ამერიკული სავაჭრო ცენტრები კარგავენ მოიჯარეებს, მათ შორის ნაწილი რჩება მაღაზიების და კლიენტების გარეშე, ნაწილი კი - საერთოდ იხურება - წერს The Wall Street Journal.
ამ ეტაპზე ეს პროცესი ძირითადად მცირე ქალაქებს შეეხო, თუმცა შემთხვევები უკვე არის დიდ ქალაქებშიც - იქაც სულ უფრო და უფრო ხშირად ნახავთ დახურულ სავაჭრო ცენტრებს.
ამან სერიოზული რისკი შექმნა ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც კომერციული ფართის გაქირავების ბაზარზე მუშაობენ.
რითეილი მიდის ინტერნეტში
სავაჭრო ცენტრების და მაღაზიების დახურვის ძირითადი მიზეზია ინტერნეტ-ვაჭრობის სწრაფი ზრდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის მე-2 კვარტალში ინტერნეტზე მოდის აშშ-ს მთელი ვაჭრობის 9,6% - პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 9,5%-ს.
სულ უფრო მეტი გაყიდვები გადადის ონლაინ რეჟიმში, რომელიც პირველ ეტაპზე ბიზნესის ზრდას ახალისებდა, თუმცა შემდეგ, ინტერნეტ-ვაჭრობა გახდა პირდაპირი კონკურენტი - დღეს რითეილერებს უკვე არ სჭირდებათ მაღაზიების დიდი რაოდენობა - ამბობს ინვესტორი და სავაჭრო ქსელ Saks Fifth Avenue-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ სადოვი.
მისი თქმით, მოგების მომტანი აქტივის ნაცვლად ტრადიციული მაღაზიები სულ უფრო მეტად წარმოადგენენ ზედმეტი ხარჯების წყაროს - ინტერნეტ-ვაჭრობისგან განსხვავებით, რეალური ვაჭრობა ითხოვს დიდ თანხებს იჯარაზე, კომუნალურ მომსხურეობაზე და თანამშრომლების ხელფასებზე.
რა თქმა უნდა, სავაჭრო ცენტრებს, განსაკუთრებით კი ხალხმრავალ ადგილებში, კვლავაც აქვს დიდი მნიშვნელობა რითეილერებისთვის, თუმცა ახლა მათ უკვე აქვთ მყიდველის მოზიდვის სხვა საშუალებებიც - ამბობს სავაჭრო ქსელ Macy's გენერალური დირექტორი მარლა ბეკი.
„20 წელი ვმუშაობ ვაჭრობაში და არასდროს მინახავს ამდენი დახურული მაღაზია,“ - ამბობს ის.
ვის ეზრდება გაყიდვები?
2018 წელს ზოგიერთმა იღბლიანმა სავაჭრო ქსელმა მოახერხა გაყიდვების ზრდა მრავალწლიანი ვარდნის შემდეგ- გამარჯვებულებს შორის არიან სუპერმარკეტების ქსელი Macy’s და ფეხსაცმლის მაღაზიების ქსელი Payless ShoeSource. მათი აქციების ღირებულება 2018 წელს შესამჩნევად გაიზარდა - მაგალითად, Macy’ ფასიანი ქაღალდები გაძვირდა 27%-ით.
მდიდარ რაიონებში, სადაც ტრადიციულად ნაკლები კონკურენტია, სავაჭრო ქსელები კვლავ იზიდავენ მოიჯერეებს და მყიდველებს - რესტორნები, დისკაუნტერები, გასართობი ცენტრები და სილამაზის სალონები ისევ საგრებლობენ პოპულარობით მომხმარებლების მხრიდან.
სავაჭრო ცენტრები, რომელთა მენეჯმენტს ახასითებს გააზრებული სტრატეგია, კარგად მუშაობენ დარგისთვის კრიზისულ სიტუაციაშიც, რომელიც შეიქმნა ბოლო წლების მანძილზე - მაგალითად, კომპანია Simon Property-ს აქციები გაიზრდა 18%-ით.
ვაჭრობას წაახალისებს ეკონომიკის ზრდა
ძირითადი ფაქტორი, რომელიც აძლევს ვაჭრობას ინტერნეტთან ასე თუ ისე კონკურენციის საშუალებას, არის მაღალი ეკონომიკური ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. სექტემბერში სამომხმარებლო ნდობის ინდექსმა მიაღწია 18-წლიან მაქსიმუმს, ხოლო Dow Jones Industrial Average -მა მოხსნა მორიგი რეკორდი.
ასევე იზრდება ხელფასები - ამ დღეებში Amazon-მა განაცხადა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზრდაზე, შესაძლებელია ინტერნეტ-გიგანტს მიბაძონ სხვა კომპანიებმაც.
სადღესასწაულო სეზონი, რომელიც დაიწყება ნოემბერში და დასრულდება დეკემბრის ბოლოს, გააგრძელებს ან ტენდენციას - აღნიშნავს Wall Street Journal.
აშშ-ს საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის პროგნოზის თანახმად, 2018 წლის ბოლო კვარტალში ვაჭრობა გაიზრდება 4,3-4,8%-ით - ბოლო 5 წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი შეადგენდა საშუალოდ 3,9%-ს.
Thomson Reuters-ის პროგნოზის მიხედვით, მომდევნო 12 თვის მანძილზე ზრდას განაგრძობს სავაჭრო ქსელი Macy’s, რომლიც აქციების გაძვირდება 7,7%-ით.
რითეილის სფეროში თამაშის წესების ცვლილების მიუხედავად, კარგი ფინანსური მაჩვენებლები ექნებათ კომერციული უძრავი ქონების ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებს - Simon Property-ს და Welltower-ს - მათი აქციები გაძვირდება 9,4% და 4,7%-ით შესაბამისად.
rbc