აშშ-ში, ნევადის შტატში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე, 27 წლის ეგორ კრიუჩკოვი შტატის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ კომპანიაზე კიბერთავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
ბრალდებით მხარის მტკიცებით, კრიუჩკოვმა კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის გადაბირება სცადა, რათა მას შიდა კომპიუტერულ ქსელში ჰაკერული პროგრამა დაენერგა. მათივე განცხადებით, შემდეგ ეტაპზე კრიუჩკოვი კომპანიის მონაცემებზე წვდომას მოიპოვებდა და მათი გამოქვეყნების მუქარით კომპანიას თანხას გამოსძალავდა.
უწყებაში კომპანიას არ ასახელებენ, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კომპანია Tesla-ს „გიგაფაბრიკა 1“-ზე, რომელიც ელექტრომობილებსა და მათ აკუმულატორებს აწარმოებს. ეს ინფორმაცია Twitter-ზე Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, კრიუჩკოვმა კომპანიის თანამშრომელს მილიონი დოლარი შესთავაზა.
Imedinews