ირაკლი ბექაური-აშშ-ში ქართული ღვინისა და სპირტის ექსპორტი მეტ დასაქმებულ ადამიანს და გაზრდილ ვენახებს ნიშნავს

ირაკლი ბექაური-აშშ-ში ქართული ღვინისა და სპირტის ექსპორტი მეტ დასაქმებულ ადამიანს და გაზრდილ ვენახებს ნიშნავს

access_time2019-09-11 10:30:01

Bolero & Co. ქართული ღვინისა და ბრენდის სპირტის გატანას ამერიკულ ბაზარზე უახლოეს მომავალში გეგმავს. ფრანგული დესანტიე ეთ ფილს-თან 7-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ კომპანია ამერიკის ბაზარზე მუშაობს და „საქმიან დილაში“ ამერიკული ბაზრის უპირეტესობებზე საუბრობს.


„ყველანაირი ძალისხმევა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ქართული ღვინო გავიდეს ამერიკის ბაზარზე. მართალია, სტრატეგიული გეგმა გრძელვადიანია, მაგრამ ვეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს პირველი ნაკადის მიწოდება. ამერიკაში ქართული ღვინის მიწოდება ნიშნავს ფართობით გაზრდილ ვენახებს, დასაქმებული ადამიანების რაოდენობის გაზრდას და ა.შ. ასევე, საუბარია, ბოლეროს თითქმის ყველა ტიპის ალკოჰოლის პროდუქციაზე, ღვინით დაწყებული და სპირტით დამთავრებული. სავარაუდო მოცულობები ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ექსპორტის გაზრდა არაა მხოლოდ ქვეყნის წარმატება და ის მთელს ქვეყანასა და დარგზე აისახება. ჩვენ საფრანგეთთან 7 წელია უკვე ვთანამშრომლობთ და წარმატებით მიმდინარეობს საბრენდე სპირტების მიწოდება. საკმაოდ კონკურენტულები ვართ, შეგვწევს უნარი, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი, - აცხადებს Bolero & Co.-ს გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაური.


როგორც BMG-ის ბექაურმა განუცხადა, ამ ეტაპზე “Bolero & Co”-ს ექსპორტზე ბოთლში ჩამოსხმული ღვინო და ბრენდი გააქვს. საბრენდე სპირტები ჩამოსასხმელი სახით აქამდე არ გაუტანიათ აშშ ბაზარზე, ისევე როგორც არცერთ სხვა კომპანიას, რომელიც საბრენდე სპირტს აწარმოებს.



BMG






BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“
access_time2019-11-20 17:25:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას. ასოციაცია ასევე პასუხობს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს მოგვმართეს აღნიშნულ თემატიკასთანდაკავშირებით. პირველ რიგში, ლარის გაცვლით კურსზე: ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ...

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს
access_time2019-11-20 17:30:54
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან. კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ...

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს
access_time2019-11-20 18:45:08
„სვანეთში საბაგიროები ძალიან ხშირად ითიშება, შეიძლება აიყვანო ტურისტი და სულ ტყულად. სამთო-სათხილამურო კურორტზე ასე არ უნდა ხდებოდეს.“ - მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ მენეჯერი ლაშა ჯაფარიძე „კომერსანტთან“ იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც სეზონის მანძილზე სვანეთის მაღალმთიან რეგიონს უწევს. სვანეთში, კერძოდ სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე 5 საბაგირო ფუნქციონირებს - 4 -ი სკამიანი საბაგირო და 1 ბიგელი. კურორტ ჰაწვალზე ორი 2-სკამიანი...

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი ტერორშია

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი  ტერორშია
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...


მსგავსი სიახლეები

up