თოვლს, წვიმასა და სეტყვას ამერიკის შეერთებულ შტატებში ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქია ალაბამის, მისისიპის, კენტუკის, ტენესისა და არკანზასის შტატებში მძვინვარებს.
257 ათასი სახლი და ბიზნეს დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უამინდობის გამო ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, 18 მილიონი ადამიანი სხვადასხვა შტატში ტორნადოსა და წყალდიდობის საფრთხის წინაშე დგას.
Imedinews