აშშ-ში სამუშაო ვიზების გაცემა გამკაცრდა

აშშ-ში სამუშაო ვიზების გაცემა გამკაცრდა

access_time2020-10-07 19:00:25

აშშ-ს ხელისუფლებამ არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა. ეს პირველ რიგში H-1B-ს ტიპის ვიზებს ეხება, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის მუშებისთვისაა გათვალისწინებული.

 

ახალი წესების ძალაში შესვლის შემდეგ,  უცხოელი მოქალაქეების დასაქმებისთვის დაშვებული „სპეციალური პროფესიების“ სია შემცირდება.

 

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები ამერიკაში სამუშაო ვიზით მყოფი უცხოელების მესამედს შეეხება. ახალი ნორმები ძალაში 60 დღის შემდეგ შევა.

 

სამინისტოს მონაცემებით, ბოლო წლებში 500 000-ზე მეტი არასაიმიგრაციო სამუშაო ვიზა არა ახალი სამუშაო ადგილებისთვის, არამედ უკვე არსებულ ვაკანსიებზე ამერიკელების ჩანაცვლებისთვის გაიცა. ამან აშშ-ს მოქალაქეებს შორის უმუშევრობა გაზარდა და ზოგიერთ სფეროში ხელფასების შემცირებაც გამოიწვია.

 

თუ ადრე ვაშინგტონში ამ ტენდენციას ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ, დღეს, კორონავირუსის და მასშტაბური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის ფონზე, ამ პრობლემამ სულ სხვანაირი აქტუალობა შეიძინა.

 


„H-1B- კატეგორიების ვიზების გაცემის პროცედურის გართულება ამერიკელი მუშების დაცვის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია  - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამ ტიპის ვიზების გაცემის აზრი მუშახელის დეფიციტის შევსება და ამერიკაში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მოზიდვა იყო. ეს აშშ-ს კონკურენტუნარიანობას და მიმზიდველობას  გაზრდიდა.

 

თუმცა, შემდეგ  პროგრამა დაუშვებლად გაფართოვდა და  დღეს ამერიკელი თანამშრომლების უფლებებს უხეშად არღვევს.

უწყების ხელმძღვანელის ჩად ვოლფის თქმით, აშშ შევიდა ეპოქაში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი გახდა.

 

მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკური უსაფრთხოება - ეს ქვეყნის უსაფრთხოებაა. ჩვენ ყველაფერი იმისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ ადგილზე ამერიკელი კადრი იდგეს - განაცხადა ვოლფმა.

 

სამუშაო ვიზების გაცემის გამკაცრების თაობაზე გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ამა წლის ივნისში მიიღო. მისი თქმით, ეკონომიკური ვარდნის და კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სამუშაო ვიზების სისტემა  „ამერიკელების დასაქმებისთვის წარმოუდგენელ საფრთხეს შეიცავს“.

 

ამის გამო ტრამპა 2020 წლის ბოლომდე რამდენიმე კატეგორიის უცხოელისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა.

 
მათ შორისაა დასაქმება ტექნოლოგიების სფეროში, სეზონური სამუშაოებზე, კომპანიების შიდა თანამდებობრივ გადაადგილებებზე სხვა ქვეყნებიდან შტატებში.

ასევე შეიზღუდა კულტურული და პროფესიული გაცვლის პროგრამების ფარგლებში ვიზების გაცემა.

 

​rbc.ru

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up