აშშ-ში მიმდინარე წლის მაისში უმუშევრობის დონემ 13,3%-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გასულ თვეში უმუშევრობის მაჩვენებელი 14,7%-ს შეადგენდა და ექსპერტები მაისში ამ მაჩვენებლის 20%-მდე გაზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა წინა თვესთან შედარებით უმუშევართა რიცხვი 2,5 მილიონით შემცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge