აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

access_time2020-10-24 18:00:14

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი ქვევრში.

 



"აშშ-ის ბაზარი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი იყო . ძალიან გვინდოდა, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ღვინო ექსპორტზე გასულიყო და დღეს უკვე, პირველი პროდუქცია -  7 ათასი ბოთლი გავაგზავნეთ. მათ შორის, ქვევრის ღვინის რაოდენობა არის 1500 ბოთლი. დახლზე „მტევინოს“ ღვინო მსოფლიოს პრემიუმ კლასის ღვინოების გვერდით განთავსდება და მისი საშუალო ფასი 8 დოლარი იქნება.

 

მინდა გითხრათ, რომ ეს არის დასაწყისი, ვინაიდან უკვე მივიღეთ შემდეგი შეკვეთა და ნოემბრის დასაწყისში ანალოგიური რაოდენობის ღვინო აშშ-ში კვლავ გაიგზავნება. ამბობს „მტევინოს“ გენერალური დირექტორი ლელა კობიაშვილი და გვიყვება,რომ ხელშეკრულებით, ამერიკელ იმპორტიორებთან წლიურად მინიმუმ 55-60 ათასი ბოთლის გაგზავნა იგეგმება.


 




„ნიმუშები გვქონდა გაგზავნილი აშშ-ში, რამდენიმე სომელიესთან  დეგუსტაცია ჩატარდა, მათ მოიწონეს ღვინის ხარისხი და შემდგომ გამოითქვა შეკვეთებთან დაკავშირებით სურვილი,“- აღნიშნავს ლელა კობიაშვილი.

 

კომპანია „მტევინო“ ქართულ ბაზარზე ოპერირების მცირე დროისა, აქტიურად არის ჩართული ექსპორტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიამ კიდევ 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ქართული  ღვინის კომპანია 2020 წლის ბოლომდე ჩინეთში 500 000 - მდე ბოთლით 7 სახეობის ღვინოს გაიტანს. ასევე ნიმუშები აშშ-ს მსგავსად გადაგზავნილია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამ ეტაპზე კომპანია დეგუსტაციის შედეგებს ელოდება.

 

კომერსანტი


თეგები:
მტევინო



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up