NBA-ში სათამაშოდ ამერიკაში წასული გიორგი ნადირაძე amazon-ში აღმოჩნდა, სადაც ერთადერთი ქართველი ფინანსისტია

NBA-ში სათამაშოდ ამერიკაში წასული გიორგი ნადირაძე amazon-ში აღმოჩნდა, სადაც ერთადერთი ქართველი ფინანსისტია

access_time2022-04-29 16:30:00

ელექტრონული კომერციის მსოფლიოში უმსხვილეს პლატფორმა amazon-ზე ფინანსისტად 27 წლის გიორგი ნადირაძე მუშაობს, ის amazon-ში ერთადერთი ქართველი ფინანსისტია. თუ რა გზა გაიარა ამისთვის მან და როგორ დასაქმდა მსოფლიოს წამყვან პლატფორმაზე, ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ისაუბრა. 


გიორგი ნადირაძის თქმით, ამაზონში მოხვედრა მისი ოცნება არ ყოფილა, აშშ-ში კალათბურთის სათამაშოდ ჩავიდა, რადგან მთელი ცხოვრება NBA-ში მოხვედრაზე ოცნებობდა, ამ ოცნების რეალიზება გიორგისთვის  რთული აღმოჩნდა, თუმცა აშშ-ში სწავლისთვის მოპოვებული დაფინანსება და სწავლის პერიოდში შეძენილი კონტაქტები amazon-ში დასაქმებაში დაეხმარა.


„ჩემი ოცნება  ამაზონში მოხვედრა  არ ყოფილა, აქ  კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედი, მთელი ცხოვრება NBA–ში წასვლა მინდოდა, თუმცა ეს ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ კალათბურთის მეშვეობით  ჩამოვედი აქ, მოვიპოვე  დაფინანსება, რითაც  შევძელი სწავლის გაგრძელება,  რომელიც დაფინანსების გარეშე  ძალიან  ძვირია და ძალიან გამიჭირდებოდა  აქ  მოხვედრა,  მადლობელი ვარ, რომ მისი  მეშვეობით გამიჩნდა ინტერესები, მათემატიკა  ყოველთვის მომწონდა და ნელ-ნელა  გზაზე რომ დავდექი,  გავიჩინე კონტაქტები, მენტორები და მათი მეშვეობით აღმოვჩნდი  ამაზონში“, -  აღნიშნა გიორგი ნადირაძემ.


კითხვაზე, თუ როგორი წარმოსადგენია ამხელა კომპანიაში მოხვედრა და რაზე დგას ეს ყველაფერი, გიორგი ნადირაძე პასუხობს, რომ უმთავრესი შრომა და კონტაქტებია. 


„უმთავრესი  ყოველთვის არის  შრომა და კონტაქტები, მნიშვნელობა არ  აქვს  ეს ქვეყანა  ამერიკა  იქნება  თუ  სხვა  ქვეყანა, მნიშვნელოვანია  კონტაქტები,  გამართლება და შესაძლებლობები, მაგრამ  ძალიან ხშირად  ყურადღება ექცევა სწორ შრომას, სწორი  შრომა არის  არა მარტო ის, რომ შეგეძლოს  12  საათი  ლეპ -ტოპთან ჯდომა  და  მუშაობა,  არამედ  ისიც,  რომ  მიხვდე რა  განსხვავებაა  “hard work“-სა და „smart work“-ს შორის. 


როცა  დიდი შრომას  დებ, ამით  სწავლობ  ახალი  საგნების  უფრო მალე  ათვისებას და  სიძნელეების  დაძლევას და  როცა შენ, რა დროც არ უნდა იყოს და რა დღეც არ უნდა იყოს, ამ პრობლემის დაძლევა შეგიძლია და ამას აჩვენებ, ეს ამერიკაში და  განსაკუთრებით  ისეთ  კომპანიაში, როგორც ამაზონია, ძალიან ფასდება. 


ერთი რასაც მივხვდი სხვა  კომპანიებისგან  განსხვავებით, ამაზონში არის  ის,  რომ აქ როცა მოხვდები, თითქმის  ყველა გზა  გაქვს  ხსნილი, რომ მიაღწიო იმას რაც  გინდა,  თუმცა მოხვედრის პროცესს ყველანაირად ართულებენ“, -  აღნიშნა გიორგი ნადირაძემ.


ნადირაძემ გასაუბრების ეტაპებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის სამი ეტაპისგან შედგება, პირველი ეტაპი სატელეფონო ინტერვიუა, შემდეგი ლაივ ინტერვიუა მენეჯერთან, ხოლო ბოლო – მესამე ინტერვიუ ყველაზე რთული ინტერვიუა და გასაუბრება ხუთ სხვადასხვა ადამიანთან ხდება.


„მესამე ინტერვიუს  სირთულე  გამოიხატება  იმაში,  რომ  შეკითხვები  არ  არის დაკავშირებული ფინანსებთან, უფრო აინტერესებთ  როგორი  ადამიანი ხარ და  როგორ  მოერგები  მათ  კულტურას, ამისთვის ამაზონს  აქვს  14 ბიზნეს  პრინციპი, რაზეც ითხოვენ, რომ  ყველა  ადამიანი ერგებოდეს და ადგენენ  იმას ერგები თუ არა, ინტერვიუზე ხვდები არა მარტო  შენი,  არამედ  სხვა დეპარტამენტის  წევრებსაც  იმისთვის,  რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდეს, რომ შენ ხარ  კარგი  კადრი ამაზონში მოსახვედრად და  შეძლებ მათი კულტურის კარგად წარმოჩენას“, -  აღნიშნა გიორგი ნადირაძემ. 


რაც შეეხება საქმიანობას, გიორგი ნადირაძე ამბობს, რომ ამაზონს ბევრი პატარა კომპანია აქვს და მუშაობს a9 და alexa - სთვის და ამაზონს ფინანსების თვალსაზრისით ეხმარება. 



„ამაზონს აქვს  ბევრი  პატარა  კომპანია  მე   ვმუშაობ a9 და alexa - სთვის და ამაზონს ფინანსების მიმართულებით ვეხმარები, ჩემი ძირითადი ფუნქცია არის მათ აქტივობებზე თვალის დევნება, ვინც ამაზონზე რეკლამას ათავსებს, ვაკვირდები რამდენ წამს ატარებს ადამიანი ჩვენ პორტალზე ჩვენი რეკლამის სანახავად, ამას ვითვლი და ვაგზავნი. კომპანიებთან alexa-ს მიმართულებით მიწევს საგადასახადოების შევსება, სარეკლამო მხარე ყველაზე რთული და რუტინულია, ბევრს  არ  სმენია, მაგრამ ვინც  კი რეკლამას  დებს ჩვენ  პორტალზე  ყველაფერი  ჩვენ  ხელში  გადის და  ბევრ საქმეს იწვევს. ამხელა კომპანიაში მუშაობა ძალიან რუტინულია, თუმცა საინტერესო.


მე გამიმართლა, რომ აქაური მენტორები და კონტაქტები  გავიჩინე,  იმიტომ რომ ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ კომპანიაში ხვდები და საიდან  გინდა  სამსახურს  მიღება, იმიტომ რომ უმეტეს  კომპანიებს არ  გააჩნიათ სახსრები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე  სამუშაო  ვიზით  დაასპონსორონ,  რაც  ძალიან  დიდი  პრობლემა და მთავარი მიზეზია იმისა, თუ  რატომ უჭირს  უცხოელს  აშშ- ში სამსახურის  შოვნა, მე ორივე სამსახურში  ძალიან  გამიმართლა  იმიტომ,  რომ  სტარტაპიც  ისეთი  კომპანია  იყო  რომ სამუშაო ვიზის დაფინანსების სახსრები  ჰქონდათ”, -  აღნიშნა გიორგი ნადირაძემ.


რაც შეეხება გეგმებს და მიზნებს, ნადირაძე ამბობს, რომ მისი მიზანი amazon prime-ში გადასვლაა.


“ჩემი მიზანი amazon prime-ში გადასვლაა, სადაც  prime studio ძალიან ბევრ დოკუმენტურებს აკეთებს, იქ გადასვლა იმიტომ მინდა, რომ  მათი სათავო  ოფისი არის  ლონდონში და მინდა ლონდონში ცხოვრება, მაგრამ ვცდილობ  რომ  სამსახური, რომელიც დღეს მაქვს, გამოვიყენო, უფრო მეტი ვაკეთო და დავამტკიცო, რომ ნამდვილად მეკუთვნოდა შანსი, რომელიც აქ მუშაობით მომცეს”,  - აღნიშნა გიორგი ნადირაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე



თეგები:
აშშ amazon



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up