2020 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა განახევრდა.საქსტატის მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თუ 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან აშშ-ში $40 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროდუქტი გავიდა, წელს ეს მაჩვენებელი თითქმის $19 მლნ-მდეა შემცირებული.
საექსპორტო პროდუქტებს შორის პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია და მას აშშ-ში ექსპორტის წილის ძირითადი ნაწილი უჭირავს. 2020 წლის პირველ სამ თვეში ამერიკაში თითქმის $15 მლნ-ის 13 000 ტონაზე მეტი ფეროშენადნობები გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი $38 მლნ-ს აჭარბებდა.
ტოპ ათეულშია ყურძნის ნატურალური ღვინო, სპირტი და სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები.
2019 წელს საქართველოდან აშშ-ში ჯამში $132 მლნ დოლარის პროდუქტი გავიდა ექსპორტზე.
წყარო: ბიზნესპარტნიორი