიის, ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის, ირანისა და ბრაზილიის მოქალაქეები აშშ-ში სამოგზაუროდ ვერ ჩადიან. ასევე, აკრძალულია მექსიკასა და კანადასთან სახმელეთო საზღვის გადაკვეთა ისეთი მგზავრობებისთვის, თუკი გადაუდებელი არაა და ე.წ. მეორეხარისხოვანია.


Airlines for America-ს სავაჭრო ჯგუფი, რომელშიც American Airlines, Delta Air Lines, Southwest Airlines და სხვა ავიაკომპანიებია გაერთიანებული, სამუშაო ჯგუფების შექმნას მიესალმა. თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ჯგუფებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ და სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს აშშ-ში ჩასვლის საშუალება მალაე მისცენ.



„აქ გასაღები მხოლოდ სწრაფი მოქმედებაა,“ - აცხადებენ Airlines for America-ში.


დროულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს ავიაკომპანია United Airlines, რომელშიც იმედოვნებენ, რომ სამუშაო ჯგუფები შედეგს მეტად დაძაბული საზაფხული სეზონის წინ დადებენ.


„მგზავრობების სწრაფად აღდგენის სტრატეგია როგორც ტურისტების, ისე ეკონომიკურ ინტერესებში შედის,“ - აცხადებენ ავიაკომპანიაში.


ორშაბათს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის სამგზავრო რეისების მქონე ყველა ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ორივე ქვეყნის მთავრობას ტრანსატლანტიკურ მგზავრობებზე შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდა. ისინი არ მოელიან, რომ თეთრმა სახლმა, სულ მცირე,4 ივლისამდე შეზღუდვები მოხსნას, რადგან ადმინისტრაცია სულ უფრო მეტი ამერიკელის ვაქცინირებას ცდილობს.


სამუშაო ჯგუფების შექმნას მიესალმა აშშ-ს მოგზაურთა ასოციაციაც.


„სამთავრობო და კერძო სექტორის ერთობლივ მიზნობრივ ჯგუფებს შესწევთ ძალა, სწრაფად შეიმუშაონ საერთაშორისო მგზავრობების აღდგენის გეგმა, რომ შეიქმნას სტბილური სამუშაო ადგილები და აღდგეს ეკონომიკა,“ - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.


BPN.GE



თეგები:
მგზავრობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up