აშშ-ში ტრამპის მხარდამჭერ მოსწავლეს „ვაშინგტონ პოსტი“ ცილისწამების გამო 250 მლნ-ს გადაუხდის

აშშ-ში ტრამპის მხარდამჭერ მოსწავლეს „ვაშინგტონ პოსტი“ ცილისწამების გამო 250 მლნ-ს გადაუხდის

access_time2020-07-26 20:00:25

კათოლიკური საშუალო სკოლის მოსწავლემ ნიკ სენდმანმა პარასკევს გააკეთა განცხადება, რომ იურისტების ჯგუფმა რომელიც მის ინტერესებს იცავს, The Washington Post-ისგან ცილისწამებისთვის 250 მლნ დოლარის კომპენსაციაზე თანხმობა მიიღო. ამის შესახებ dailywire იუწყება.

„19.02.19 მე შევიტანე სარჩელი 250 მილიონ დოლარზე „ვაშინგტონ პოსტის“ წინააღმდეგ. დღეს მე 18 წლის გავხდი და WaPo-ი თანახმაა, გადაიხადოს კომპენსაცია. მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს.“  მან ასევე დასძინა: „მოლაპარაკება შედგა WAPO და CNN-თან, ბრძოლა არ დამთვრებულა . მადლობა ჩემს ოჯახს და მილიონობით თქვენგანს, ვინც ამდენი ხნის მანძილზე მხარს მიჭერდა“,-წერს 18 წლის მოსწავლე. 

შეთანხმება რომ არ შემდგარიყო, სასამართლო პროცესი მედიასაშუალებების მიერ ფაქტების დამახინჯებული და ცალმხრივი გაშუქების გამო უნდა გამართულიყო. საქმე ეხება 2019 წლის იანვარში საპროტესტო აქციას, როდესაც სენდმანს და ინდიელთა ტომის, ომაჰას უხუცესს შორის დაპირისპირება მოხდა და მედიამ სანდმენი აგრესორად წარმოაჩინა.

კომპენსაციის გადახდაზე თანახმაა CNN-იც, თუმცა თანხა არ სახელდება. ახლა სანდმენის მხარდამჭერ იურისტებს კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებასთან მოუწევთ დაპირისპირება. თანხის სავარაუდო რაოდენობაა 600-დან 800 მილიონ დოლარამდეა!.

ცნობისთვის, კენტუკის შტატის ქალაქ კოვინგტონში 2019 წელის იანვარში კათოლიკური სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აბორტის საწინააღმდეგო აქციაში. მათ შორის იყო 16 წლის ნიკოლასი, რომელსაც თავზე ეხურა წითელი კეპი ტრამპის მხარდამჭერი სლოგანით Make America Great Again. როდესაც მოზარდები აქციიდან ბრუნდებოდნენ, შემთხვევით, გზაში შეხვდნენ 2 სხვადასხვა მიტინგის მონაწილეებს. მათ შორის ერთი- ტრამპის საწინააღმდეგო აქცია იყო. ნიკოლასის კეპის დანახვაზე მას მიუახლოვდა ეთნიკურ ფორმაში გამოწყობილი ტომის უხუცესი და მოზარდის სახესთან დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა დაიწყო. 


 მედიასაშუალებები, რომლებსაც მოგვიანებით სენდმენმა უჩივლა, იუწყებოდნენ, რომ 16 წლის მოსწავლემ პროვოცირება გაუკეთა აქციის მონაწილეს, ასაკოვან ვეტერანს. მათი ცნობით, ბიჭი აგრესიით და განსაკუთრებული ცინიზმით მოეპყრო აქციის მონაწილეს.

როგორც სენდმენი ტელეინტერვიუში ამბობს, ერთადერთი ემოცია, რაც მან იმ დროს გამოხატა, ეს იყო ღიმილი, რითიც აგრძნობინა მოწინააღმდეგეს, რომ ამ ღიმილის გარდა მისგან სხვა ემოციას ვერ მიიღებდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მოზარდის თქმით, მედიასაშუალებები მის ბულინგს აგრძელებდნენ, რამაც ბიჭის ცხოვრება შეცვალა. სკოლამ, სადაც ის სწავლობდა, მისი ქმედება დაგმო და გარიცხვასაც აპირებდა. ნიკოლასს პრობლემები შეექმნა უმაღლეს სასწავლებელში მიღებასა და სამსახურის შოვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მიმართა იურისტების ჯგუფს დახმარებისთვის, რომ ამას ბოლო მოღებოდა. 

მოგვიანებით „ვაშინგტონ პოსტმა“ დაწერა, რომ პოლიციამ ნიკოლას სენდმენის ქცევაში რასიზმის და აგრესიის ნიშნები ვერ დაინახა, თუმცა მედიასაშუალება კომპენსაციის გადახდას მაინც ვერ გადაურჩა. 

წყარო: infopostalioni.com


თეგები:
ტრამპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up